ეხლა ცივ გონებაზე ხელმეორედ შევაფასებ.
1. კუპატაძე = გაცილებით უარესი მეკარე მახსოვს. მოუმატებია. ნაკრებისთვის ჯერ არაა მზად, განსაკუთრებით პრობლემურია საჯარიმოს კონტროლი (დროული გამოსვლა) და ფეხით თამაში. მესამე სლოტისთვის ეჭიდაოს მამარდაშვილს. ვნახოთ რას იზამს ევროტურნირებზე.
2. ჩაბრაძე = ქონდა დადებითი მომენტები. იმ გაძევებაზე რომ უმალ მოტვინა და კარგადაც გააფორმა, დიდი პლუსი - ესეთი ხრიკები არ ვიცით საერთოდ და ხშირად მხოლოდ ესაა ხოლმე გადამწყვეტი სხვაობა ჩვენსა და ჩვენს მეტოქეებს შორის. მოსამატებელი აქვს პოზიციურად და ჯანში. ასევე გამძლეობა არ ეყო 90 წუთისთვის, ბოლოსკენ შესამჩნევად დაიღალა. ჯერჯერობით კაკაბაძეს ვერ ამოაგდებს, შემცვლელად OK. ასევე არ მომეწონა ხელების შლა ეპიზოდებში, სადაც თვითონ უფრო იყო დამნაშავე ვიდრე პარტნიორი (ძირითადად ლესტერას უშალა ხელები რატომღაც).
3. კვირკველია = როგორც ისკარიოტმა აღნიშნა იავნად ეგზისტენციალურ კრიზისშია. ნევროზ. თავი უნდა აიყვანოს ხელში და დაივიწყოს ვინ იყო, ხელახლა აქვს რუსეთშიც და ნაკრებშიც ყველაფერი დასამტკიცებელი. ხაზს არ გადავუსვამდი, მაგრამ მოსაწესრიგებელი აქვს თავში რაღაცეები. რაც უფრო მეტად თავმდაბლად მოეკიდება ამ ყველაფერს, მით უფრო მეტი შანსია, რომ ამოვიდეს ორმოდან.
4. ხოჭოლავა = ცენტრალური ზონის და ფლანგების სუსტი თამაშის ფონზე უპრეტენზიოდ. ისე მეტი მოეთხოვება.
5. აზაროვი = წინასაგოლე პასი OK. მოსამატებელი აქვს დაცვაში - მცველს მცველი ქვია ქართულად და არა უკან დახეული ფრთა

6. ბუბა = გარკვეულ დონეს ყოველთვის დებს და ეხლა მაკელელეობას ნუ ვთხოვთ. საჭიროა მჭიდში. მომავლისთვის საჭიროა ახალგაზრდა საყრდენებზე აქცენტის გაკეთება. დავიჯერო სადაც აზაროვი და ჩაბრაძე მოიძებნა ელიგაში, საყრდენები საერთოდ არ არიან? ასევე ქოჩორაშვილიც უნდა გამოეძახებინა ყველანაირი ლოგიკით.
7. კვეკვესირი = მეგონა მოუმატებდა პოლონეთში პრაქტიკის გამო, მაგრამ ვერა და ვერ იქცა 90 წუთის ფეხბურთელად. ბრტყელი ტერფი ხომ არ აქვს? გარედან ეგრე ჩანს. ისევე როგორც აბურჯანია და ბუბა - მჭიდში საჭიროა, მაგრამ სასტარტოში და განსაკუთრებით მაშინ როცა მთლიანად სარეზერვო ხალხით დაკომპლექტებული ცენტრია მოედანზე, ვეღარ ქაჩავს.
8. აბურჯანია = ყმაწვილობისდროინდელი კლასის გამონათებები. საერთო ჯამში კი რეზერვში. პრობლემები: ამტანობა, резкость / sharpness, აჩქარება, ძალა. ანუ პრობლემების ბუკეტი ფიზიკურ კონდიციებთან დაკავშირებით და რაც ყველაზე გაუგებარია, თვალსაჩინო პროგრესი არაა შედარებით უთამაშებელ (ტვენტედან რომ წამოვიდა) და ეხლანდელ (კარტახენაში პრაქტიკის მქონე) აბურჯანიას შორის. რომ აიღო, დროის მანქანაში ჩასვა და 1986 წლის დინამოში გადატყორცნო, ვერავინ ვერ მიხვდება რომ 2021 წლიდანაა ტიპი, არანაირი სხვაობა არაა ფიზიკურად.
საერთოდ აბურჯანია და კვეკვესკირი ცოტა სხვა ტიპის პრობლემას წარმოშობენ მწვრთნელისთვის: რა არის მათთვის იდეალური პოზცია.
- DM? არა, აკლიათ ართმევაზე თამაში და ის რაც აქვთ ჯაბას და კიტეს = დაცვით ფაზაში სპრინტი კაცის ასაყვანად ან პარტნიორის დასაზღვევად. ვერ გარბიან ე.წ. ჩერეზ ნე მაგუ. შეტევაში უფრო შეუძლიათ აჩქარების გაკეთება - სუსტი ფსიქიკის ამბავია.
- AM? არა, აკლიათ სისხარტე, სისწრაფე.
- Box-to-box? არა, აკლიათ ამტანობა, დაცვაში სიხისტე, დინამიზმი.
