მალატესტა
მედასავლეთე

     
ჯგუფი: Members
წერილები: 7093
წევრი No.: 258000
რეგისტრ.: 22-July 20
|
#57746230 · 6 Apr 2021, 09:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იდოს აქაც ეს ინტერვიუ.
საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ციკლის პირველი სამი მატჩი მოილია. ვილი სანიოლი ჩვენი ქვეყნის უპირველეს გუნდში ახალი მოსული კია, მაგრამ რეაქციებიდან ჩანს, რომ ქომაგი მეტწილად კმაყოფილი დარჩა "ჯვაროსნების" მიერ ნაჩვენები თამაშით. სამომავლოდ ამ პროგრესის გაგრძელებას ველით.
რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა ექსპერტების მოსაზრებები, მაგრამ სულ სხვაა შეფასებები იმ ადამიანისგან, ვინც მოვლენების ეპიცენტრში იყო. "ლელო" გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს ვილი სანიოლის თანაშემწე ზურაბ ხიზანიშვილთან. ძალიან საინტერესო საუბარი გამოვიდა...
- რა თქმა უნდა, შედეგის თვალსაზრისით კმაყოფილები ვერ ვიქნებით, თუმცა გულშემატკივართა დიდი ნაწილი კმაყოფილი დარჩა საქართველოს ნაკრების მიერ ნაჩვენები თამაშით. თქვენ როგორც შეაფასებდით ეროვნული გუნდის პირველ სამ მატჩს ახალ შესარჩევ ციკლში?
- ნაწილობრივ გეთანხმებით, რომ ამ სამ მატჩში ნაჩვენები თამაშით საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი კმაყოფილი დარჩა. ხალხმა ნახა, რომ იმ იმედგაცრუების შემდეგ, რომელიც ნოემბრის მატჩებში იყო, ნაკრებმა ითამაშა ფეხბურთი, გაიტანა გოლები, ითამაშა შეტევაში... გაჩნდა იმედი და ამ იმედს გამართლება სჭირდება. ეს ჩვენ შესანიშნავად გვესმის. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა და მაქსიმუმი გაიღო. სხვანაირად ნუ გამიგებთ, ასე იყო წინა შეხვედრებშიც, უბრალოდ, აქ განწყობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ფეხბურთელს უნდა შეუქმნა განწყობა თამაშის წინ!..
დასანანი ის არის, რომ ამ სამი მატჩის ხასიათის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები ერთ ქულას ნამდვილად არ იმსახურებდა. ჩემი აზრით, სულ ცოტა, სამ ქულას ვიმსახურებდით...
ვილი სანიოლმა შვედეთთან მატჩამდე გუნდი სრული შემადგენლობით, პრაქტიკულად, მხოლოდ ორჯერ ავარჯიშა და, ცხადია, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ფსიქოლოგიურ მომზადებაზე. ფეხბურთელების მდგომარეობაშიც უნდა შევიდეთ - უმოკლეს დროში ძალიან რთულია, ყველაფერი ახალი აითვისო და გააკეთო. დასანანი ის არის, რომ ამ სამი მატჩის ხასიათის გათვალისწინებით, საქართველოს ნაკრები ერთ ქულას ნამდვილად არ იმსახურებდა. ჩემი აზრით, სულ ცოტა, სამ ქულას ვიმსახურებდით. სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს დღეები. სასიამოვნოა ჩვენთვის, რომ ფეხბურთელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, რა დავალებაც ჰქონდათ.
- რას იტყვით ვილი სანიოლის პიროვნული და სამწვრთნელო თვისებების თაობაზე?
- ძალიან მეგობრული და უშუალო ადამიანია. ჩემს ერთ შთაბეჭდილებას გეტყვით და თავად განსაჯეთ - მასთან სისტემატურად მქონდა შეხვედრები ბოლო ერთი თვის განმავლობაში. რა თქმა უნდა, ჩვენ დავმეგობრდით. იმდენად მეგობრული ადამიანია, გულის სიღრმეში საკუთარ თავს ვეკითხებოდი - ასეთ ადამიანს საქმეში ცოტა ხომ არ გაუჭირდება-მეთქი? ახლა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მაქვს და ეს პასუხია - არა! ფეხბურთელებმაც ძალიან კარგად მიიღეს ახალი მთავარი მწვრთნელი. ჩანს, მათ სიამოვნებთ სანიოლთან მუშაობა და ეს გვახარებს. ახალმა მწვრთნელმა დიდი მოტივაცია მისცა ფეხბურთელებს.
