Football manager ითამაშეთ. ტრანსფერების აზრზე მოხვალთ, როგორ ხდება რატომ და როდის.
თავშივე ვიტყვი რომ მე მილანი მინდა, უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ გარანტირებულად მგონია რომ არ დაჩაგრავენ, ანუ თუ მოვა სხვა მწრთვნელი რომელიც ფლანგიდან შეტევებს არ აღიარებს ან რამე, მისი ზემდგომები ეტყვიან კვარას ხარჯზე მოეშვი ექსპერიმენტებსო ან ღმერთმა დაიფაროს და ტრავმა მიიღოს და ფორმის აღდგენაში არ მიეხმარონ სათანადოდ მერე ნელ ნელა სერედნიწკში ბოლოს კი რუსეთში გაუშვან.
ამის ალბათობა მცირეა ისედაც მაგრამ მილანი პრაქტიკულად გამორიცხავს და მომავალი 11-12 სეზონი სულ ყურადღების ცენტრში იქნება, ვარსკვლავი იქნება შესაბამისი კონტრაქტებით და სპონსორებით. დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერზე ნაფიქრი აქვთ და ამიტომ მგონია რომ მილანში გადავა. სისტემურ დონეზე კავშირები ზაიბობებს რო არ გადააყოლონ ბავშვი მარტო მილანში გვაქვს მგონი, გრანდებიდან.
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ახალგაზრდული გუნდია, მზარდი, ჩემპიონის მენტალიტეტით. მილანთან რეალის გარდა ყველა გუნდმა თავდახრილმა უნდა იაროს. მაგ რეალსაც გაუმართლა და გაილაღა უმილანოდ თორემ, 3 ლიგას ზედიზედ ნაღდად არ გაატანდა და ასეთი განსხვავება აღარ იქნებოდა თასებში

უისტორიო, არაბების ხელდახელ შეკოწიწებული გუნდები რეალს ლიგას ვერ წაართმევდნენ და ვერც წაართვეს.
ხვიჩას ეს ზედმეტი გადაზღვევები არ სჭირდება უკვე, მაგრამ მაინც ყველაფერი ხდება ფეხბურთელი კიდე 15 წელი თამაშობს.
გერმანიაში ცოტა თამაშებია პლიუს კომპლექსიანი ხალხია და რაღაც უაზრო აჩემების გამო შეიძლება თამაში შეწყვიტონ მესამოცე წუთზე და მოედნიდან გავიდნენ ან კარიერა გაუფუჭონ ბავშვს. მოკლედ წავიდნენ ერთი მაგათიც. ნატო მოჯვან და წაიყვანონ

მარტო რეალი უნდა ამჯობინოს მილანს მაგრამ რეალში გადასვლა მილანიდან ჯობია თუ რუბინიდან მგონი ცხადია.
აქ დაიწერა რომ გამოსასყიდი უდევს კონტრაქტშიო, ეს ნიშნავს რომ შეიძლება უკვე გადასულიც არის არაოფიციალურად. ხვიჩასთან კონტრაქტს ათანხმებენ ან უკვე შეათანხმეს. როგორც კი ფანჯარა გაიხსნება გაუშვებენ გამოსასყიდისთანხიან ოფერს რუბინში და კვარაცხელიაზე ოფიციალურად გავლენ, რუბინის პასუხს არც დაელოდებიან და არც სჭირდებათ მგონი გააფორმებენ უკვე შეთანხმებულ პირობებს და დადებენ ფბ ზე.
ასე რომ არ გამორიცხოთ რო უკვე ყველაფერი შეთანხმებულია.
ჯერ ჯერობით ჯუღელი მოქმედებს 100 % ხვიჩას ინტერესებიდან კლუბები კიდია და ამ ეტაპზე უნდა ეკიდოს კიდეც, რუბინსაც შეუსრულა გამოსასყიდის ჩადებით თან 20 მილიონი.

მაგრამ ძაან გაადვილა რუსეთიდან მისი გაყვანის საქმე მაგ პუნქტით. იცოდა ვინც იყო და რაც მოხდებოდა. დაჟე ეუბნებოდა სტარიაო მარა დასცინოდნენ. მე რასაც ვუსმინე არ გავს ეგ ისეთ ტიპს სიტყვებს ჰაერზე ისროდეს, კაცურადაც მართალია უთხრა ვარსკვლავი გახდებაო, ახლა იმათმა არ დაიჯერეს რა ამის ბრალია. 30 რო ეწეროს ახლაც საქმეში იქნებოდა რუბინი. ახლა უკვე ლიჩნად მამუკაზეა დამოკიდებული ხვიჩაც და ჩვენც. ამას პროსტა არ გაუმართლა და ჩალპა რუსეთ უკრაინაში თორე ისეთს გავს რაიოლას თავის ზლატანიანად ისე იხმარს ვერც მიხვდებიან ვინ ქნა. არამგონია იბრა ბულერი შეიძლება თავისტოლებში იბლატაოს, მარა მილანში ბელადის როლი აქვს და მოსწონს პირიქით დაიცავს ხვიჩას, მარა ხვიჩას არავის დაცვა არ სჭირდება. გამოცდილი კაცი შეატყობდა უბრალოდ ბავშვია და უბრალოდ თამაშობს, არავის არ ატოლებს, აქიდან მოდის მისი პროფესიონალიზმი.
GeoPoker.ge - პირველი ქართულენოვანი რესურსი პოკერზე.
fb.com/PokerforGeo - LIVE ტრენინგი ტეხასურ ჰოლდემში, 200 ლარამდე სასტარტო კაპიტალი.