მოდი მე ,,გავაპრავებ", შეიძლება სუბიექტური ვარ, ჩვენი რომ არის მაგიტომ, მაგრამ მაინც
ჯერ ზოგადი ფონი ვნახოთ როგორია:
ტიპი ევროპიდან წავიდა დონჩიჩის მსგავსი ისტორიით, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტი, ძალიან კარგი მიღწევებით და უკვე ,,სახელიანი" ტიპი რა, და არ ყოფილა ვიღაცა ,,სოფლიდან ჩამოთრეული" რომ ასე დაჩაგრულიყო. აიყვანეს უსაზიზღრეს გუნდში, რომელსაც გოგას გარდა 99 ცენტრი ჰყავს და ამ ცენტრებზე აქვთ აგებული მთელი თამაში. როცა კარგად თამაშობდა, მეტი დროს მიცემის ნაცვლად, სკამს ახეხინებდბენ. როცა შეცდომებს უშვებდა, ხო არავინ პატიობდა და 2-3 თამაში იჯდა მინიმუმ სკამზე.
ამ პერიოდის მანძილზე, ერთი ცუდი არ დასცდენია ტიპს, რამდენჯერ მისი ინტერვიუ ვნახე იმდენჯერ იძახდა, რომ გამოსასწორებელი მაქვს რაღაცეებიო, ვსწავლობო, მწვრთნელიც და გუნდიც ჯიგრები არიანო, სულ კაები და სულ ოქრო ხალხიო.
არადა ამის ფონზე ყველანი ვხედავდით რომ იჩაგრებოდა, და ჩვენც შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ გოგა არის მორიდებული ბიჭი, რომელიც თავისი მორიდების გამო იჩაგრება.
ეგაა ის რაც ხდებოდა 2 წლის მანძილზე. ამას ისიც დაუმატე, რომ უმეტესად თამაში უწევდა ბენჩის ,,სასტავთან" ერთად. ჯერ ინდიანას სასტარტო ხუთეული რა ჩემი ბისკვიტია, და მერე მაგათი ბენჩი. რთულია ამ დროს ვარსკვლავები მოწყვიტო.
რამდენი კომბინაცია აქვს გოგას მონაწილეობით დამუშავებული გუნდს დაკვირვებიხართ? 2! მხოლოდ 2! პირველში პასიური მონაწილეა, სამიანის ხაზთან დგას, მისკენ მორბის მოთამაშე, გოგა აძლევს პასს, აყენებს სქრინს და ვისაც პასს აძლევს ის სამიანს ესვრის. და მეორე: გოგა ამოდის სამიანის ხაზთან, გამთამაშებელი შერბის სამწამიანში, მარტო დარჩენილ გოგას აძლევს პასს და გოგა ისვრის სამიანს. მე პირადად სხვა დალაგებული კომბინაცია, გოგას მონაწილეობით, რომელიც რამდენიმეჯერ გაიმეორა ინდიანამ არ მინახავს.
ანუ, ტიპი რომელიც ცენტრია და უმეტესად უნდა თამაშობდეს მეტოქის სამწამიანში, შეტევის დროს ძირითადად თამაშობს პერიმეტრზე.
ვისი ბრალია? გოგასი?
ახლა გუშინ რა ხდებოდა. სრული ქაოსი იყო პარკეტზე. ეგეთი მომენტი, როცა ვიღაც შერბის თავისუფლად უფრო ბევრი იყო მანამდეც (ეგ მესამე პერიოდში მოხდა). რა უნდა ქნას გოგამ ამ დროს? დაცვაში ეთამაშება თავის მაღალს, გადაკეტილი ყავს, ძალიან სწრაფად შემორბის ვიღაცა, რომელმაც ინდიანას რომელიმე კალათბურთელს აჭამა და 2 მეტრით უკან დაიტოვა. გადავიდეს ბურთიანზე? იყო ასეთი მომენტებიც, რამდენჯერ გადავიდა და აუხტა, იმან მაღალს მისცა პასი, რომელიც გოგას გადასვლის გამო მარტო იყო და იმანაც თავისუფლად ჩააგდო. ამ გადასვლასაც ერთი მინუსი აქვს, პოზიცია დაკარგული გაქვს, იმიტომ რომ სხვას კეტავდი და ამიტომ დიდი შანსია ჯარიმა აირტყა. ანუ, ასეთ მომენტებში გოგა კი არ უშვებს შეცდომას, მისი თანაგუნდელი უშვებს შეცდომას, 2-1-ზე უტევენ და გოგას ხვდება საყვედური, რატომ ვერ გამოასწორეო.
ისიც გაითვალისწინეთ, რომ გუშინ მეორე მეოთხედი რომ დაიწყო, ინდიანა გაიქცა 7-2. ამ 7 ქულიდან 2 ბურთი (5 ქულა) გოგას პასის და ძალიან კარგად დაყენებული სქრინის გამო ჩააგდო ინდიანამ და 1 ბურთი თვითონ ჩატენა. მერე ისევ აირია ამათი ბენჩი, გოგა ამასობაში ბლოკსაც ასწრებს და 2-3 წუთში იმ სირებთან ერთად გოგაც დასვეს და ოლსტარისის ხუთეული გამოიყვანეს. ანუ, ეეეეერთადერთი მოთამაშე ხარ მოედანზე რომელიც რაღაცას აკეთებს და სკამზე გსვამენ.
ჰოდა, აი ამ ყველაფრის ფონზე, გინდ ზოგადად და გინდაც გუშინდელი თამაშიდან გამომდინარე, ეს მეორე ქაჩალი რომ გამოგივარდება და ხელებს გიპარჭყავს, ოლსტარისის მოჯმული შენ რატომ არ მოწმინდეო, დედის ტრაკს რომ არ აფარებს თავზე არ გიკვირთ?
თუ ემოციურად არ გააკეთა ეგ ყველაფერი და გამიზნულად გათვალა, მთლად უკეთესია ჩემი აზრით. მაინც წყალი აქვს შემდგარი მაგ მწვრთნელთა შტაბს და ჭკვიანური სვლა იყო, თუ ოდესმე ცუდად მოქცეულა და შეცდომა დაუშვია, ისიც იმათ შეეტენებათ
This post has been edited by Pepper_Crowley on 6 May 2021, 16:19
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი