ლორია თავად თუ მიხვდება და იტყვის, ვეღარ ვქაჩავ სანაკრებო კარიერასო, კარგი იქნება, წავიდეს და დაგვასვენოს.
ათი წელია შეგუებულები ვართ იმას, შეცდომის გარეშე რომ არ ამთავრებს თამაშს.
როცა შეეშლება და გადავრჩებით, გვიხარია, შეასრულა გეგმა, აწი აღარ ვინერვიულოთო.

კაკაბაძემ იგრძნო ჩარბაძესთან კონკურენცია და წაადგა, აქტიური იყო წინაც და დაცვაშიც, მარა მეორე ტაიმში ვერ გაქაჩა, ძაან აგვიანებდა მარცხენა შემტევებთან გადასვლას და სადღაც საჯარიმოსთან ხვდებოდა.
თავად ჩარბაძე ცუდი ბიჭი არაა, მაგრამ ფიზაკაში უნდა მოუმატოს, შვედეთთან მოგებული პოზიციიდან კარგავდა ბურთს, მხარში ძაან ჩაგრავდნენ.
კაშია სასწაულ ფორმაშია, ფიზიკურად არ გვყავს მაგის შემცვლელი და სანამ ასე გაქაჩავს, ულაპარაკოდ უნდა გვეყენოს ძირითადში.
დვალს თითქოს ხასიათი აკლია, კაშიასავით სხვების დაზღვევას ვერ რისკავს, მარა თავის ადგილას არაა ცუდი, ბევრ შეცდომას არ უშვებს.
გიორბელიძე მგონი კარგი დადგება, უშიშარია, არც ორთაბრძოლას ერიდება, არც ბურთით ყოფნას, უბრალოდ ჩაწოდებების დროს ცენტრში შემოსვლისას ვეღარ კოორდინირებს სწორად, გოლზეც გამოჩნდა, იმედია გამოცდილება წაადგება და გამოასწორებს მაგას.
კანკავას სისწრაფე საერთოდ აღარ აქვს, მარა ჭკვიანურად გადაადგილდება და ბევრ მომენტს ანეიტრალებს, სამწუხაროდ ცენტრში არ გვაქვს ჯერ იმის რესურსი, რომ ჯაბა სკამზე გადავსვათ, ქოჩორაშვილი განვითარდეს იქნებ კარგად, თორემ ბერდება კაპიტანი.
გვილიას რეგრესი ძაან თვალსაჩინოა, ერთი-ორჯერ კი სცადა გამჭოლი პასის გაძვრენა, მარა ელემენტარულ ორმეტრიან პასს ვერ აკეთებს სწორად, საჯარიმოს წინაც გვღუპავდა.
ჯაბასთან წყვილში კიტე უნდა დადგეს ცენტრში, ყველაზე საიმედო წყვილი ეგაა ამჟამად.
დღეს წინ დააყენეს კიტე, მარა საჭიროების გამო უკანაც უწევდა სირბილი და შეუძლებელია ფეხბურთელმა მასე გაქაჩოს 90 წუთი, ამიტომ წინ ვინმე გვინდა სასწრაფოდ, იქნებ ჩაკვე გაცოცხლდეს.
ლობჟანიძეზე მაინც არ ვკარგავ იმედს, ძაან სწრაფია და ასისტებიც დააგროვა თურქეთში ბლომად, იქნებ კარგ სწრაფ ფორვარდთან კომბინირებისას მეტი სარგებელი ჰქონდეს, დაველოდოთ ჟორჟის სასტარტოს და კვარა-ჟორჟი-საბას სამეულს.
კვარა გიჟია, დაანახა სკაუტებს, რა შეუძლია.
ძაან დასაფასებელია, უკანაც ბევრს რომ დარბის, თანამედროვე ფეხბურთში ეგ მნიშვნელოვანი ფაქტორია და გოლის ეპიზოდშიც სწრაფად მიიღო გადაწყვეტილება, თანამედროვე ფეხბურთის პროდუქტია და უნდა დადოს კარგი ჩემპიონატი ზაფხულში.
ბუდუზე რა ვთქვა, არ ეძინა მოედანზე და ბურთს სწრაფად ელეოდა, პრესინგზეც დარბოდა თითქოს, მარა რაღაც აკლდა რა, შეიძლება შეთამაშების პრობლემაც აქვს.
შეცვლაზე შემოსულებიდან ბერიძეს აქვს პოტენციალი, მარა ფიზიკა აკლია მაგრად, ახმახი ვერ იქნება ტანის გამო, უბრალოდ ამ სისწრაფეს ცოტა ჯანი თუ არ მიახმარა, უჯარიმოდ მარტივად დაუდგებიან კორპუსით.
ქვილითაია პირველ ბურთს კი იღებს, მარა უბურთოდ რას სეირნობდა, 15 წუთი ქონდა ტიპს სათამაშო და ეგეც დაეზარა.

შენგელია არაპროფესიონალურად მოიქცა, არასპორტული საქციელის გარდა ფაქტობრივად დროც შეგვიჭამა ტიპმა.
კვეკვეზე ბევრი არაფერია სათქმელი.
დედაშენს შე**ვეცი. თამაშის დასრულებამდე ჯერ 20 წუთია დარჩენილი, 20!!! ©რონი
მე კიდე ბოლოს რეალთან ვუყურებდი ატლეტიკოს და დანილოს რო მუცელში წიხლი ამოარტყეს მეორე არხზე გადავრთე და გია ჟორჟოლიანის ბრიფინგს ვუყურე ©r-evolution:
სეზონის აღმოჩენა - ბელერინიც რო ###ა ©gunnera
არაუხო არაა ხო ? ©ჯულსი