jjj არ ვიცი რატომ გაწუხებს ასე ძალიან ეს "დინამო","ტორპედო" და ა.შ.
ქუთაისის რომელ გუნდს ერქვა "ბაში-აჩუკი" ნამდვილად არ ვიცი.შეიძლება ერქვა რომელიღაცას.მაშინ სამოყვარულო იყო სპორტი და თითქმის ყველა კანტორას ჰქონდა თავისი სპორტული კლუბი.ზოგს ზემოდან დავალებით,ზოგს საკუთარი სურვილით.დინამო შინსახკომის გუნდი იყო,მერე შსს-ს,ესეიგი ის თაობა ავთანდილ ჭკუასელი,ბორის პაიჭაძე და ა.შ. იყვნენ "ძაღლები"...ტორპედო ავტოქარხნის გუნდი იყო,სპარტაკი-კომკავშირის,ცეესკა შეიარაღებული ძალების,ლოკომოტივი-რკინიგზის.იყო სიტყვაზე საქართველოში გუნდები სახელით ამირანი,სქური,კახეთი,დურუჯი და ა.შ.ასე დაიწყო ეს გუნდები,ეს კლუბები.ზოგი სადღაც რომელიღაც ლუდხანაში დაიბადა,ზოგი სადღაც ყავახანაში და ა.შ.მერე მოვიდა ეს პროფესიონალური სპორტი და შეიცვალა ბევრი რამ,მაგრამ წარსული ყველამ დაიტოვა.სიტყვაზე პირეას ოლიმპიაკოსი ნავსადგურის მუშების გუნდი იყო.დღეს არცერთი მათგანი არაა მუშა

ინგლისში დღემდე შემორჩა ბევრ გუნდს ძველი მეტსახელი.ეგერ ვთქვათ "ირისები","მეტრაქტორეები",მექუდეები","მეიარაღეები" და ა.შ. ეს მეტსახელები შემთხვევითი არაა

ლენინის სახელობის სტადიონი ეს სხვა თემაა.მაშინ ვიღაც ცნობილი კომუნისტის სახელობის უნდა ყოფილიყო რამე გამორჩეული შენობა

არა და ლენინს არაფერი არ აკავშირებდა სრტადიონთან.რომ აკავშირებდეს,მაშინ სხვა საკითხია