nakrebi-sag-kvara-1617663899.jpg
ძალიან დისციპლინირებული მწვრთნელია, არის უზომოდ პუნქტუალური... ეს მხოლოდ ფეხბურთელებს კი არა, მისი სტაფის წევრებსაც მოგვეთხოვება. არის უზომოდ შრომისმოყვარე... ყველამ იცის, რომ წესი წესია და ის ყველასთვის ერთია - ეს ხდება არა მაგიდაზე მუშტის დარტყმით, არამედ სიტყვით, ძალიან მეგობრულად. რაც შეეხება სათამაშო დისციპლინას მოედანზე, მგონი, ის თითქმის არ დარღვეულა თამაშების მიმდინარეობისას. სანიოლის სამწვრთნელო თავისებურებებზე მის მიერ გაწვრთნილი გუნდის თამაში მეტყველებს. საქართველოს ნაკრები, თუნდაც ძალიან ძლიერ მეტოქეებთან, არ გასულა სათამაშოდ 5-6 მცველით, ვცდილობდით და ხშირ შემთხვევაში გამოგვდიოდა კიდეც ბურთის დაჭერა. კი, შეიძლება გაჩნდეს კითხვები, რომ, ვთქვათ, რატომ ვეთამაშებით ესპანეთს მათივე სტილით, მაგრამ ეს ჩვენი სტილიცაა და რაც გვაქვს ძლიერი მხარე, იმაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ესპანეთთან მარტო ფიზიკურ მომზადებაზე რომ გაგვეკეთებინა აქცენტი, ჩვენ კი არა, გერმანიაც ვერ უძლებს მათ ამ კომპონენტში.
- ერთადერთი, რაც ვილი სანიოლის სამმატჩიან ნაღვაწში გაუგებარი დარჩა ჩვენთვის, ეს იყო - რატომ შეცვალა მან ესპანეთთან შეხვედრაში ერთდროულად ხვიჩა კვარაცხელია და ოთარ კაკაბაძე? ჩანდა, ამან მნიშვნელოვნად დაასუსტა ჩვენი გუნდის შემტევი პოტენციალი...
- ცოტა შორიდან დავიწყებ და ჯერ იმას ავხსნი, რატომ შეიცვალა ხვიჩა კვარაცხელია შვედეთთან შეხვედრაში. 43-ე წუთზე ხვიჩამ პირადად მითხრა, რომ ჰქონდა მხედველობის პრობლემა და რომ მარჯვენა თვალით ვერ ხედავდა ბურთს... რაც შეეხება ოთარ კაკაბაძის შეცვლას ესპანეთთან, ეს თავიდანვე გვქონდა დაგეგმილი, რადგან ოთარს ბოლო დროს არ ჰქონდა უწყვეტი სათამაშო პრაქტიკა და ბუნებრივად გაუჭირდებოდა მთელი მატჩის ჩატარება...
იმდენად მეგობრული ადამიანია, გულის სიღრმეში საკუთარ თავს ვეკითხებოდი - ასეთ ადამიანს საქმეში ცოტა ხომ არ გაუჭირდება-მეთქი? ახლა ამ კითხვაზე ზუსტი პასუხი მაქვს...
რაც შეეხება კვარაცხელიას შეცვლას ესპანეთთან, მან თავად მოირბინა ჩვენთან და გვითხრა, რომ არ გვეჩქარა სხვა ცვლილების გაკეთება, რადგან შესაცვლელი თვითონ იყო. ასეთი მიდგომა მისასალმებელია ფეხბურთელისგან. მან ისე გააკეთა, რომ გუნდის ინტერესები არ დაზარალებულიყო. რომ არა ეს გარემოება, სხვა ცვლილება იგეგმებოდა. როგორც ვთქვი, განვლილ სამ მატჩში ყველა ფეხბურთელმა მაქსიმუმი გააკეთა. მათ შორის, ხვიჩამაც!..
