Beso1980არ გეწყინოს, მაგრამ მგონი უსაგნოდ მეკამათები...
ის, რომ შვედეთში რაღაცას ჰქვია "რეკომენდაცია" "საგანგებო მდგომარეობა" და არა "ლოკდაუნი" ან "კომენდანტის საათი" არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეს ქვეყანა მეტად არის დაცული კორონავირუსისგან..რომ, იქ ჩასვლა მეტად უსაფთხოა..შეიძლება სულ პირიქითაც..
ბოლო ბოლო სულ ერთი კვირის წინ ილონ მასკს სწორედ შვედეთში შეეყარა კორონა

და ფეხბურთს თუ შევხედავთ, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელიც და კაი გაყოლა ფეხბურთელებიც კორონით ეწვათ..
შვედეთს ჰქონდა და გარკვეულწილად დღესაც აქვს ყველაზე განსხვავებული პოლიტიკა კოვიდთან ბრძოლაში, არა შეზღუდვებს, ყველამ მოვიხადოთ, გაჩნდება ჯოგური იმუნიტეტი და ა.შ
ზოგს ეს მოსწონდა, თუმცა იყო და არის ძალიან დიდი კრიტიკაც..
აპრილიდან დღემდე 6500 კაცი მოუკვდათ და თითქმის 250 000 ინფიცირებული ჰყავთ...კრიტიკა უფრო გაიზარდა შემოდგომის დასაწყისში როცა ვირუსმა სწრაფი გავრცელება დაიწყო ...და ავიდნენ 4500 ინფიცირებულზე დღეში..იძულებულები გახდნენ დაეკეტათ აუზები, მუზეუმები, აეკრძალათ სპექტაკლები, კონცერტები, ღამე სპირტიანი სასმელის გაყიდვა რაც მაგათთვის არის მართლა უპრეცედენტო შეზღუდვა..ჯერ არ შეხებიან მარა განიხილება სკოლების და ოფისები დაკეტვაც და ელოდებიან მესამე ტალღას..ყველაზე რთული სიტუაცია არის სტოქჰოლმსა და მალმეში, როსენგორდი სწორედ მალმეს გუნდია..მალმეში 11-25 ნოემბრის ჩათვლით იყო თითქმის 10 000 შემთხვევა და დაიღუპა 75 ადამიანი
უეფაში არ წაუყენებიათ გეთანხმები, მარა ინტერვიუებში, როსენგარდის კაპიტანი ამბობს, რომ ახლა რთული სიტუაციიაა საქართველოშიო..(როცა ლამის ერთი-ერთშია სიტუაცია)..თან პლუს ამას, იქვე, ახსენებს ჩარტერის სიძვირეს ანუ არ უნდა შორი ფრენა ...და სჯობს ნეიტრალურზეო... ლობირებს იმ ვარიანტს, რომელიც შვედებს აწყობთ: ყველაფერი ნათელია

ქალთა საკლუბო ფეხბურთში მეტი ავტორიტეტი აქვთ და ცდილობენ მათთვის უკეთესი ვარიანტის გატანას და ჩვენს დათანხმებას...
არადა, 100 ჯერ უკეთესი გუნდია, დიდი ალბათობით, ისედაც დიდი ანგარიშით მოგვიგებენ და სწორედ ამიტომაც ტეხავს სუსტს ასე რო ექცევიან...და მგონია რო თავი არ უნდა წავუხაროთ
იმაში გეთანხმები რო ფედერაციამ და სახელმწიფომ უნდა ივაჟკაცოს და ლანჩხუთმა აუცილებლად აქ უნდა ითამაშოს, კოვიდის ყველა წესის დაცვით, ეს ძაან მნიშვნელოვანია ჩვენი გოგონებისთვის
ის რომ აქ კომენდანტის საათი და ლოქდაუნი იქნება 28-დან არაფერს ნიშნავს...
აგერ პარიზში მასტერსი ჩატარდა კომენდანტის საათის და სრული ლოქდაუნის დროს
This post has been edited by guriaaa on 26 Nov 2020, 01:17