არ ვაპირებ ტიპიური ქოცური კობახიძე-მდინარაძის დონის გაპრავებების მოსმენას, ისედაც ნათელია ჩემთვის რასაც ისაუბრებენ.
გურიამ დადო წინა გვერდზე ობოლაძესთან კობიაშვილის ლაივი, რაც მანდ ისაუბრა მარტო მაგის გამო არ ვიმსახურებდით ევროპაზე გასვლას. ფონდი რო შეიქმნა თითოეული თეთრი გაკონტროლდებაო, არამიზნებროვი ხარჯების დრო დასრულდა ქართულ ფეხბურთშიო, ახლა კი გამოვიდა და ჩვენ რა შუაში ვართ, როგორ გავაკონტროლოთ კლუბებს მოკითხებთო. მსგავსი ხალხის დაყლევების მცდელობა მე არ ვიცი...ბარსელონამ ესე რო წააგო ბაიერნთან ფესბურთი გააუქმონ ესპანეთშიო? არა ლევან კი არ უნდა გააუქმონ, შეცდომებზე უნდა ისწავლონ და დასკვნები გამოიტანონ. ე მანდ შემთხვევით ესპანეთი - გერმანიის ანგარიშიც ხო არ დაგისქრინო და ჩაგიგდო?!

ის პრესამსახური რო ყავთ იქ წამოჯენილი და ჩვენი იმერეთის დონის პროფესიონალი უზით სახლში, მარტო მაგის გამოც არ ვიმსახურებდით იქ ყოფნას.
ტორპედოს ბუღალტერს რომ ნაკრებში მყოფი ეროვნული ლიგის ფეხბურთელებზე მაღალი ხელფასი ექნება, ის ნაკრები ევროპაზე ვერ გავა, საიდანაც გინდათ მოუარეთ არ გამოვა ძმებო ეგ ამბავი.
ზესტაფანი რო მეოთხე ლიგაშია და თბილისის ნორჩი მერანი თუ რაცაა, იქ რა ევროპაზე მელაპარაკებით?! ქართულ ფეხბურთს რომ წლები პულსი ესინჯებოდა ზესტაფონის დამსახურება იყო, სანამ დამიწერთ არ უნდა კოკაიასო, არიან იქ სერგო და კოტე მიხედავენ, თუმცა ჯერ გაიგეთ რატომაც არ უნდათ, თუ მაგ კაცს არ უნდა ფონდის ფულით რა ვერ გააკეთებენ გუნდს? ტორპედოში 1 ლარი არ მოუტანია ჩაჩავას ისე მოვიგეთ ყველაფერი, მოტანა კი არა, იქეთ ხსნიდა ანგარიშიდან და მიქონდა.
რო გავაგრძელო მიზეზების წერა, აზრი? ფედერაციის თანამშრომლების საქციელი ფედერაციასთან გამოჩნდა, შვილის ტოლა ბავშვებისკენ გაიწის ხელით, რის გამო?! გახარიასთან და ბიძინასთან ქულები რო დაწერათ მელიას სასტავი დავმუტლეთო. ამის მერე ამ ფედერაციისგან რა ნამუსით უნდა ელოდეთ რამეს?
ქართულ ფეხბურთში ვინც რომ მართლები იყვნენ საკუთარ თავთან და თვითონ ქართულ ფეხბურთთან რამოდენიმე ადამიანია სულ...
ფანების გარკვეული ნაწილი, მათ შორის ვისთანაც ხელი-ხელ მიჩხუბია იმაც ვთვლი.
გიორგი ჭიაბრიშვილი! სრული პასუხისმგებლობით ვწერ, ეს პიროვნება არის მართალი კაცი! ფეხბურთიც ცოდნაც საკმაოდ მაღალ დონეზე აქვს, დისციპლინაც გუნდში. თუ ვინმეს დაგაინტერესებთ აგიხსნით რატომაც უნდა იქნეს ნაკრების მწვრთნელი ეგ და სხვები არა. ალბათ არარატი გახსოვთ ბევრს, შემიძლია დარწმუენებით გითხრათ რომ კარგ ნაკრებს დააყენებს, ოღონდ რაღაცეები უნდა გაკეთდეს.
რომან ფიფია! ჩემი ქართულ ფეხბურთში ყოფნის პერიოდში ერთადერთი კლუბის მფლობელი და წარმოამდგენელია რომელიც მისი კლუბის ინტერესებს ითვალისწინებთ. რაც მინახავს და ვიცი იმას გეუბნებით.
ლორია მისი მოსვლის შემდეგ დადგა მეკარედ, თორემ მანამდე ისეთებს უშვებდა მე შეიძლება ამეღო.
კვარა, ჩაკვეზე არცაა საუბარი. კიტე? მაგ ბიჭის გარეშე კი ვნახეთ აგერ მაკედონიასთან ცენტრში 20 მეტრიანი დაშორება იყო დაცვას და შეტევას შორის. ესეთ დროს სასწაულად უნდა გაგიმართლოს თამაში რომ მოიგო.
შენგელიაც ფიფიამ დააბრუნა ქართულ ფეხბურთში.
ასევე დინამოს გამოზრდილი ეს ბიჭები პროფესიონალები არიან, მოედნის მიღმაც მისაბაძები. რა არაბიძე - ჭანტურიები - ყენია ნაკლები ტალანტები იყვნენ?! მაგრამ ზუსტად მათ საფეხბურთო სკოლებში არასწორმა აღზრდამ დაგვაკარგვინა.
ლორია-ჩაკვე-კვარა-კიტე-შენგელია, გამოაკელით ჩვენს ნაკრებს და რასაც მივიღებთ ჩემი თქმა არ გჭირდებათ.
მალხაზ ასათიანი რა თქმა უნდა! მისი ნაკრებში გოლების მნიშვნელობაზე ზედმეტია საუბარიც კი. აი რა ადამიანიც არის იმის იქეთ, მაგას ნამდვიალდ ვერ გადმოვცემ ჩემი მოკლე ჭკუით