- ძალიან ნიშანდობლივი იყო ის, რომ ფეხბურთელებს ეტყობოდათ გამარჯვებისკენ ლტოლვა. თუნდაც საბერძნეთთან მატჩი რომ გავიხსენოთ, გავიტანეთ და ბურთი სწრაფად წამოვიღეთ ცენტრისკენ, რათა მეტი დრო დაგვრჩენოდა მეორე გოლის გასატანად!..
- კარგად შეგინიშნავთ. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ნაკრები სამივე შეხვედრაში მოსაგებად გავიდა მოედანზე - დიახ, სამივე შეხვედრაში! ასეთი იყო განწყობა და მიზანი! თუნდაც შვედეთთან შეხვედრა რომ გავიხსენოთ, კი, გიორგი ლორიამ განმუხტა საფრთხე ჩვენს კართან, მაგრამ ჩვენც შესანიშნავი მომენტები გვქონდა, ქვილითაიასა და შენგელიას შანსები რომ გავიხსენოთ... როცა არ თამაშობ მოსაგებად, ფეხბურთი ამას არ გპატიობს და მაინც აგებ. ეს აქსიომაა.
nakrebi-sag-khiz-1617663939.jpg
- ცალკე უნდა გკითხოთ ჩვენი გუნდის თავდასხმაში არსებულ პრობლემებზე. უფრო ცენტრფორვარდებს ვგულისხმობთ. კი, ისინი იბრძვიან, ბურთის შენარჩუნებასაც ახერხებენ გარკვეულ მომენტებში, მაგრამ არ არის გოლი. თუ მიდის მუშაობა, დაკვირვება ამ პოზიციაზე მოთამაშე სხვა ფეხბურთელებზე? ასევე უნდა გკითხოთ გიორგი მიქაუტაძეზე, ვისი თამაშიც მხოლოდ 5 წუთი ვნახეთ ტრავმის გამო...
- რა თქმა უნდა, ვმუშაობთ. სხვათა შორის, იმ პოზიციებზეც ვმუშაობთ, რომლებზეც შედარებით ნაკლები პრობლემა გამოჩნდა. ეს ჩვეულებრივი, ცოცხალი პროცესია. მე ვფიქრობ, როცა ერთი გამოკვეთილი ფორვარდით თამაშობ, იმ ფორვარდს, გოლის გარდა, კიდევ ბევრი რამ ევალება, მათ შორის, ისიც, რაც თქვენ ახსენეთ. კი, გეთანხმებით, კარგია, როცა ფორვარდს გააქვს გოლები, მაგრამ მე ვერ ვიტყვი, რომ ვინმემ რამე დააკლო - ბუდუ ზივზივაძემ და გიორგი ქვილითაიამ ყველაფერი გააკეთეს.
...თუ დავდგებით არჩევანის წინაშე, გვირჩევნია, ითამაშოს წამყვან ქართულ კლუბში, მაგალითად თბილისის ან ბათუმის "დინამოში" მოასპარეზე ფეხბურთელმა, ვისაც მუდმივი პრაქტიკა აქვს, ვიდრე, ამავე პოზიციაზე მოასპარეზე ლეგიონერმა, რომელიც 5-10 წუთს თამაშობს თვეში...
არ უნდა დაგვავიწყდეს გიორგი ბერიძეც, ვინც კარგად წარმოაჩინა თავი... რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძეს, ის კარგი ფეხბურთელია, კარგი ხასიათის მოთამაშეა და დარწმუნებული ვარ, მომავალში აუცილებლად გამოადგება საქართველოს ნაკრებს!.. ჩემი აზრით, არაერთი საინტერესო ნიუანსი გამოჩნდა - შანსი მიეცათ საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებს. დიდი იმედი გვაქვს ყველას, რომ ეს მათ მოტივაციას მნიშვნელოვნად აამაღლებს. ჩვენთვის მთავარია ის, რომ ფეხბურთელს ჰქონდეს სისტემატური სათამაშო პრაქტიკა. მაგალითად, თუ დავდგებით არჩევანის წინაშე, გვირჩევნია, ითამაშოს წამყვან ქართულ კლუბში, მაგალითად თბილისის ან ბათუმის "დინამოში" მოასპარეზე ფეხბურთელმა, ვისაც მუდმივი პრაქტიკა აქვს, ვიდრე, ამავე პოზიციაზე მოასპარეზე ლეგიონერმა, რომელიც 5-10 წუთს თამაშობს თვეში. ჩვენი ჩემპიონატიდან ვათამაშეთ ჩაბრაძე, ვისაც ვარჯიშებზე დააკვირდა ვილი სანიოლი, ითამაშა ჯაბა ჯიღაურმაც. რა თქმა უნდა, გურამ კაშიამ...
