გუშინ ყოფილა რომანოზა ტაიმ-აუტში, წეღან ვუყურე. საკვანძო მომენტები:
-აკადემიის ახალგაზრდებით კი მივაღწევდით წარმატებას, მაგრამ არ ჩერდებიან, 17-18 წლისები რომ ხდებიან უკვე უფრო მაღალ დონეზე უნდათ თამაში და ვერ ვამტყუვნებო.
-დინამოს ბიუჯეტი უნდა იყოს 8-10 მილიონი ევრო, ეს ბიუჯეტი ჰქონდა 2016 წლამდე, მაგრამ რაც აზოტის ქარხანა დავკარგეო, იმის მერე დამერხაო. ეხლა მიდის სასამართლო და თუ დავიბრუნებ, დინამოს ისევ ბრწყინვალე მომავალი გადაეშლებაო
-გაყიდვა მინდოდაო კიო, მაგრამ კალთები არავის დაუწყვეტიაო და ლაპარაკიდან ეტყობა, რომ აღარც აპირებს გაყიდვას.
-მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი, სიგუაზე გვყავს მსურველები, მაგრამ მე და გია შევთანხმდით, რომ არ გავყიდით ევროსარბიელის დასრულებამდეო.
-დღეს არ გვყავს სპორტული დირექტორი, არ მინდა ამაზე საუბარი რატომ არ გვყავსო, პირდაპირ გია იღებს გადაწყვეტილებას ტრანსფერებზეო.
მოკლედ არაფერი ახალი და საინტერესო