ჩვენი დინამო
დავით კოვზირიძე 2011 .05 13
ეს ამბავი 30 წლის წინ მოხდა.მაშინ სულ სხვა ქვეყანაში,სულ სხვა გარემოში,სულ სხვა მოტივაციებით ვცხოვრობდით.
მან პატრიოტიზმი,არამატერიალურის სიყვარული ჩაგვისახა,გვაჩვენა,რომ ქართველები ნიჭიერები და არაზარმაცები ვართ,ქართველებს წარმატება შეგვიძლია/
ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება.
შემიყვარდა იმიტომ,რომ ძალიან ლამაზი იყო.იმ მახინჯ ეპოქაში ასეთი სილამაზე ასმაგად მკაფიოდ ჩანდა და ამას მარტო ჩვენ კი არა ყველა ამჩნევდა,ვინც მოჰკრავდა თვალს,რუსებიც კი.
იმიტომ,რომ გამარჯვებული იყო.მას აკრძალული ილეთებითაც ებრძონენ,მაგრამ მაინც იმარჯვება თავისი სილამაზით,ოდნით და თავდადებით.
იმიტომ,რომ სასწაულებს სჩადიოდა.ბევრად მაგრებს აჭრიდა თავს და ამით არ კმაყოფილდებოდა-ამბიცია მისი დიდი იარაღი იყო.ამ იარაღით ავიდა ყველაზე მაღალ მთაზე და ყველაზე ლამაზად დაღამა გაზაფხულის ის დაუვიწყარი დღე.
იმიტომ რო ჩემი იყო.ჩემი იდენტიფიკაიის დამადასტურებელი საბუთი მთელ მსოფლიოში.
მერე ყველაფერ აირია იმიტომ,რომ სამშობლო გვქონოდა.ჩვენ მასთან კვლავ დავდიოდით დიდუბეში.ისეთი ლამაზი და მაგარი ვეღარ იყო,მაგრამ იბრძოდა და ვიბრძოდით ჩვენც.ვხუბობდით ჩამოსულებთან,ვისთან ერთად ცხოვრებაც აღარ გვინდოდა,ვაფრიალდებდით დროშებს,ვმღეროდით,ვიგინებოდით,გვწყინდა და გვიხაროდა.
ჩვენი დამოუკიდებლობაც ხომ მის სახლში დაიწყო.იქ,დიდუბეში.
ამის შემდეგ რაც ხდებოდა მის თავს,ეს არ უნდა მომხდარიყო.ეს მისი კი არა ჩვენი ბრალი იყო.ჩვენ დავვიწყეთ,გავლანძღეთ,მივატოვეთ,გავაცამთვერეთ და ცარიელი სახელი დავტოვეთ.ერთ დროს ლამაზი,სექსუალური,ძლიერი,არაფერზე უკან დამხევი ავიღეთ და მოხუცთა თავშესაფარში დავტოვთ.ბვრი გამდიდრდა ამ საზარელი,ცინიკური,ფარისვლური პროესით,ის კი თვშესაფარის კუთხეში მიიყუჟა საცოდავად.
ჩვენი სიყვარული გარეწრებმა სიკვდილის პირამდე იიყვანეს !
რაო,ჩვენ რა შუაში ვართო?ვართ!ვართ,იმიტომ,რომ ამ გარეწრებს წინ ისე ვრ დავუდექით,როგორც საჭირო იყო,ის ჩვენი იყო და რადგან ჩვენი იყო,მისი წახდენაც ჩვენი ბრალია.ვენ მას ვერ მივხედეთ,ვენ ის გვიყვარდა ,როცა მაგრად იყო და გადაგვიყვარდა ,როცა ცუდად გახდა/
მე ის ძალიან მნატრება/
დამიბრუნეთ ჩემი დინამო,ერთად დავიბრუნოთ!
მიმაგრებული სურათი