მოკლედ რომ შევაჯამოთ ჩემი აზრით ასეთი ვითარებაა შესარჩევში:
A ჯგუფიდან პორტუგალია და სერბეთი გავლენ, ალბათ ყოველგვარი გართულების გარეშე. პორტუგალია მსოფლიოზეც იქნება, ვფიქრობ სერბეთსაც ექნება სერიოზული შანსი ფლეი-ოფში.
B ჩვენი ჯგუფია და კი ვიცით ყველამ ყველაფერი, ჩვენ მესამე ადგილი თუ დავიკავეთ კარგი იქნება. ესპანეთი და შვედეთი გავლენ და ამა თუ იმ ფორმით ორივე ნაკრები ითამაშებს მსოფლიოზე.
C ჯგუფს იტალია მოიგებს, საერთოდ მგონია ამ მსოფლიოზე მედლებისთვის იბრძოლებენ ეგენი. შვეიცარიაზე რა ვთქვათ, დიდი არაფერი გუნდი არაა ჩემი აზრით, შეიძლება ეგენიც გაძვრნენ ფლეი-ოფიდან (ისე კი არ ვისურვებდი).
D ჯგუფიდან საფრანგეთი-უკრაინა გავლენ და უკრაინამ ძალიან მინდა მსოფლიოც ითამაშოს, საინტერესო გუნდია.
E ჯგუფიდან ბელგია გავა, ჩეხეთი-უელსს შორის რომელიც გინდა ის გასულა, ფლეი-ოფში 50/50-ზე ექნებათ შანსი კონკურენტებთან. მსოფლიოზე არცერთი არ აჩვენებს რაიმე საინტერესოს.
F ჯგუფს დანია მოიგებს, მეორეზე შოტლანდია უკეთესი იქნება ვიდრე ისრაელი, მაგრამ ამათგან არამგონია რომელიმე გაცდეს ფლეი-ოფს.
G ჯგუფში რა როგორ დალაგდება ძნელი სათქმელია, იმედია ორივე ჰოლანდია და თურქეთი მსოფლიოზე იქნებიან.
H ჯგუფი ყველაზე თანაბარია, მაინც მგონია ხორვატია მოიგებს რუსეთი/სლოვაკეთს შორის უპირატესობას რუსეთს მივანიჭებდი. ფლეი-ოფიდან გასვლის კარგი შანსიც ექნებათ რუსებს (თუ მეორეზე გავიდნენ და არა პირველზე), იმედია ვერ გავლენ.
I ჯგუფიდან ინგლისი გავა. ვისურვებდი მეორე ადგილი უნგრეთმა დაიკავოს, არა პოლონეთმა - უფრო საინტერესო გუნდია.
J ჯგუფში გერმანია უპირობოდ პირველი იქნება. მეორე ადგილისთვის დახოცავენ ერთმანეთს, ახლა რაც არ უნდა არალოგიკურად ჩანდეს მგონია საბოლოოდ ისევ რუმინეთი გავა ფლეი-ოფში - თუმცა შანსი ოთხივეს ექნება, განსაკუთრებით სომხებს და მაკედონიელებს. ისე კი ამ ჯგუფიდან მეორე ადგილით ვინც არ უნდა გავიდეს ფლეი-ოფში ყველაზე სუსტი იქნება, ძალიან მცირე შანსებით.
მოკლედ ესენი მგონია ჯგუფებს მოიგებენ:
1.პორტუგალია
2.ესპანეთი
3.იტალია
4.საფრანგეთი
5.ბელგია
6.დანია
7.თურქეთი
8.ხორვატია
9.ინგლისი
10.გერმანია
დანარჩენ სამ ადგილს თუ ერთმანეთს არ გადაეკვეთებიან ესენი აითვისებენ:
11.შვედეთი
12.უკრაინა
13.ჰოლანდია
კიდევ 3 პოტენციურ კანდიდატად გამოიყოფა:
14.სერბეთი
15.უნგრეთი
16.რუსეთი
არამგონია ამ 16 ნაკრებს გაცდეს ის 13 გუნდი, რომლებიც უნდა გავიდნენ. ჯერჯერობით ძალიან ადრეა მაგრამ ასე მგონია, ვნახოთ.