'წინ კარგი რიტმით მივიწევ' - ანდრონიკაშვილი NCAA-ში თამაშით კმაყოფილია
Omaha World herald-მა საქართველოს ნაკრებისა და NCAA-ის ერთ-ერთი ტოპკლუბის, კრეიტონის გამთამაშებელ რატი ანდრონიკაშვილს სტატია მიუძღვნა.
"როცა სულ რაღაც მეორედ შეძლო კრეიტონის მაისურით თამაში, მატჩის მერე რატი ანდრონიკაშვილი დამატებით სავარჯიშოდ ისევ დარბაზში გავიდა. იმ შეხვედრაში რატიმ მხოლოდ ერთხელ არაზუსტად ესროლა ფარისკენ. თამაშის შემდეგ, როცა მომსახურე პერსონალმა აალაგა სკამები და ტრიბუნების დალაგება დაიწყო, რატი კიდევ ნახევარ საათს შეყოვნდა და სროლაში ივარჯიშა.
"თამაშში რომ სამქულიანი ავაცილე, მსურდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ისევ შემიძლია ზუსტი სროლა - იმავე პოზიციიდან ჯერ ზედიზედ ხუთის ჩაგდება, შემდეგ - 10-ის. ბევრი მოთამაშე აკეთებს ამას და ეს კარგია თვითრწმენისთვის", - აცხადებს ანდრონიკაშვილი.
რატი მართლაც არ ტოვებს შანსს, რომ მეტი ითამაშოს, ივარჯიშოს. ის ხშირად გუნდელთან ერთად ერთი-ერთზე თამაშში ვარჯიშობს, ვარჯიშის მერე რჩება და ფარში ისვრის. მისი სურვილია, რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ძველებურ რიტმს მძიმე ტრავმის (ACL) შემდეგ. სხვათა შორის, მან უკვე აჩვენა თავისი ნიჭის ფრაგმენტები, თუნდაც ვილანოვასთან 17 დეკემბრის შეხვედრაში, რომელშიც ბოლო 9 წუთი ითამაშა და კოლეჯთა ლიგაში კარიერის რეკორდი - 8 ქულა ჩააგდო. ახლახან მარკეტთან კი კარიერის რეკორდი პასებში დაამყარა - 6.
კრეიტონს მცველი შერიფ მიტჩელი აკლია, რომელმაც შეიძლება სეზონის ბოლომდე ვერ ითამაშოს, ამიტომ რატის როლი გუნდში სულ უფრო იზრდება, ამაღამ კრეიტონს ისევ ვილანოვასთან უწევს თამაში.
გრეგ მაკდერმოტი (კრეიტონის მწვრთნელი): "ის ჯერ ახლოსაც არ არის იმ ფორმასთან, რისი მიღწევაც შეუძლია. ეს ხანგრძლივი პროცესია, მოთმინება გვმართებს".
რატი ანდრონიკაშვილი უკან დახია მუხლის მძიმე ტრავმამ, პანდემიამ და იმ ფაქტმა, რომ ის ამერიკული თამაშის სტილს ნელნელა ეჩვევა.
"საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ACL-ის მერე დაბრუნება ძალიან რთული პროცესია", - ამბობს ანდრონიკაშვილი, რომელიც ცდილობს, რაც შეიძლება მეტი შანსი მიეცეს. ბოლო ორ თამაშში მცველმა 20 და 23 წუთი ითამაშა და ჯამში 10 ქულა და 9 პასი მიითვალა. კვირა კვირას მისდევს და ანდრონიკაშვილი სულ უფრო მეტს თამაშობს და მეტად იხსნება.
"ვნახოთ, რა იქნება. ბევრს ამ თემაზე ჯერ არ ვფიქრობ. მწვრთნელები ბევრს მესაუბრებიან, მამხნევებენ. მათ შესანიშნავად იციან თავიანთი საქმე. კარგი რიტმით მივიწევ წინ. ვცდილობ, ვარჯიშების მერეც ვიმუშაო საკუთარ თავზე, ეს თავდაჯერებულობისთვის მესაჭიროება".
https://popsport.com/article/41088-cin-karg...shit-kmaqopiliaშესანიშნავია

იმედია, ასე გააგრძელებს, ყოველთვის ბევრს იშრომებს და მაშინ ნამდვილად გამოუვა !
This post has been edited by QOMAGI on 5 Jan 2022, 21:16