ვახ ამ სასტავით და ასეთი საშინელი თამაშით, ვინმე ელოდა მოგებას? არც არავინ, მთავარია მოვიგეთ რა 3-4 მომენტიდან 2 გამოვიყენეთ და მთავარი ეგარი.
კიტეს ასეთ უმარილო დარტყმას, იმედია თეორიაზე 10-ჯერ მაინც ნახავს და გაანალიზებს რაც გააკეთა. ან უნდა გაეგორებინე რამეინაირად ლობჟანასთვის, ან ეფეთი თუ ურტყავ ნორმალურად მაინც დაარტყი რაიყო ეს? ქვილითა წარმომიდგა თვალწინ მაგ მომენტში... პენალტი, რომ შეეგნოთ, ჟანრის კლასიკა იქნებოდა რა, 100% იანი მომენტის შემდეგ, გოლს რო ვუშვებთ.
ლესტერა იმედია ღრმა თადარიგში გადაიწევს და სანამ გონს არ მოეგება არ ადგება სკამიდან, რაიყო ეს?! თავმოყვარე ფეხბურთელი ასე უნდა თამაშობდეს? სანიოლის ინტერვიუ იყო ტაიმაუტთან, წარსული წარმატებები ფეხებზე მკიდიაო, ახლა ვინ რას წარმოადგენს ჩემთვის ეგ არისო მთავარი, ხოდა სოლომონ ბრძენი აღარც არაფერს წარმოადგენს, როგორც ჩანს, კვლავ წარსულით ცხოვრობს და ლოკოდან არ გამოსულა ჯერ.
დაცვის ფლანგები ძალიან ცუდი იყო, მეტწილად საყრდენი ზონის და დამზღვევი ფეხბურთელების გამო, 2-1 ზე უტევდნენ ფაქტობრივად.
აზარა კარგი ბიჭია, უბრალოდ ძლიერი მცველი უნდა ედგეს უკან ვინმე, ან 3 მცველიანი ტაქტიკის გუნდში უნდა იდგეს მარცხნივ, შეტევაში მაინც უფრო პროდუქტიულია და დაცვისთვის ფიზიკურად ძალიან სუსტია, პრინციპში არამხოლოდ დაცვისთვის, ზოგადადაც.
ჩაბრაძეზეც იგივე ითქმის ალბათ, იბრძვის, დარბის, ბურთსაც ართმევს, მაგრამ ძალიან სუსტია ფიზიკურად (რაც თვითონაც თქვა, პირველ რიგში მოსამატებელი მანდ მაქვსო), მოგებული პოზიციიდანაც აგებდა ორთაბრძოლებს, ფიზიკაში ვერ უქაჩავდა თავის ფლანგზე მდგომებს.
აბურჯანიას აქვს კლასის გამონათებები, თუმცა სამწუხაროდ 2 წელიწადში ერთხელ...
კვეკვეს და ოქრის მემგონი არც უთამაშიათ, კარგად არიან სადაც არიან, იმის იქეთ მაგათი დონე ვეღარ გაქაჩავს.
კარგია ჟორჟის გოლი, როგორც ესპანეთთან, კვარას გოლს ველოდებოდით ყველაზე მეტად (მე პირადად მოგებაზე მეტად მგონი მაგისი გოლის სურვილი), იგივე ითქმის ჟორჟზე, ეტყობა თანამედროვე საფეხბურთო კონტურები მაგის სტილს, 2 შეხება და კარისკენ ურტყავს, ბევრი აქვს მოსამატებელი, თუმცა ფაქტია, ქვილი, ბუდუ (დავრწმუნდით ალბათ არა დონეც არის, ოროსანი ბავშვივთ რო დარბის), კაჭი და კარლტონ კოულივით უაზრო 2 მეტრიანი ხალხის ბოგინი უნდა დამთავრდეს ძირითადში, -1 კაცები არიან ნაკრებში.
საერთო ჯამში, მოვიგეთ რა, თანაც რუმინელებთან, ნეტა სულ ასე ვიგებდეთ უღიმღამო თამაშებში და არ მაქვს არანაირი პრობლემა...
პ.ს სადაც ირაკლი კობახიძეს გადასცეს რაღაც მედალი, დაუშას არ ეკუთვნის ბრწყინვალების მედალი ვითომ?
This post has been edited by PiqueBlinders on 3 Jun 2021, 12:09