საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრები თბილისში გასამართი ევროჩელენჯერისთვის ემზადება
http://gbf.ge/news/saqarthvelos-20-tslamde...sthvis-emzadebaაქ მითითებული მოთამაშეთა დაბადების წლები ნაღდია, თუ შეცდომაა ? 2001 -იანები 2005 / 2006/ 2007 / 2008 -იანი ყველა ერთადაა ნაკრებში ? რა ნაკრებია ამისთანა ? 20 წლამდე ნაკრებში 7 წელი (?) როგორ უნდა იყოს მოთამაშეებს შორის ასაკში განსხვავება ?

))
* * *
imeretiთუ საიდუმლო არაა, დაწერე კონკრეტულად რა კითხე და რა გიპასუხა.
ან თუ ინტერვიუა სადმეა ინტერნეტ სივრცეში იქნებ დაგვილინკო.
* * *
Snoსაქმემან შენმან გამოგაჩინოსო ნათქვამია = საქმე ლაპარაკის ნაცვლად

2015-ში ევრობასკეტზე 7-ე ადგილი.
2019-ში მსოფლიოზე ითამაშეს და თან როგორ ? 6-ე ადგილის მსოფლიოზე !
აგერ ახლა 1 ნაბიჯში ( 1 მოგებაში) არიან ოლიმპიადასთან !
წარმოგიდგენია ? მე არ ვიცი საბერძნეთთან რას იზამენ, მაგრამ 1 ნაბიჯში ოლიმპიადასთან, 1 ნაბიჯში ...
ჩვენი ნაკრები აგერ მერამდენე ზაფხულია უსაქმოდაა, დაჟე ამხანაგურების სათამაშოდაც არ იკრიბებიან ტიპები ! წლევანდელ შანსსაც თუ გამაზავდნენ ვერ წარმოვიდგენდი

ამდენი ნაკრები ემზადებოდა ზოგი რისთვის, ზოგი რისთვის, უმაგრესი შანსი იყო ამხანაგურები გვეთამაშა და ზუროსი თურმე ყველაფერი რომ მორჩება მერე ჩამოვა და მერე შეკრებს 1 კვირით და ათამაშებს ერთმანეთში ან სტუდენტური ლიგის რამე გუნდთან. ესაა შეკრება და ესაა სერიოზული მიდგომა ?
ეგ ჰიპოთეტური სასტავი ფურცელზე და ფორუმის გვერდებზეა მხოლოდ თორე თვალით არავის უნახავს ჯერ ზუროსის თამადობით !
ან რა სასტავი კია კარგი რა, ჩვენია და ჩვენი გვიხარია თორემს საშინლად დაუბალანსებელი, 1-დან 3 ნომრამდე (ნატურალზირებულის გარდა) არცერთი საშუალოსთან დონესთან მიახლოებული მოთამაშით (4-5 იცოცხლე) ...
მოკლედ, ჯერჯერობით არაფერი გაგვიკეთებია, რომ ჩეხებს ვჯობივართო ვთქვათ, თორე ოცნებით ყველას ჯობნაზე შეგვიძლია ვიოცნებოთ, ბაზარი არაა !