2018 წელს გლდანის სარაგბო კომპლექსს რო ჩააფლავებ, რომელიც სულ რაღაც 7 ლიმონი დაჯდა
და მალევე 70 ლიმონის რიღებულების კალათბურთის დარბაზს რო გაძლევენ მაინც, მაგის ბრალია ეგ
კი იყვირა კალაძემ გლდანზე, არ ჩავიბარებო, მარა მოაკეტინეს
სუს-ს, რიჟას და ქოცისტანის ღმერთკაცებს ვერ გადაახტა
თან "გამარტივებული შესყიდვით" ჩაახუტეს საბა კონსტრაქშენს ეს 70 მილიონი
https://tendermonitor.ge/ge/organization/22801?spage=22014 წლიდან - მოგებული კონტრაქტების საერთო ღირებულება : ¢ 338,694,763.50 ...
რა ფულებს ღუნავენ წარმოიდგინეთ...





კალაძე 2018 წელს რაგბის სავარჯიშო კომპლექსზე: ეს ნათელი მაგალითია, თუ როგორ არ უნდა შეასრულო სამუშაოები
https://ipress.ge/new/kaladze-ragbis-savarjisho/„7 მილიონი დაიხარჯა ამ პროექტის განხორციელებაში და ეს არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ არ უნდა გააკეთო. ნამდვილად შეურაცხმყოფელია ის, რაც ვნახეთ. მაისში გახსნილი სპორტული კომპლექსი დღეს უკვე თავიდან არის სარეაბილიტაციო. გასახდელებში, კორიდორებში, ერთი სავარჯიშო მოედანი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. დავავალე, რომ დღესვე შეხვდნენ კომპანიას, ვინც ეს სამუშაოები განახორციელა
https://fortuna.ge/fortuna/post/kakha-kalad...eqsi-gaakritikaმალევე მოალბეს ტიფლისის ამირი
https://tbilisi.gov.ge/news/4654„როგორც ხედავთ, მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამ სპორტული კომპლექსის პროექტი „საბა კონსტრაქშენმა“ განახორციელა. აშკარად, თვალითაც ჩანდა, რომ არსებობდა პრობლემები, თუმცა კომპანიამ შენიშვნები მიიღო და სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება დაიწყო. მთლიანად მოიხსნება მინდვრის საფარი და ჩაუტარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, გასახდელები, საპირფარეშოები - ყველაფერი იქნება აღდგენილი და გამოსწორებული. მერია არანაირ თანხას არ იხდის ამ კონკრეტულ სამუშაოებში. კომპანია თავის თავზე იღებს ყველა გამოსასწორებელ ხარვეზს, რომელიც ჩვენ აქ ვიხილეთ და ამ სამუშაოებს თვითონვე ასრულებს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
აქ სხვა რამ არის კიდე საინტერესო, წარმოიდგინეთ რამხელა პრობლემებია მინდორია თავიდან დასაგები,
გასახდელები, საპირფარეშოები, სახურავი..და საბა კონსტრაქშენს, რომელმაც ამ სამუშაოებში უკვე აიღო 7 ლიმონი, მაინც უღირს ამის თავიდან გაკეთება..ანუ ატკატი რამხელაა, ტენდერის თანხები როგორაა გაბერილი...
ამ ამბებიდან რამდენიმე თვეში - 70 მილიონი მისცეს, ისიც გამარტივებულად