2 მილიონი ფუნტი ანუ 3.2 დოლარი ეწერა მემგონი
სადღაც მაქვს შენახული ეგ გაზეთი

მეც მაგავე პერიოდში მაგავე უბანში დავდიოდი (ცოტა ოქროსუბნისკენ)
მარჯანიშვილის მეტროსთან ვყიდულობდი გაზეთს ერთი მორუსო ტიპი იყო ვინც ყიდდა

ხვიჩას რაც შეეხება
მეც მინდა რომ გრანდში ქართველი დაქროდეს წინ და უკან
მაგრამ ქინქის დრო სხვა იყო, მაშინ პრემიერლიგაში ჯერ არ იყო კლუბების სააქციო საზოგადეობებად გადაკეთება
თან ბოსმანის წესით ჯერ არ იყო ხოდში
და ამიტომ იმდეად ბევრი ვარსკვლავი არ იყო თავმოყრილი (97-98-დან დაიწყო უფრო)
მთელს პრემიერლიგაში კანტონა, ჟინოლა, კლინსმანი და ადგილობრივი შირერი, ბამრბი და ბარნსი)
ხვიჩა ძალიან მაგარი ტალანტია, აქვს ისეთი იშვიათი მონაცემები რომელიც შეიძლება ძალიან ცოტას ქონდეს მსოფლიოში
მაგრამ ფეხბურთში ვარსკვლავობა ძალიან კომპლექსური ამბავია და ბევრ კომპონენტს მოიცავს (ფიზიკურს, ტექნიკურს, ფსიქოლოგიურს)
აი მანდ კი მე ვხედავ ბევრ ისეთ რამეს რაც ჯერ გასავითარებელი აქვს
მაგალითად მიუხედავად იმისა რომ კარგი ტექნიკა აქვს,
ცოტა ერთფეროვნად მეჩვენება ის რომ მხოლოდ ამ ტექნიკური ძალისხმევით ცდილობს შედეგის დადებას.
აი ყველამ ვიცით რომ ბურთს რომ მიიღებს წინ ხედავს თუ არა განვითარებას თავის ტექნიკის იმედად მიდის უეჭველი გაძვრომაზე
და მანდ ძალიან ზედმეტები მოსდის, ბურთს იმაზე მეტად ათრევს ხოლმე ვიდრე საჭიროა.
ასევე თამაში როცა არ გამოდსის იმ მომენტებში ნაკლებად ახერხებს სასარგებლო იყოს
თუ ზონა ამოკეტილია ბურთი რომ გააგოროს ან სივრცე გამოანთავისუფლოს ამის უნარები და ხედვებუ მე ჯერ ვერ დავინახე
ეგ ტექნიკაც კიდევ თუ მუდმივად არ განვითარდი დაგიმუღამებენ და ამოწურვადია
ფსიქოლოგიურად ცოტა ინფანტილური მეჩვენება ჯერ კიდევ
მოკლედ არის რაღაც მომენტები რომელიც განსავითარებელი აქვს
ამას კი ჭირდება სათამაშო პრაქტიკა
ამიტომაც, ვისურვებდი ისეთ გუნდში რომ გადავიდეს სადაც
ვარკვლავების კონკურენცია არ იქნება მაღალი, შემტევ ფეხბურთს ან სწრაფ კონტრშეტევებს რომ მისდევენ, და ტოპ-5-ის ტოპები რომ არ არიან
მაგალითად ნაპოლი, ლევერკუზენი, გლადბახი, ატალანტა ან რაღაც ეგეთი
ამიტომ სპორტული ინტერესი თუ გვაქვს რომ ოღონდ პრემიერლიგის გუნდში მოხვდეს და იქნებ გაუმართლოს
იმის რისკია რომ სახვაძე და ალექსიძე რომ იყვნენ ჩელსიში და ჯამში 15 წუთი ითამაშეს 2-3 წლის განმავლობაში ეგრე მოხდეს
ჩაკვეტაძეზე რომ წერთ, ბაიერნში რომ გადასულიყოო, გიორგის პრობლემა არის ფიზიკური,
რომელიც გაოწვეულია ბავშვობაში არასწორი განვითარებით, ეგ პრობლემა აქვს აქ ყველა ბავშვს
ყენია გამახსენდა, წავიდა შალკეში ნახეს რომ ტალანტია და მიუშვეს დატვირთვები მაგრამ ძვლებმა, მყესებმა კუნთებმა ვერ გაუძლო რაც ზემოთ დავწერე მაგის გამო