ეგ არის რუსული РЗ-ს წაკითხვა ქართველი უწიგნური ფიზკულტურელის მიერ ისე, როგორც ლუკას და ნიკოს მამამ თქვა.
РЗ კი ნიშნავდა Ремонтный Завод-ს და შემოკლებით ეგრე ეძახდნენ იმ სარკინიგზო სახელოსნოებისგან აღმოცენებულ საწარმოს, მერე ამხ. სტალინის სახელობის ორთქლმავალ-ვაგონ-სარემონტო ქარხანა რომ ერქვა, ვაგონშემკეთებელიც, ლოკომოტივების შემკეთებელიც, ელექტროვაგონშემკეთებელიც და ასე შემდეგ. ელერზე ლოკომოტივების შემკეთებლის რუსული აბრევიატურა იყო.
ოცდაათიანი წლების გაზეთებში წერია ხოლმე მოკლედ: სტალინის სახელობის სარემონტო ქარხანა.
აი, მაგალითად, 1930 წლის გალაკტიონის დღიურებში რამდენიმე ადგილასაა:
http://galaktion.ge/?page=Diaries&id=3317ერთ-ერთი: "ამრიგად, ყველაზე მძლავრი ბრიგადა არის პირველი და მეოთხე. მათ უხდებათ ერთ დიდ ქარხანაში მუშაობა: სტალინის სახელობის სარემონტო ქარხნის: სადურგლო, სახარატო, სარონოდო, შემკრები, ჩამომსხმელი და სამჭედლო ცეხები."
სარონოდო სავაგონოს ნიშნავს. რონოდა ვაგონის გაქართულების მცდელობა იყო.
ლიტერატურული გაზეთის 1933 წლის 31 ოქტომბრის ნომერში წერია, რომ სტალინის სახელობის სარემონტო ქარხანაში მოეწყობა ლიტწრე და უხელმძღვანელებს კონსტანტინე ლორთქიფანიძე (იდეურ-პოლიტიკურად საიმედო პროლეტმწერალი).
1930 წლის 2 ნოემბრის ტარტაროზში ნახსენებია სტალინის სახელობის რკინის გზის სარემონტო ქარხანა.
მარტო პრესაში კი არა, ოფიციალურ დოკუმენტებშიც გვხდება "სტალინის სახელობის სარემონტო ქარხანა". საქართველოს სსრ მთავრობის განკარგულებათა კრებულში, მაგალითად, 1933 წლის 25 თებერვალს, 48-ე გვერდზე:
https://www.google.com/url?sa=t&rct=j&q=&es...UOON451GGW0ftySმოკლედ რომ ვთქვათ, თუ რამე არ მეშლება, 30-იანი წლების ერზე და 40-იანი წლების ელერზე ერთი და იგივე კანტორა უნდა იყოს და იმ სარკინიგზო სარემონტო ქარხანას უნდა ნიშნავდეს.