იყო კი ფეხბურთელების მოთხოვნა?
მე არ მახსოვს, იქნებ სწორედ მწვრთნელისგან (გივიზე არ იფიქროთ, უბრალოდ ეგ იყო ნახსენები და მხოლოდ დაემთხვა) ან ხელმძღვანელობისგან მოდიოდა გაშვების ინიციატივა და მას სჭირდებოდა მაშინ ძალიან მოდური საზოგადოებრივი აზრის შექმნა?
აქ ზევით ეწერა და ეს ნიშანდობლივია, რომ მართლაც არავინ დაიცვა კოლეგებიდან, შტატში 31 ფეხბურთელია. როცა ვამბობთ რომ დაიცვა ან არ დაიცვა, ესე იგი ვიღაცეებისგან იყო დასაცავი, შენივე თავისგან ვერ დაიცავ. ნიშანდობლივია ისიც, რომ მანუჩარი არამარტო ფეხბურთის გუნდიდან წავიდა, არამედ შსს-ს სისტემიდანაც. სპორტიდანაც, ანუ ახალკაცის მტერმა გორგოძემაც არ გაიკარა, არც სპორტკომიტეტმა. არც გოჩა. თუ მილიციონრობა არ უნდოდა სპორტსაზოგადოება დინამოში მოადგილის შტატს დაამატებდა, როგორც მოგვიანებით დათოსთვის, 1 წელი ლოკომოტივს წვრთნიდა,
ფეხბურთელების მოთხოვნა როგორც მახსოვს არ ყოფილა
არც დინამოში 80 წელს. არც სპარტაკში 81წელს და არც ქუთაისში 82 წელს.
ფახთაქორში არ ვიცი.
იყო 75-ში.
76-ში კულაგინმა პეტროვი არ წაიყვანა ნაკრებში, მსოფლიოზე კატოვიცეში, იმიტომ რომ ის აცხადებდა, რომ მას ვარჯიში არ სჭირდება, იგი ისედაც ნავარჯიშევი და მომზადებულია.
77-ში მანუჩარი აირჩიეს კაპიტნად.
78-ში პირველი გამოფენა ჩაატარა ნონ-კონფორმისტი ხატვრების ჯგუფმა ,,ოცი მოსკოველი მხატვარი,,
79-ში წლის ბოლოს ერთმა ახალგაზრდამ იყიდა საღებავები, რომ მომავალი წლის იანვრიდანვე დაეწყო ხატვა
აი ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ 3 წელიწადში 3 სხვადასხვა გუნდიდან გიშვებენ, თან შუა სეზონში ზაფხულში, ვერსად 1 სეზონი არ გაჩერებენ, თუ ვერ ჩერდები, იქნებ შენშია მიზეზი?
და იქნებ ზუსტად ამიტომაც არის რომ მანუჩარი არაფერს არ (ან ვერ, აღარ, ვეღარ) ამბობს. თორემ 20 წლის წინ, რომ გავიცანი, დადგებოდა და ძალზედ ამაზზრზენად ყველას აგინებდა (კანთელაძისა და ქორიძის გარდა, ისინი კი არ იყვნენ მაგარი ფეხბურთეკებიო, აი ესენიო), ამბობენ ერთელ გაუძევებიათ უხეშად კაბინეტიდან ამის გამმო, მე არ შევსწრებივარ. ერტმა თქვა, პანჩურებიც ახსენა. თავს ვერ დავდებ. პრინციპში ვერც ვიჯერებ
უბრალოდ მაშინ ძალიან მნივნელოვანი იყო ე, წ, საზოგადოებრივი აზრის შექმნა,
ყიფიანი კაპიტნობას 79-ში ჩალიჩობდა, აქაოდა დინამო შემტევ ფეხბურთს თამაშობბსო და კაპიტანი თავდამსხმელი უნდა იყოსო, თავის თავზე არ იძახდა, მაგრამ სხვა ვინ იქნებოდა. მაგრამ რაღაცნაირად დააოკეს, და საერთოდ მცველიც აირჩიეს კაპიტნად 1 წლის შემდეგ. ყიფიანის კაპიტნობას სულ არ სჭირდებოდა მანუჩარის წასვლა ან გაგდება, ლობანოვსკი ყოველ წელს ატარებდა კაპიტნის არჩევნებს, ბესონოვი, ბურიაკი, დემიანენკო, ბლოხინი, ფომენკო, კოლოტოვი, ბალტაჩა, ყველას ამათ უკაპიტნია, მუნტიანიც. და მანუჩარის წასვლა კიდევ არ ნიშნავდა მმის ასპროცენტიან გაკაპიტნებას,
ასათიანის ინტერვიუდან
https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/1...o_1980_N145.pdf
ბოლომდე ამ ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ნუ ვენდობით
* * *
fexburti2018