აბა სად ჯანდაბაში უნდა შეაკვეხო ესენი? ერთადერთი გამოსავალია დააყენო სამ კაცში, აქედან ორი უნდა იყოს ვოლკი, რაც მეტნაკლებად გადაფარავს მათ სისუსტეებს. თუკი დაუშვი გამოუსწორებელი შეცდომა და აბურჯანია/კვეკვესკირი ერთად გყავს მოედანზე, ხოლო მესამე ცენტრალური ნახევარმცველი ჯაბა ან კიტე არაა... ძალიან უნდა გაგიმართლოს რომ თამაში არ წააგო.
=====
ჩემი აზრით ნაკრების წევრების უმრავლესობას ჭირდება პირადი ფიზმომზადების მწვრთნელი. ცენტრალურ მცველებს რომ თავი დავანებოთ, სულ ორი კაცი მახსენდება ბოლო დროინდელი ნაკრებიდან სპორტსმენის ტანზე: ჯაბა და მერება. შედარებით არა უშავთ კიტეს და ბუდუს. დანარჩენები ჩაცუცქულებს გვანან, არა ბიცეპსი, არა ტრიცეპსი, არა პექტორალი, არა დელტები... ნებისმიერ მეტოქესთან თვალსაჩინოა სხვაობა ამ მხრივ - იმათ მაისურები ასკდებათ ზედ და ესენი დისტროფიკებს გვანან... თან ესთეტიკაში ხომ არაა საქმე, ძალისმიერი სპორტია, ჯაჯგური, დაჯახება, მიწოლა - კუნთოვანი მასი თუ არ გაქვს, მაშინ მართლა მესი უნდა იყო რომ სასწორი შენსკენ გადმოწიო. ივარჯიშეთ რა!
=====
9. შენგელია = უკომენტაროდ. უმოტივაციო, სუსტი თამაში.
10. ოქრი = ძნელია, მაგრამ უნდა შეეგუოს, რომ სასტარტოში აღარაა მისი ადგილი. ამტანობაში მოუმატა ქეცბასთან, მაგრამ ფეთქებადობა დაკარგა. მუხლმა იცის და ასაკმაც. ნებისმიერ შემთხვევაში ფლანგზე აღარაა მისი ადგილი. თავდამსხმელების უკან კიდევ შეიძლება, ჩაკვეს და ვაკოს არყოფნაში.
11. მიქაუტაძე = გვეღირსა. რამაზ შენგელია 2.
შეცვლები:
1. კიტე = უპირობო სასტარტოა. 4-4-2 არ ვთამაშობთ და არც ვითამაშებთ ალბათ, ამიტომ სანიოლი უნდა ჩამოყალიბდეს სად ხედავს მის პოზიციას: ჯაბასთან წყვილში თუ საყრდენების წინ. უფრო პროდუქტული იქნებოდა ჯაბასთან წყვილში, რადგან ერთადერთი ქართველი ოლ-რაუნდ ცენტრალური ნახევარმცველია ამ ეტაპზე.
2. ლობჟანიძე = მე მგონი გამოჩნდა აშკარად რომ შენგელიას ჯობია. ჯერესერთი არ მახსოვს ფიზიკურად არ იყოს მზად. შეიძლება ერთფეროვანი მოთამაშეა, გარკვეული ლიმიტებით, მაგრამ პროფია რა. გაიქცევა სადაც გასაქცევია და სწორ პასს მისცემს (ძირითადად).
3. ბუდუ = მე მგონი დაისტრესა მიქაუტაძის შემხედვარე. ის პასი სწორი ჩანაფიქრი კი იყო, მაგრამ შესრულება არ შეესაბამებოდა პროფესიონალური ფეხბურთელს. ქვილითაიას ჯობია ფიზიკური მომზადებით. სამწუხაროდ ქვილი იმენნა ჩვარივითაა და ამაზე სამუშაო აქვს. ეგრე რომ არ იყოს შვედეთში იმ პირპისპირ გასვლას გაიტანდა კიდეც და უნდა იცოდეს ეს თვითონ.
4. კაშო = კომენტარი ზედმეტია, უბრალოდ ასვენებდა ჰოლანდიის წინ.
საერთო ჯამში გუნდი იბრძვის მაშინაც კი, როცა თამაში არ მისდის. უბრალოდ ბევრჯერ გაგვიმართლა გუშინ პირველ ტაიმში განსაკუთრებით + პენალტი. ყოველთვის არ გაგიმართლებს.
ისე კი ფაქტია, რომ ბრძოლისუნარიანობით ეს გუნდი ერთი თავით ჯობია 90-იანი წლების ნაკრებს. ის გუნდი ითამაშებდა ლაღად, ბურთის ფლობა გუშინდელ მეტოქესთან იქნებოდა 70/30 ჩვენს სასარგებლოდ, ხოლო ანგარიში დაფიქსირდებოდა 1:4. მირჩევნია იჭიდაონ და მოიგონ, ისტორიას და ცხრილებს მხოლოდ ანგარიში შემორჩებათ.
პ.ს. გვილია გამომრჩა :
1. ჩაამატეთ მეტ-ნაკლებად კუნთიანების სიას.
2. ადრეც ვთქვი და გავიმეორებ, კარიერსითვის ჯობია გადმოკვალიფიცირდეს საყრდენად ან კლასიკურ ბოქს-თუ-ბოქსად. მესმის, რომ წინ თამაში უფრო მუღამია, მაგრამ ცოტა რეაულურად უნდა შეხედო ცხოვრებას.
This post has been edited by Temozaurus on 3 Jun 2021, 13:54
თითქმის ყველა ღირსება და ყველა ნაკლი ჩემი ხალხისა მიტარებია.
დრონი მეფობენ და არა მეფენი.
ღრუსებს რა? დდსდღვნა!