!!!!!! გახდი გლადიატორი !!!!!!!
დინამოს გვერდით ყოფნა უკვე საამაყოა!
აქ 90 წუთი თავდადებაა! გაწევრიანება - უფასოა,
გულშემატკივრობა - სავალდებულო!
დინამოს გულშემატკივრები იყვნენ ყოველთვის, მსოფლიოს შექმნის პირველივე წამიდან (და მსოფლიო მისი პირველი გაგებიდან, ვისაც დაავიწყდა, შეიქმნა 1925 წელს სპორტსაზოგადოება დინამოს ხელმძღვანელთა ინიციატივით). ასე რომ, დინამოს გულშემატკივრები მოდიან დინამოსთან ერთად დროის დასაწყისიდანვე. ისინი იყვნენ საქართველოს მთელს ტერიტორიაზე,საბჭოთა კავშირში და ასევე მის საზღვრებს გარეთაც. გავიდა წლები…. დინამოს გულშემატკივრები არიან ახლაც. ისინი არიან ქალაქებსა და სოფლებში, სხვადასხვა ქვეყნებში, ახალგაზრდები და ასაკიანები, მდიდრები და არც ისე შეძლებულები. დინამო ყველგანაა, დინამო უსაზღვროა... ასეთია ჩვენი ცხოვრება – თეთრ-ცისფერი დინამო თბილისიდან. და ამიტომ არასდროს – არც ადრე, არც ახლა – ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ძალიან ბევრნი. დინამოს გულშემატკივარი – არ არის ადამიანი "ხროვიდან", დინამოს არ ქომაგობენ გამორჩენისათვის. დინამო – მუდმივი ღირებულებაა, დინამო არ იყო და არასდროს არ იქნება იაფფასიანი და მოდიდან გასული. ჩვენი ქომაგები არიან მშვიდობისათვის, როგორც ვარსკვლავები ღამის ცაზე. ერთი კაშკაშა ვარსკვლავი მთელს ვარსკვლავეთში. იმ წლებში, როცა საფეხბურთო მოედნებზე ჩვენი კლუბის დიდება ცოტა ჩაიკარგა, დინამოელები გახდნენ ხალხი, რომლებიც ატარებდნენ ტრადიციას დაეფიცათ თეთრ-ცისფერ ფერებზე თაობიდან თაობამდე, ხალხი რომელიც არ იყო ბრბო წუთიერი მოდის ამყოლი. ასე იქმნებოდა ტრადიციები დინამოს ფანების დინასტიისა. საბჭოთა კავშირირს დაშლის შემდეგ ცოტა იყო ხარისხიანი მატჩი, შემცირდა გულშემატკივარი ტრიბუნებზე. რამდენიმე წელიწადი ქვეყანას არ ეფეხბურთებოდა. ღრმა კრიზისს განიცდიდა დინამოური მოძრაობაც. და აი 1998-წელს ჩამოყალიბდა დინამოს გულშემატკივართა პირველი სერიოზული ორგანიზებული გაერთიანება. მას უკავშირდება მთელი ეპოქა დინამოს ფანობის. პირველი ორგანიზებული გასვლები ავტობუსით, პირველი ევროგასვლები, პირველი პროგრამები, რომლებიც იბეჭდებოდა კომპიუტერებით და მრავლდებოდა ქსეროქსით, პირველი ფანური გამოცდილება პუბლიცისტიკაში, პირველი საიტი ინტერნეტში, რომელიც ეძღვნებოდა დინამოს ფანობას და ა.შ... პრაქტიკულად ყველაფერი რასაც აკეთებდა ეს ფან-კლუბი, იყო გაკეთებული პირველად ისტორიაში. ყველა ჩვენგანისათვის, ვინც ამზადებდა ახალ გაერთიანებას, ამ სახელწოდებაში ,,გლადიატორები’’ ჩართულია ყველა დინამოური მოძრაობა. ჩვენ არ ვართ არანაირი სახალხო გამოძახილი. ,,გლადიატორები’’ – არის დინამოური არისტოკრატიზმი. დინამოელებო – გავერთიანდეთ! ჩვენ ვართ დინამო! ჩვენ ვართ გლადიატორები!
✔ თბილისის "დინამო" . VOL 29აი ამიტომ მოხდა რაც მოხდა, აი ამდენს მე სტადიონზე არ მოვითმენდი.
მივდიოდი ფანკლუბიდან და მოვდიოდი იმიტომ რომ წინ არ მივდიოდით, მაგრამ ასე უკან არასოდეს წავსულვართ, ასე ფსკერზე არასოდეს ვყოფილვართ, მალტის გუნდთან წაგება და ფარერების გიუნდთან 6:1 ეს არის ჭაობი, ფსკერი, ამაზე დაბლა რაღა უნდა იყოს.