ცოტა რომ გავაცოცხლოთ თემა და ჩვენს მეტოქეებზეც ვთქვათ 1-2 სიტყვა.
თურქების შემადგენლობაზე უკვე დავწერე, დანარჩენ A ჯგუფელებზეც დავწერ, მაგრამ ახლა გერმანიაზე მინდა ვთქვა B ჯგუფიდან, ვინაიდან B ჯგუფიც იქვეა ჩვენს გზაზე პლეიოფში.
ჩვენ, ჩვენი მაღლები გვიხარია ცხადია, მაგრამ ეს ნახეთ - გერმანიის ნაკრების სიღრმე მაღლებში (3, 4, 5 ნომრებზე):
Centre - 1. ტაისი (ბოსტონი, NBA) / 2. ჰარტენშტეინი (კლიპერსი, NBA) / 3. ოსკარ დასილვა (ალბა, EUROLEAGUE) / 4. ტიბორ პლეისი (ეფესი, EUROLEAGUE)
Power Forward - 1. კლებერი (დალასი, NBA) / 2. მო ვაგნერი (ორლანდო, NBA) / 3. ვოიტმანი (ცსკა, EUROLEAGUE) / 4. ტიემანი (ალბა, EUROLEAGUE)
Small Forward - 1. ფრანც ვაგნერი (ორლანდო, NBA) / 2. ისააკ ბონგა (ვაშინგტონი, NBA) / 3. გიფი (ჟალგირისი, EUROLEAGUE)
1-2 ოფციები (ანუ ძირითადი თავის შემცვლელებიანად) სულ NBA ჰყავთ ტიპებს და 3-4 ე ოფციები კი სულ ევროლიგაა.
ამათ დენის შროდერი დაუმატეთ და სასწაულად ძლიერი შემადგენლობა ეყოლებათ მასპინძლებს სექტემბერში!
იმედია პლეიოფში გავალთ და თანაც ისე, რომ საფრანგეთს და მასპინძლებს ავცდებით