[კალათბურთი. ინტერვიუ] ვიქტორ სანიკიძე: ევროტურნირებზე რამდენიმე ქართული გუნდი უნდა თამაშობდეს
საერთაშორისო ასპარეზი
"ეროვნული ჩემპიონატის გასაძლიერებლად და საქართველოს ნაკრების კარგი კალათბურთელებით შესავსებად აუცილებელია ქართული კლუბები რეგულარულად თამაშობდნენ საერთაშორისო ტურნირებზე.
თუ კლუბის ინფრასტრუქტურა დააკმაყოფილებს საერთაშორისო მოთხოვნებს, ფედერაციაც ხელს შეუწყობს. გვექნება დაფინანსების ისეთი მოდელი, რომლის მიხედვითაც ის მიიღებს თანხას რომელიმე ევროტურნირზე სათამაშოდ. თავის მხრივ, რეგიონის ხელმძღვანელობაც აქტიურად იქნება ჩართული პროცესებში და მისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება, გუნდმა ღირსეულად წარმოაჩინოს თავი საერთაშორისო არენაზე.
ჩვენი ამოცანაა სხვადასხვა შეჯიბრებაში ორი-სამი კლუბი იყოს წარმოდგენილი. ეს ქართული კალათბურთის დიდი წარმატება იქნება. ამის გარეშე განვითარება წარმოუდგენელია. ასეთ მოდელზე უკვე ვმუშაობთ და მალე წარმოვადგენთ".
ევრობასკეტის არენა
როგორც ვიქტორ სანიკიძემ გვითხრა, მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს ნაკრების ევრობასკეტისთვის მომზადების გეგმაზე. მალე საზოგადოება შეიტყობს საკონტროლო მატჩებისა და შეკრების თარიღებს. ამ ეტაპზე კი მთავარი დარბაზს მშენებლობის პროცესია.
"ბევრს მსჯელობენ ევრობასკეტის არენაზე. ინჟინერი არ ვარ, ჩემი მხრიდან რთულია შეფასება დარბაზის მშენებლობის პროცესზე. თუმცა ჩამოსულები იყვნენ ფიბა-ს წარმომადგენლები, რომლებიც ყველაფერს აკონტროლებდნენ და ჩვენ ყოველ ეტაპზე უნდა ვაკმაყოფილებდეთ მათ მოთხოვნებს. შემკვეთიც და შემსრულებელიც მაქსიმუმს აკეთებს. ჩვენც ამ პროცესში თავიდან ბოლომდე ჩართულები ვართ".
http://lelo.ge/article/%E1%83%99%E1%83%90%...ZidfZvErsRqPyWQ