Junior2tudebiრადგან ფრუიძით დაიწყე, მოდი მეც მაგ საკითხს შევეხები და შემდეგ გადავალ სხვა საკითხებზე.
ფრუიძეს მანდ ფეხბურთელი არ მოუყვანია, ეგ ადრე ხდებოდა დინამოს რომ მორჩებოდა და სხვა გუნდებს, დგებოდა და საჩხერეში მიყავდა ფეხბურთელები. ახლა უთხრა ხელმძღვანელობას, ამ კონტინგენტით ვერ გავალ ევროპაზე, მომიყვანეთ 10 ფეხბურთელიო და გავალო. ეს პრეზიდენტი ახალი მოსულია ფეხბურთში, ვერ წარმოუდგენია ესე ამდენი ფეხბურთელის საჭიროება თუ არის, რადგან ორი თასის ფინალი ითამაშა (თასი მატყუარა ტურნირია, შეიძლება ყველას გაუვარდეს) თვითონ ფრუიძემ ვერ ნახა ვერავინ, რადგან ახლა ესე ადვილი არ არის ფეხბურთელის აყვანა, თუკი ვინმეა ნორმალური ყველას კონტრაქტები აქვს. თანაბარი დაფინანსების პირობებში 4-5 ნორმალური ფეხბურთელის ასაყვანი ფული, ყველას მოეძებნება. მოდი ლიგა 3 ის მაგალითს მოგიყვან, არაგვში გურამ სამუშია და ფოთში ლაშა გვალია. ფეხბურთელები რომლებიც პრო ერთშიც ითამაშებდნენ, მაგრამ სხვა ქალაქში 2000 ლარით მეტს ურჩევნია (რადგან ისედაც დაგეხარჯება) ოჯახში იყვნენ. ჩვენ პირობაზე, ნორმალური ფორვარდები ვინ არის? სიხარულიძე მაგალითად და ვაწაძე. ახლა ისმის კითხვა, აქვს კი სამგურალს მაგხელა ფული რომ თბილისიდან ჩამოიყვანოს ფეხბურთელი? ბევრად მეტი უნდა მიცე, რომ ევროპაზე გასულ გუნდს გამჯობინოს ფეხბურთელმა. 30 ფეხბურთელი გეგუჩაძემ აიყვანა, სხვები ხო დაასუსტა? არ კიდია რას იზამენ? თვითონ ხო აქ მაგარი სახელი. მარტო საყრდენი ზონა ნახეთ რამდენი ფეხბურთელი ყავს. ბიძინაშვილს და ქაფიანიძეს რომ დაურეკავ სამგურალიდან და ბათუმიდან, სად წავა? ბათუმის სკამიდან ისედაც სულ წავა სამგურალის დონის კლუბში, ახლა კი ფიქრობენ, მოდი იქნებ ვითამაშო ამ დონეზე, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოა ბოლო-ბოლო.
წყალტუბოელი ფეხბურთელი კიდე ვინ არის? ქალაქის გამო რომ მიიყვანო. ერთია მასეთი ხარაბაძე, ისიც წყალტუბოს რაიონის სოფლიდან არის, რომელიც ქუთაისთან უფრო ახლოსაა და თვითონ წყალტუბოში 5 ჯერ არ იქნება ნამყოფი. სულ რომ წყალტუბოში იყოს გაზრდილი, წავა დინამოდან სამგურალში? ან ფული აქვს მაგდენი რომ გამოისყიდოს? ხო ზღაპარია?
ამიტომ რჩება რა გზა? როდესაც მიშა მახვილძე და მე ვიყავით სამგურალში, ლიგა 3 ში 300-400 ლარად მივიყვანეთ ფეხბურთელები, რომლებსაც მოტივაციაც ჰქონდათ და განვითარებაც შეეძლოთ. ამდენი წელია გასული და დღესაც შეუძლიათ მომატება, მიუხედავად იმისა რომ 1% ვერ მოამატებინეს ბურჯანაძეს, კუხიანიძეს, ტურეს, კიკაბიძეს. ჩვენი მიყვანილო ბევრი გაუშვეს საერთოდ. ან მაგათზე მიახლოებული დონის ფეხბურთელი ვინ მიიყვანეს? 1 დამისახელეთ, ერთი ფონიავა ყავდათ და ისიც გაქეცათ. როცა სასწაროზე 400 ლარი და 5000 ლარი დევს. ხო დიდია სხვაობა? ლიგაზე აღარც მაქვს საუბარი. სად ლიგა 3 და სად ლიგა 1. კარგად დაუკვირდი რას დავწერ, სამგურალი ავიდა აქამდე მყარად ჩაყრილი საფუძველის ხარჯზე და არა შემდეგ გაკეთებული რამის გამო. 3 წელი რომ კლუბში ხარ, ერთ 21 წლამდე ფეხბურთელს არ მიიყვან გაყიდვის პერსპექტივა რომ ექნება, რაღაზე ლაპარაკობ საერთოდ? სირცხვილია გრძნობა ხომ უნდა გქონდეს?
მიხეილ იაშვილი: "სახელმწიფოსა და ფეხბურთის ფედერაციისგან სიურპრიზის მოლოდინში ვართ"... სამგურალის პრეზიდენტის თქმით, გუნდი ზესტაფონში ითამაშებს...» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ერთი მინდორი ხომ გაუკეთა ფედერაციამ, მაგრამ ვერ მოუარეს-გააფუჭეს. მარტო დაგება კი არ არის, იმასოვლა უნდა მერე. მაგრამ რა პრობლემაა? ახლა კიდე ელოდება სიურპრიზებს. სახელმწიფო ფულს არ #####ან დედის ტრაკი? მეწველი ძროხაა.
ახლა რაც შეეხება მიქაძეს, შენ როგორც წერ არ არის მასე. ძალიან კარგი, პატიოსანი და ერსპექტიული მწვრთნელია. ისევე როგორც ფრუიძეა კარგი მწვრთნელი, მაგრამ ესეთ სისტემაში სადაც თვითონ მარტო მწვრთნელია ევალებათ, სხვა საკითხებს თუ არ მიხედე, ვერ გექნება შედეგი. მიქაძეს გავარდინილი სამტრედია და თელავი ყავს დანატოვები, მერანი თასის ფინალში ათამაშა. ზესტაფონში ღირსეულად იმუშავა. მაგრამ ესეთ პირობებში რა ქნას? ყველაფერს თვითონ ვერ გადაწყვიტავს, მწვრთნელია ბოლო-ბოლო დირექტორი ხომ არა?! ისევე როგრც ეს პრეზიდენტი, შენც მწვრთნელები ტეხ ჯოხს, მაგრამ იქამდე რა გააკეთე ამას არ უნდა შეხედო? არ შეიძლება მასე ერთი ხელის მოსმით აგდებულად დაწერო ადამიანზე.
ლელოს და კაკაურიძე რაც შეეხებათ, სამგურალის პრესსამსახური მაგათი ჟურნალისტია, შესაბამისად წინასწარ ქმნიან განწყობას რომ ხალხი შეამზადონ ევროპისთვის. ჯოხს კი მწვრთნელზე გადატეხავენ, თვითონ კი ჩვეულ რიტმში გააგრძელებენ ცხოვრებას. რა ევროპა რის ევროპა?! მაგ გუნდის მაქსიმუმ მეექვსე ადგილია, ისიც სხვების სისუსტის ხარჯზე.