ალაგ-ალაგ ვუყურე და ძალიან დაბალი დონე იყო ჟურნალისტების. სტუმართან ქართულ ჯიგრულ პონტში იყვნენ და ეგ არის უბედურების თავიც და ბოლოც.
"ხელფასს არ ვიღებ" ძაან ცუდი ტენდენციაა. არ ვიღებ, ანუ, შესაბამისად პასუხისმგებლობაც არ მაქვს?
ალადაშვილზე რაც ილაპარაკა, ბელარუსის თამაშის წინ სიტუაციას ურევდაო, ეგ თუ მართალია მაგარი ნაძირალა ყოფილა.
კიდევ თქვა ფეხბურთის განვითარების ფონდთან შეხება არ მაქვსო - ნახევრად ტყუილი. ფედერაციის საიტზევე უდევთ რომ გამგეობის წევრი იყო 2016-2018 წლებში (ქვემოთ მიდევს სქრინი)
* * *
ეხლა კვალიფიკაციას გადახედეთ:
https://gff.ge/ge/about/managementფედერაციის პრეზიდენტი (კობიაშვილი)
2014 ბერლინის ჰერტას აკადემიის მენეჯერი
2015 ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“-ის ოლიმპიური სოფლის მერი
2015 „2017 - გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის“ სამუშაო ჯგუფის წევრი
2015 საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
გენერალური მდივანი (მუჯირი)
2015 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი (პირველივე სამსახური)
ვიცე-პრეზიდენტი (იაშკა)
2016 - საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი (პირველივე სამსახური)
დანარჩენი სტაფი: ჯღარკავა საკმაოდ კომპეტენტურია, რამდენად აქვს წონა, ეგ სხვა თემაა. კახა ჭუმბურიძე ოცნებაში გია ვოლსკი რომაა, მაგის შთაბეჭდილებას ტოვებს. აკაკი ალადაშვილი ნორმ კარიერით და განათლებით.
This post has been edited by მ.დ.უ on 21 Nov 2020, 00:26
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)