სასექტემბროდ ქვემოთ 12-ეული თუ დავდეთ ფორმაში მყოფი, მაშინ შეგვეძლება მეტ-ნაკლები სიღრმით თამაში, რაც მოგვცემს ევრობასკეტზე ჯგუფში მაღალი ადგილისთვის ბრძოლის საშუალებას.
ჯგუფში მაღალი ადგილი კი მომდევნო ეტაპზე წარმატებისთვის აუცილებელი ფუნდამენტია! პლეიოფში უკვე აღარაა სიღრმე იმდენად საჭირო, იქ უკვე ყველა თამაში ფინალია და ნაკლები როტაციაა ისედაც, მაგრამ ჯგუფურ ეტაპზე - მოკლე დისტანციაზე 5 თამაშში სიღრმე და როტაცია აუცილებელი პირობაა იმისათვის რომ ჩაუყარო შემდგომ წარმატებას მყარი საფუძველი - გახვიდე მაღალი ადგილით პლეიოფში და გუნდის ლიდერებიც მიიყვანო კარგ კონდინციაში (და არა გადამწვარი).
2017-ის გუნდმა სწორედ ჯგუფის მარათონს ვერ გაუძლო არასაკმარისი სიღრმის და როტაციის გამო, თორემ პლეიოფში რომ გაეღწია კონკრეტულ თამაშში იქ ბევრის გამწარება შეეძლო იმ შემადგენლობას ...
2015-ში კი გავძვერით ჯგუფიდან, მაგრამ დაბალი 4-ე ადგილით მხოლოდ და იქ კი მომავალი ფინალისტი ლიტვა დაგხვდა. მიუხედავად ამისა, რომ არა შენგელიას ნაადრევი 5 ფოლი და ძალიან ადრე გავარდნა დღემდე მგონია, რომ მაგ თამაშს მოვიგებდით

, რომელსაც ისედაც ფაქტიურად მთელი თამაში ვიგებდით, იმ ავადსახსენებელ მაციულისის სროლამდე ბოლოსკენ
აი ჯგუფში რომ მეტად გვევარგა, შეგვეძლო ლიტვა ამ ეტაპზე საერთოდ აგვეცილებინა და მაგ. ჩეხეთზე გავსულიყავით.
(პირადად ჩემი აზრით ვფიქრობ 2015-ში შემადგენლობა ალბათ საუკეთესო და ყველზე დაბალანსებული გვაყვდა ისტორიაში რაც კი გვყოლია, თუმცა ამ სიღრმის ათვისება ბოლომდე ვერ მოხდა)
2013-ში დიდი დანაკლისით (შენგელია, ფაჩულია) წავედით, შესაბამისად ისევ სიღრმე არ გვეყო ... ამის გამო ჯგუფში ჩვენთვის საკვანძო და გამსვლელი თამაში ჩეხეთთან ჩავაგდეთ, არადა მანამდე ძალიან ძლიერ პოლონეთს 20 ქულა მოვუგეთ, ხორვატია - სლოვენიასთან კი შევაკვდით, მაგრამ ორივესთან ბოლო წამებზე დავმარცხდით.
2011-ში უშუალოდ ტურნირის მიმდინარეობის დროს დაგვაკლდა საკვანძო მოთამაშეები - ფაჩულია და ცინცაძე (რომელიც ისტორიაში ყველაზე ცუდმა ლეგიონერმა რაც კი გვყოლია, ვერ შეცვალა სრულფასოვნად), რის გამოც II ჯგუფური ეტაპი ჩავაგდეთ: გადამწყვეტი თამაში წავაგეთ მაკედონიასთან (ესეც ბოლო წამზე) და მეტის სიღრმე უკვე აღარც გვქონდა, გამოფიტულები ვიყავით ... იმ მაკედონიამ კი მისთვის ისტორიული შედეგი დადო - 1/2 ფინალი !
ასე რომ ჯგუფურ ეტაპზე ღრმა როტაცია იძლევა გრძელ ტურნირზე წარმატების შანსს, სხვანაირად ერთი თამაშში თუნდაც ლიტვა / სერბეთს უგებდე მარათონზე მაინც ვერ გაქაჩავ ...
ამიტომ არ ვიცი ძველი ფედერაცია რამდენად ზერელედ უყურებდა (ან ახალი როგორ უყურებს), მაგრამ ბეჟანიშვილიც გვჭირდება !!! ბულაშვილიც გვჭირდება !!!
და ვილოცოთ რომ იქნებ როგორმე სასექტემბროთ ეს 12-ეული შევკრიბოთ ფორმაში. აი, მერე შეიძლება მართლა გამოვკრათ ხელი რამეს, სხვანაირად სიღრმის და როტაციის გარეშე ასეთ ტურნირზე გამორიცხულია.
ანდრონიკაშვილი / ცინცაძე
მაკფადენი / ბულაშვილი
შენგელია © / სანაძე / ჯინჭარაძე
მამუკელაშვილი / ბურჯანაძე / ბეჟანიშვილი
შერმადინი / ბითაძე
რეზერვი რომელიც იმედია არ დაგვჭირდება

: ბოქოლიშვილი, ავალიანი, ფევაძე, ცარციძე, მერკვილაძე, გიგიბერია