#58318100 · 2 Sep 2021, 01:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იქ დახურა მოდერმა და აქ ვაკოპირებ.
Mathame დიდი პოსტის წაკითხვა რომ გეზარებათ მესმის, მაგრამ 1 წინადადება დავწერე, მაგის შუაზე გაჭრა რაღა იყო. რაც შენ ჩამოაჭერი მთლიანად ცვლის წინადადების შინაარსს.
| QUOTE | | ეროვნული ლიგა ჯობია? up.gif |
არა არ ჯობია. თუ შენი პატალოკი შენივე შეფასებით ეროვნული ლიგაა, შეგიძლია წახვიდე. ისევ პირველი ნაწილი რომ არ გამოგეტოვებინა, ნახავდი მაგას.
| QUOTE | | ხვიჩამ სეზონში 10 გოლი-ასისტი მოაგროვოს და ეგეც გადავა უკეთეს ლიგაში |
ეს უკვე ორმა დაწერა და რამე ინსაიდერული ინფორმაცია გაქვთ? ჯერ-ჯერობით არსად გამოჩენილა რომ ვინმემ სერიოზულად მოინდომა მისი გაყიდვა. ეს მხოლოდ ხვიჩა-20-მილიონი-არ-ღირს სასტავის ფანტაზიებია, რომ თურმე სტატისტიკა ყოფილა დაბრკოლება. 10 გოლს რომ გაიტანს მერე რამდენს დააფასებენ? 50 მილიონს? მერე რამდენი უნდა გაიტანოს რომ გადავიდეს? 30? გაყიდვა რომ ნდომოდათ წელს გაყიდნენ. 1 მოლაპარაკებაზე მაინც იქნებოდა რამე ოფიციალური ინფორმაცია, თუნდაც ჩაშლილზე. საერთოდ არაფერი არ ყოფილა. შესაბამისად, ცხადია მის ევროპაში გაყიდვას არავინ არ აპირებს, გინდა 10 გაიტანოს და გინდა 50. შესაბამისად, ხვიჩაც ჭაობში ჩარჩენის გზას ადგას და ყველა ასე იქნება ვინც რუსეთში წავა. ჩასწორება: ერთადერთი კულისების დონეზე მოდიოდა ჭორები ტოტენჰემის ინტერესზე, და იქაც ტოტენჰემის ფორუმზე დაწერეს აგენტთან იყო პრობლემებიო | QUOTE | | მაგ რუსეთსაც ვერ ქაჩავენ საქმეც მაგაშია |
შეგიძლია თქვა რომ ვერ გაქაჩა, მაგრამ ასევე შეგიძლია თქვა რომ ვერ განვითარდა. რუსეთში განვითარების დაბალი ჭერია. იქიდან კი თავს ვერავინ აღწევს. ყველაზე ნათელი მაგალითი არის ჯანო, ვისაც შეეძლო სუპერვარსკვლავის კარიერა ქონოდა ევროპაში. ამაზე იყო ჩემი კომენტარი მხოლოდ.
This post has been edited by qristefore on 2 Sep 2021, 01:28
--------------------
ოლეეე, ოლააა, ქოცების დედის ტყვნააა (ხალხური)
"What gets us into trouble is not what we don't know, it's what we know for sure that just ain't so." (Mark Twain)
|