Andrea21ეგათქვი

ზღვაში წვეთია არადა ეს ყველაფერი, ფედერაციას სამაგიეროდ 5 წელია ერთსა და იმავეს სკანდირებს, "ყველა თამაშის ვაშუქებთ და ფაქტია ჩემპიონატის დონე იწევს", რა არის ფაქტი კი მარა, რითი მტკიცდება მაგას ვერ ვხვდები
მსგავსი ჩანახატები, თუმდაც სილქზე, ტურის მიმოხილვის მსვლელობაში რომ ჩასვან, რამე მოკლე სიუჟეტები რომ მოამზადონ კლუბებზე, ისტორიაზე ან დღევანდელობაზე, სამწრთვნელო პროცესზე, შიდა სამზარეულოზე (ესეც ზედაპირულად რა),მენეჯმენტთან საუბარი სამომავლო გეგმებზე, ახალგაზრდული გუნდების თამაშები და ა.შ 2-3 წუთიანი მოკლე ვიდეო რგოლებით.
არ არის აუცილებელი მიყოლებით ყველა თამაშის გოლი აჩვენო, აგერ მესამე ტურში სულ 2 გოლი გავიდა და იმ "მიმოხილვის" შექმნას და შემდეგ უკვე ყურებას საერთოდ რა აზრი აქვს? მართალია პრემიერლიგა და ლალიგა ჩვენ საზომად არ გამოდგება, თუმცა იმათ 40-50 წუთიანი მიმოხილვები აქვთ, სხვადასხვა კლუბზე ან ფეხბურთელებზე ინფოებით, ჩანახატებით და ა.შ
პრობლემა იმაშიც არის, რომ არ ინტერსდება ალბათ ტელევიზია, რადგან არ არის რეიტინგული,არ არის მოთხოვნა მსგავს პროექტზე და იმ დონემდეა ფეხბურთისადმი ინტერესი დაცემული, მიმოხილვებს ზედმეტ 15 წუთსაც რომ უთმობენ ტელევიზიაში, მაგაზეც მადლობელები უნდა ვიყოთ, როგორც ჩანს...
ფან ატრიბუტიკა,შარფი,მაისური ან რამე გაათამაშონ ყოველი მიმოხილვის მსვლელობისას ტრივიას თემატიკით, თამაშის წინ, ვინც ვთქვათ დამსწრეთა პირველ 20-30 ადამიანში მოხვდება ისინიც დაასაჩუქრონ იგივე პონტში, უფასო ლუდი ან რამე, რავიცი არაერთი რამის მოფიქრება შეიძლება, რამდენი ადამიანი ფლანგავს უაზროდ დროს სახლში და გარეთ, სტადიონებთან ახლო უბანში ვინმე ლუდს ჩამოგისხავს და დაჯდები უყურებ ფეხბურთს რა, იქ 1 ძმაკაცს მოიყვანს მერე მეორეს, ნელ-ნელა მასე გაჩნდება ინტერესი სტადიონზე დასწრების, 2-3 კაცს გუნდის ატრიბუტიკაც ექნება და მომავალში ეს 2-3 კაცი 10-20 გახდება, 100-200 და ა.შ შესაბამისი ინტერესიც გაჩნდება უკვე ფეხბურთისადმი, მართალია ეგრევე 5-10 ათასი ადამიანი ვენებს არ გადაიჭრის ბილეთის საყიდლად, თუმცა რაღაც დოზით იმაზე მეტი მაინც ივლის, ვიდრე ახლა.
თეორიულია ეს ყველაფერი, თუმცა სავსებით შესაძლებელიც.