რადგან ბოლო 10 წელი მიხსენე, აჯობებს მე რაც საკუთარი თვალით მინახავს და შეხება მქონია იმაზე ვისაუბრო.
მოკლედ, არის ერთი ასეთი ყოფილი ფეხბურთელი ჯემალ გაბუნია, ერთად გაზრდილები ვართ და ჩემი უახლოესი მეგობარია. 1989 წელს არ დაბადებული, ეს ბიჭი ტორპედოში როცა იყო (მეორე ლიგაში იყო გუნდი, არანაირი პერსპექტივით) ჰაინც ტოპმიოლერი თავის შტაბთან ერთად დადიოდა რეგიონებში და ერთ-ერთ თამაშზე მოეწონათ, მიიწვიეს U 19 წლამდე ნაკრებში, ხოოდა არამარტო თამაშებს, არამედ ვარჯიშებსაც ვესწრებოდი. იმ U 19 დან ნახე რამდენი მოხვდა სხვადასხვა დროს ტოპ ლიგაში:ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია, დავით თარგამაძე, ირაკლი შეყილაძე და გიორგი მაკარიძე. დამეთანხმები დიდი ციფრია ჩვენი მაშტაბის ქვეყნისთვის. იმას რას მიაღწიეს, ვინ რა დონის ნიჭიერი იყო, რაზე ჰქონდათ სამუშაო, რამ შეუშალათ ხელი და ა.შ. ეგ ცალკე მსჯელობის საკითხია და ამ ფორმატში შორს წაგვიყვანს ამის ახსნა. თუმცა მოკლედ რომ დავწერო, მთავარი ფაქტორი კლუბებში არასწორი აღზრდა და ფედერაციის დამოკიდებულება იყო (ყველა ნაკრებში ათამაშებდნენ ყენია-მჭედლიძეს) მთავარი აზრი კი რის გამოც დავწერე ეს, ის არის, რომ ტოპ 5 ქვეყნის გუნდები არ აიყვადნენ ნიჭიერები რომ არ ყოფილიყვნენ.
გიორგი ქინქლაძე ავიღოთ, ხო ვაღიარებთ რომ მეგა ტალანტი იყო, ეს ჩვენი მეგა ტალანტი ზაარბრიუკენში და ბოკაში დაიწუნეს, თუ სწორად მახსოვს ატლეტიკოშიც. სწორ ადგილას თუ არ მოხვდი, მარტო ტალანტობა არ კმარა, ბევრი გარე ფაქტორია რაზეც სამუშაოა, მარტო კლუბში გაშვება არ არის, კი ჩავაბარეთ ეგერ ჩვენი მთავარი იმედი საკალბასეში და ვხედავთ 2 წელია ფეხზი ვერ დაუყენებიათ

მოდი კალათბურთში ჩვენი ცენტრების მაგალითი მოვიყვანოთ, გიორგი შერმადინის და გოგა ბითაძის.
რომ არა ჯამლეტა სად იქნებოდა დღეს შერმადინი? იდგებოდა ნატახტარის ბირჟაზე. მიაგნო ამ კაცმა, მიხედა და მსოფლიოში მეორე ლიგის ტოპ ცენტრია. შერმადინი არის არა სისტემის, არამედ პიროვნების შედეგი.
აი გოგა ბითაძეზე კი სერბები ყოველ დღე მუშაობენდნენ, რომ გამხდარიყო ის რაც დღეს არის, არ არსებობს კომპონენტი რომ რაიმეზე დაეკლოთ, მუშაობა ერთადერთი ალბათ რაც ხელს შეუშლის დიდი კალათბურთელად გახდომაში მისი არაეფექტური ხასიათი იქნება.
ზემოთ ქუთაისის მაგალითი მოვიყვანე ზოგადად სპორტში და ახლა კონკრეტულად ფეხბურთში სამტრედიის მაგალითს მოვიყვან და მხოლოდ ერთ პოზიციას - მცველებს.
კალაძე, სოლომონა, ტაბიძე. კაშია (თბილისელია, მაგრამ ძაან დიდი ალბათობით ძირი სამტრედიიდან ექნება, იქ ცხოვრობენ კაშიები) ხოოდა რა ხდება ამ დროს, ამ პატარა 40 000 იან რაიონში. ერთი ნორმალური სკოლა არ არის სადაც ბავშვს მიიყვან! უნიკალური ჯიხაიშის ბაზა დანგრეულია, გუნდი თბილისში ვარჯიშობს და ვიღაც ოლაიტან-დიეგო დიზებს ატენიან ჩვენი გადასახადით გადახდილ ფულებს.
ამიტომაა რომ ვლანძღავ ფედერაციასაც და მთავრობასაც რომ ღირებულს ვერაფერს აკეთებენ, თორემ ტალანტი და ნიჭი არ გვაქო ამის თქმა ბოდიში ყველასთან, მაგრამ სისულელეა. უბრალოდ ამ ნიჭს მიხედვა, განვითარება, ხელის შეწყობა, გაპიარება და ა.შ. სხვა ფაქტორები ჭირდება, რაც ჩვენ სახელმწიფოს არ შეუძლია.