ბიჭებო, ვინც ერკვევით, ზოგადად საკითხში და გაქვთ ინტერესი/დრო.
ამასწინ, გადავავლე თვალი თვითერს, ბევრი გამომწერი ყავთ (ნუ ჩვენი საზომით) ჩვენი კალიბრის ქვეყნების "ფან" ფეიჯებს.
კოსოვო, მაკედონია, ფარერები და ზოგადად, სკანდინავია, ლიხტენშტეინი,რუმინეთი და ა.შ
არაერთ საინტერესო ინფოს/ნიუსებს დებენ თავიანთი ქვეყნის ფეხბურთელებსა და ჩემპიონატებზე, 5-10+ გამომწერი ყავთ და საკმაოდ ბევრი ადამიანი, მათ შორის, სკაუტებიც ადევნებენ თვალს.
ჩვენ ჩემპს ერთმა შვედმა და კოსტარიკო/ქართველმა გაუკეთეს საკმაოდ საინტერესო გვერდი, თუმცა დიდი აქტიურობით არ გამოირჩევიან, (თვეში 10 პოსტამდე მაქს), მაგრამ საკმაოდ კარგად მიმოიხილავენ, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო პერიპეტიებს, პოდკასტებითა და პოსტებით. სამწუხაროდ, ბევრი გამომწერი არ ყავთ, ალბათ ნაკლები აქტიურობის გამოც.
მიკლუხოს და ლაშას კი აქვთ ფეიჯები და მადლობა მათ, რომ ამ პლატფორმაზეც ცდილობენ აქტიურობას და ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდებას, თუმცა, ალბათ, მეტის გაკეთებაც შესაძლებელია და უფრო მეტი ინტერესის აღძვრაც ჩვენი ფეხბურთის მიმართ.
ვისაც გექნებათ სურვილი, ხომ არ გვეცადა რამე მსგავსი? კოსოვოელებს თუ ყავთ 10,000 გამომწერი, ჩვენ რა დავაშავეთ?