ამ დროს ტელეკომპანია "მზის" აჩრდილიღა იყო დარჩენილი.
2007-2008 წლების სეზონს აჩვენებდნენ მზეზე კარგი ხარისხით, 2008-2009 სეზონებში პირველ არხზე ასევე კარგი ხარისხით, თავის მიმოხილვებით, გადაცემა გოლი, "არენა", ვებ-გვერდი Goli.ge სადაც გადაცემების ჩანაწერების გარდა, მატჩების მიმოხილვები და გოლები იდებოდა, რუსთავი 2-ზე "საფეხბურთო ღამე".
აქ გიორგი მერებაშვილის იმ დროინდელი გოლები:
https://www.youtube.com/watch?v=lYD7DG5h9oo&t=351sასე იყო 2009-2010 წლების სეზონშიც, ოღონდ ტრანსლაციების ხარისხი გაცილებით ცუდი იყო უკვე მაგ დროს. ამის მერე კოლხიდას პროექტი დაიხურა, 2010-2011 წლების სეზონის პირველი წრეში არცერთი ტრანსლაცია არ ყოფილა სატელევიზიო ეთერში, ამ დროსვე პროფლიგა აღარ ატარებდა საქართველოს ჩემპიონატს, გადაეცა ფეხბურთის ფედერაციას. მეორე წრიდან კი აჩვენეს რამდენიმე თამაში პირველ არხზე. 2011 წლის პირველ ნახევარში პირველი არხის "მაგნოლიები" გადაიარაღეს, ნაწილ-ნაწილ ააწყეს, რის შემდეგაც გახდა შესაძლებელი გახდა 12 კამერით ტრანსლაცია, ყველა კამერა ჩაწერა-გამეორების რეჟიმში.
შემდეგ სეზონებში ხან აჩვენებდნენ ხან არა, ზოგჯერ გადიარაღებული 12 კამერიანი ავტობუსებით, ზოგჯერ კი 4 კამერიანი ფორდით, მაგალითად 2012 წელს ის სკანდალური თასის ფინალი ძველით აჩვენეს, თანაც მეორე არხზე გაუშვეს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2012-2013 წლების სეზონის მეორე ნახევრიდან აჭარის ტელევიზია გადმოსცემდა დინამო ბათუმის ზოგიერთ მატჩს ქობულეთიდან, ერთიც ფოთიდან.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
2017 წლიდან რაც ჩემპიონატის ფორმატი და სახელი შეიცვალა, ერთ მატჩს პირველი არხი გადმოსცემდა, დანარჩენს ეროვნული ლიგა იუთუბზე, ეროვნულ ლიგა 2-ის 1 მატჩს აჭარის ტელევიზიაც უშვებდა, ოღონდ ნაცვლად რადიო-სარელეო ხაზით სიგნალის მიღებისა ეს იყო პრაქტიკულად სატელევიზიო ეთერში გაშვებული იუთუბის ლინკი, თავისი ხარისხის დავარდნით და ჩატვირთვის დაყოვნებით, რაც რათქმაუნდა არ იყურება ტელევიზორში და ისევ კომპით ან ტელეფონით ყურება სჯობს.
ბოლო წელს უკვე სილკ უნივერსალი, აქაც სიგნალის ინტერნეტით გადაცემა, თუ არ ჩავთვლით საბურთალო - დინამოს სუპერთასის თამაშს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
საინტერესოა წელს როგორ იქნება. რაც შეეხება ეროვნულ ლიგა 2-ს, ვიტ ჯორჯია(2017 წლიდან დაიწყო), მარტვილის მერანი, სიონი და გაგრა თავისით აკეთებდა ინტერნეტ ლაივებს, ზოგი იუთუბზე, ზოგიც ფეისბუქზე. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ პირველად "ზესტაფონმა" დაიწყო ინტერნეტში თამაშების გასტრიმვა, 2012 წელს თუ სწორად მახსოვს, ამის გამოცდილება ჰქონდა ასევე ტორპედო ქუთაისს, რომლის ლაივსაც ტელეკომპანია "რიონი" უშვებდა თავის ეთერში.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by W-G1 on 30 Jan 2021, 20:18