2016 წლის თებერვალში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გამართა ფრიად მნიშვნელოვანი და იმედისმომცემი სახელმწიფო პროგრამის პრეზენტაცია, რომელიც 2020 წლის ჩათვლით ქართულ ფეხბურთში 265 მილიონ 700 ათასი ლარის ინვესტიციას და ძირეულ ცვლილებებს ითვალისწინებდა (2021 წელსაც გაგრძელდა დაფინანსება და შესაბამისად ჯამური ინვესტიციის ოდენობაც გაიზარდა). დაარსდა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომელსაც დაევალა აღნიშნული ბიუჯეტი კონტროლი. დაიგეგმა ეროვნული ლიგის რეფორმა, 2016 წლის ზაფხულიდან დაიწყო მოკლე, გარდამავალი ჩემპიონატი, რომელიც დეკემბრის პირველ რიცხვებში დასრულდა: 16 გუნდი 8-8-გუნდიან ორ ჯგუფად დაიყო და ორ წრედ (14 მატჩი) ითამაშა, გარდამავალი ჩემპიონატის შემდეგ ორ 10-10-გუნდიან ჯგუფად დაიყო ეროვნული ლიგა 1 და ეროვნული ლიგა 2. 2017 წლიდან ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა, მოტივად დასახელდა ევროტურნირებზე უკეთეს ფორმაში ყოფნა, ახლა კი ვნახოთ რა შედეგი მივიღეთ, ჩავიხედოთ სარკეში - უეფას რეიტინგში და მასში ,,კარგად დაფინანსებული'' და ,,ფორმაში'' მყოფი ქართული კლუბების გამოსვლა, 2016 წელს 36 ადგილზე შევხვდით ჯამური 8.125 ქულით:
https://kassiesa.net/uefa/data/method4/crank2016.html 2016/2017 - 40 ადგილი - 1.125 ქულა - ჯამური 6.375
2017/2018 - 45 ადგილი - 0.125 ქულა - ჯამური 5.000
2018/2019 - 47 ადგილი - 1.625 ქულა - ჯამური 4.750
2019/2020 - 44 ადგილი - 2.250 ქულა - ჯამური 5.750
2020/2021 - 43 ადგილი - 1.750 ქულა - ჯამური 6.875
2021/2022 - 46 ადგილი - 1.250 ქულა - ჯამური 7.000
https://kassiesa.net/uefa/data/method5/crank2022.html ანუ პროგრამის ამოქმედებიდან და რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დახარჯვიდან მიღებული შედეგი გვაქვს ევროპულ რეიტინგში 10-ადგილიანი უკუსვლა და 55 ქვეყანაში 46-ე ადგილი. ფაქტია ფული უკონტროლოდ და უშედეგოდ დაიხარჯა, არცერთმა კლუბმა არ იზრუნა რეალურ განვითარებაზე, დაიწყეს უაზრო ფლანგვა და შტატების გაბერვა, რის გამოც რამდენჯერმე სეზონი ძლივს ჩაამთავრეს კლუბებმა, მიუხედავად სახელმწიფოს მიერ ბოძებული მინიმუმ მილიონიანი დახმარებისა და სახეზეა არანაირი პროგრესი. ბოლო ინფორმაციით ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი მიმდინარე წლის ბოლოს საქმიანობას დაასრულებს. ფონდის მნიშვნელობაზე საუბარი რამდენიმე კვირის წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის XXXI ყრილობაზეც შედგა, სადაც საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, რომ კალენდარული წლის ბოლომდე კლუბების განვითარების სტრატეგიაა შესამუშავებელი.
უდავოდ ბევრი სასიკეთო ძვრაც განხორციელდა, ძალიან კარგად შუქდება და იფუთება ეროვნული ლიგა, მოძიებულ იქნა ჩემპიონატის გენერალური სპონსორი, ბევრ სტადიონზე განხორციელდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, აშენდა ახალი სტადიონები სახელმწიფოს დაფინანსებით, რომლის არდანახვა ნამდვილად არ შეიძლება
* * *
ფეხბურთის ფედერაციის უშუალო ძალისხმევით საჭიროა გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:
✅პროფლიგაა აღსადგენი/შესაქმნელი
✅ბიზნესის დაინტერესების საგადასახადო პროგრამაა სასწრაფოდ საჭირო
✅მოსახსნელია ლეგიონერებზე დაწესებული გადასახადი და ლიმიტი
✅საჭიროა რამენაირად წახალისდეს უცხოელი სპორტული დირექტორების მოწვევა კლუბებში
✅ან ჩატარდეს სპორტული დირექტორების გადამზადების კურსები თანამედროვე ევროპული მოდელით
✅სახელმწიფო დაფინანსების გაგრძელების შემთხვევაში დაწესდეს უკეთესი კონტროლი ხარჯვაზე
მიმაგრებული სურათი