ორ კვირაზე ნაკლები დარჩა, ევროსეზონის დაწყებამდე. ჩვენი გუნდები, ამ ეტაპზე, შევსები გარეშე არიან, თუმცა მეტოქეებიც დიდად არ აქტიურობენ.
ნეფტჩი
ამ დროისთვის გუნდი უფრო დასუსტდა, ვიდრე გაძლიერდა. გუნდიდან ძირითადი შემადგენლობის მარცხენა მცველი კრივაციუკი (პლოკის ვისლა), გამოცდილი ჰონდა, რომელიც ასაკაშია, თუმცა ყველამ ვიცით რა დონისაც არის, ასევე სათადარიგო 2 ფორვარდი, იბარა, აჰმედოვი და ალბანელი ტელიუში წავიდნენ.
დაიმატეს მესა კოლი კეშლადან, რომელიც აზერბაიჯანის ჩემპში კარგა ხანია თამაშობს და საკმაოდ კარგი დახასიათებაც აქვს, ასევე პორტუგალიის მეორე ლიგიდან უინგერი. რამდენადაც წავაწყდი ინფოს, 1-2 ფეხბურთელის დამატებას ცდილობენ.
ჟილინა
ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე, გუნდი საგრძნობლად გაახალგაზრდავდა, თუმცა მაინც, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა სლოვაკეთის ჩემპში, გამოკვეთილი ლიდერი სომეხი ბიჩაკჩიანია, რომელსაც რუბინსა და ცეესკას უკავშირებენ, არარი გამორიცხული, მისის ტრანსფერი, თუ შედგა საერთოდ, ევროტურნირების შემდეგ შედგეს. შემადგენლობაში სლოვაკეთის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელების საკმაოდ დიდი კონტიგენტია, ასევე ერთი მაკედონიისა და ორი პოლონეთის ახალგაზრდულიდან, რომელთაგან ერთ-ერთიც გუნდის ბომბარდირი გახდა გასულ სეზონში.
ამ დროისთვის, არც მომსვლელი და არც წამსველი არავინაა.
სუტიესკა
შედარებით აქტიურია ტრანსფერების კუთხით, 4 ფეხბურთელი გაუშვეს თუმცა იმდენივე დაიმატეს, საგულისხმოა მონტენეგროს ახალგაზრდული ნაკრების წევრი დრჩიჩი, ვინმეს თუ გახსოვთ, იარაბეკს უნდოდა მაგისის მოყვანა 2016-ში, შპიციჩის ნაცვლად.
თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, გუნდმა მთავარ მწვრთნელს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა და ამასწინ ახალი მწვრთნელი დანიშნეს...
ტრე პენე.... ნუ მაიკონი
მეტოქეს არ უნდა შევყურებდეთ, მაგრამ ჩვენებმა ასე თუ "იაქტიურეს", ასე არაფერი გამოვა. დროც აღარ არის.