nakrebi-giorbelidze-1617663975.jpg
- გამორჩევით მინდა გკითხოთ გურამ გიორბელიძეზეც. შეიძლება ითქვას, რომ ის ვილი სანიოლის აღმოჩენაა. თუნდაც მწვრთნელის მხრიდან რისკი იყო სანაკრებო ასპარეზზე გამოუცდელი ფეხბურთელისთვის ამხელა ნდობის გამოცხადება. არადა, გიორბელიძემ შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა...
- ჩვენ ხშირად გვესმოდა, რომ მარცხნივ და მარჯვნივ იყო გარკვეული პრობლემები. გიორბელიძის რამდენიმე თამაშს უყურა სანიოლმა როგორც ავსტრიის ჩემპიონატში, ისე ევროპალიგაზე, მაგალითად - "ტოტენჰემთან". სიმართლე გითხრათ, შემადგენლობა 70 პროცენტით ვარჯიშების გათვალისწინებით დგებოდა. გიორბელიძე ვარჯიშებზე კარგი იყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მხედველობაში გვყავს გიორგი ნავალოვსკიც. უბრალოდ, მას ბათუმის "დინამოში" არ ჰქონდა სისტემატური სათამაშო პრაქტიკა ტრავმისა და სარეაბილიტაციო პერიოდის გამო.
საქართველოს ნაკრები, თუნდაც ძალიან ძლიერ მეტოქეებთან, არ გასულა სათამაშოდ 5-6 მცველით, ვცდილობდით და ხშირ შემთხვევაში გამოგვდიოდა კიდეც ბურთის დაჭერა
სხვა მხრივ, ჩვენ ფეხბურთელის ასაკს არ ვუყურებთ. პირდაპირ ვიტყვი - ამ სამი შეხვედრის კონკრეტულ მონაკვეთში, მაგალითად, საბერძნეთში, გიორბელიძის დასვენებას ვგეგმავდით, შეიძლება - შეცვლასაც, მაგრამ ისეთი ჟინით თამაშობდა... თავად სანიოლმა თქვა ერთ ეპიზოდში, არ უნდა შევცვალოთო...
- დავუბრუნდეთ ხვიჩა კვარაცხელიას. ყველა ვხედავთ, რასაც წარმოადგენს ის საფეხბურთო თვალსაზრისით, სხვა მხრივ რას იტყოდით მასზე? პიროვნულ ასპექტში გვაინტერესებს. როცა საქმე ახალგაზრდა ფეხბურთელს ეხება, ძალიან გვეშინია, "ვარსკვლავური ავადმყოფობა" არ დაემართოს...
- მე ამ კითხვაზე მოკლე პასუხს გაგცემთ: ხვიჩა ძალიან მორწმუნე და თავმდაბალი ადამიანია. გამორიცხულია, მოხდეს ის, რასაც მეკითხებით!.. მინდა, მას კარიერული წინსვლა და უკეთეს გუნდში თამაში ვუსურვო!
sagnol-1617271133.jpg
- ოთარ კაკაბაძემ, ალბათ, ძალიან განიცადა ავტოგოლი საბერძნეთთან მატჩში...
- ფეხბურთში ხდება ასეთი რამეები, ვარსკვლავებსაც მოსდით... ძალიან სასიხარულო იყო ის, რომ მალევე გამოსწორდა ყველაფერი. ოთარი საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ბევრჯერ გაახარებს ქომაგებს.
- და ბოლოს, მომავალზეც. ვიცით, რომ ივნისში რუმინეთთან ვითამაშებთ, მეორე მეტოქის ვინაობა ხომ არ გარკვეულა?
- დიახ, რუმინეთთან ვთამაშობთ და ძალიან სასარგებლო სპარინგი იქნება. მეორე მეტოქის საკითხიც მალე გაირკვევა...
მასალის გამოყენების პირობები
--------------------
ნანა, მაკარონი დაადგი!....
|