მოკლედ, მამარდაზე ლოცვაა გასაძლიერებელი
თუ ყველაფერი კარგად წავიდა, სულ სხვა თვალით შემოგვხედავს ევროპა
გუგეშაშვილი არაა მამარდას დონე, მაგრამ ძაან ბევრითაც არ ჩამოუვარდება და ვალენსიაში კი არა, იაგელონიაში არ მისცეს 1 წუთიც
აქ თუ ჩარჩები, მერე ფსიქოლოგიურად გერხევა და მომატების ნაცვლად უკან-უკან მიდიხარ
პირველ რიგში რაც არის გასაკეთებელი – სპორტის სამინისტრომ უნდა შეაწუხოს მთავრობა, ევროკავშირს დავებაზროთ და ასოცირების ხელშეკრულებაში სპორტსმენებზე ჩაიდოს ერთი მუხლი, რომელიც ლიმიტისგან გაგვათავისუფლებს. ახლაც არის საშუალება რაღაცები ისე განიმარტოს, რომ ლიმიტი აღარ შეგვეხოს, მაგრამ სჯობს ნათლად ჩაიწეროს.
თავის დროზე, როცა მიდიოდა მოლაპარაკებები სპორტი არ გაახსენდა არავის

თორემ 0% იყო შანსი მაგაზე უარი ეთქვათ, მაგრამ სპორტის სამინისტრო ძირითადად ნათესავ-მეგობრების დასაქმების ადგილია და არც გაახსენდა არავის, რომ ასოცირებაზე მოლაპარაკებების დროს სპორტის ინტერესებიც დაეცვა ვინმეს