ეს შეხვდა მადიევს: Lorenzo SOTOMAYOR
აზერბაიჯანელი მუჰამად ალი.

მარა 36 წლის.
ბადე ვერ ვნახე, მაგრამ ეს თუ განთესილია, მეოთთხედფინალის ჩათვლით სხვა განთესილი აღარ იქნება..
ანუ ეს უკეთესი ვარიანტია, ვიდრე ვინმე ყაზახი რუსი ან უზბეკი შაბათს, 14:54
არის ბადეებიც:
მადიევმა თუ მოიგო, მერვედფინალში ყავს უგანდელი ბვოგი და მეოთხედფინალში რუსი ზამკოვოი, მსოფლიო ჩემიონი
ანუ კაი წილისყრა არა აქვს
უარესი აქვს ხარაბაძეს - ჯერ ყაზახი, მერე უზბეკი.
და შედარებით უკეთესი ალახვერდოვს ჯერ ჩინელი, მერე - იაპონია/ვენესუელ და მეოთხედფინალში პირველ ნომრად განთესილი ინდოელლი
---------------
მადიევს აზერბაიჯანელი „მუჰამედ ალი“ შეხვდა
გაიმართა მოკრივეთა ოლიმპიური ტურნირის წილისყრა. 3 ქართველიდან ტურნირს 24 ივლისს ხსნის ესკერჰან მადიევი (69 კ), ვისაც პირველ წრეში აზერბაიჯანელი ლორენსო სოტომაიორი შეხვდა.
სოტომაიორი წინა, რიოს ოლიმპიადის ფინალისტია 64 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში. 36 წლისაა, დაბადებულია კუბის დედაქალაქ ჰავანაში, აზერბაიჯანელები მეტსახელად „ჩვენს მუჰამედ ალის“ ეძახიან. ჩვენი მეტოქე 2015 წლის ევროპულლი თამაშების ჩემპიონია, ხოლო 2019 წელს ზედა წონაში გადავიდა და ანალოგიურ შეჯიბრებაზე, მინსკში, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მადიევ-სოტომაიორის ბრძოლა შაბათს, 14:54 საათზეა დანიშნული.
მერვედფინალში ამ წყვილის გამარჯვებულს ელის უგანდელი შადირი ბვოგი, ხოლო მეოთხედფინალის ყველაზე სავარაუდო მეტოქეა 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი, რუსი ანდრეი ზამკოვოი.
26 ივლისს რინგზე გამოვა საჰილ ალაჰვერდოვი (52) კგ. მისი მეტოქე იქნება ჩინელი ჰუ ძიანგუანი. ბრძოლის დაწყების დროა 06:15. ამ წყვილის მეტოქე მერვედფინალში იქნება იპონელ რიომეი ტანაკასა და ვენესუელელ იოელ ფინოლს შორის მოგებული, ხოლო მეოთხედფინალში - სავარაუდოდ, პირველ ნომრად განთესილი ინდოელი ამიტი.
ამავე დღეს, ორშაბათს, გიორგი ხარაბაძე (75 კგ) პირველ წრეში, 13:51 საათზე, შეხვდება უზბეკ ფანატ კახრამონოვს, მოგების შემთხვევაში კი, მერვედფინალში - ყაზახ აბილხან ამანკულს.
This post has been edited by Judas Iscariot on 22 Jul 2021, 20:09