თამაში რომ ვერ მოვიგეთ, სარეიტინგო ქულები რომ ვერ ავიღეთ და განწყობა რომ ვერ გავიუმჯობესეთ, გასაგებია
...მაგრამ ასეთ თამაშებშიც შეიძლება ხოლმე რაღაც "სარგებლის" მიღება. მაგალითად, ახალი ფეხბურთელების გამოცდა ან ექსპერიმენტების ჩატარება. მეორესთან დაკავშირებით მაშინვე ითქვა, რომ მსგავსი მოლოდონი არ უნდა გვქონოდა
პირველს რაც შეეხება, რადგან მაკედონიასთან თამაში და ეს მატჩი მიყოლებით იყო, ნაკრებშიც ახალ ფეხბურთელების გამოძახებას მოერიდნენ. მიქელთაძე არის გამონაკლისი, რომელმაც ჯამში 15 წუთი ითამაშა. ცალკე რომ ყოფილიყო ეს თამაში, ხარაიშვილს, ლოჩოს, ნინუას, ზივიზვაძე და კიდევ რამდენიმეს გამოვცდიდით
მოკლედ და სამწუხაროდ, ესტონეთთან მატჩმა ვერაფერი მოგვცა, გარდა იმისა, რომ მიქელთაძე ვათამაშეთ 7 წუთით. თამაშის გამოყენების პროცენტულობა 5%-ზე მეტი არ არის ალბათ. ვინმეს კი არ ვაბრალებ, ცუდად მიეწყო ერთმანეთს თავიდან ბოლომდე
მაკედონიასთან თამაშმა და წაგებამ ყველაფერში აგვირია გეგმები