* * *
* * *
* * *
შურა პიტერსკი 30-იან წლებში, ვოლგისპირეთში
* * *
* * *
mcenare-99 რაც ნაღდია, არის ეს:
- მარცხნიდან მეორე: შალვა ერისთავი
- მარჯვნიდან მეორე: მიხეილ ბლანკმანი
საეჭვო:
- პავლე რაზიკაშვილი: მარცხნიდან მესამე ან მარცხნიდან მეექვსე
- კოტე ბაქრაძე: მარცხნიდან მეხუთე
მგალობლიშვილი, ლაზარიშვილი და მალაბეკოვი აზრზე არ ვარ, ვინ არიან.
* * *
შურა პიტერსკის ამბებმა დამაინტერესა, მივქექ-მოვქექე და რაც ვიპოვე, ესაა:
შურა პიტერსკი, იგივე ალექსანდრ კირშენბლატი
Питерский Александр Давидович|Давыдович
დაიბადა 1904 წლის 23 ნოემბერს ლენინგრადში
მამა: დავით კირშენბლატი, Давид Абрамович Киршенблат, ექიმი-თერაპევტი, თბილისში ცხოვრობდა სულ გვიან, 1912 წლიდან. გარდაიცვალა აქვე 1959 წლის მაისში.
https://www.geni.com/people/%D0%94%D0%B0%D0...000028622856724დავით კირშენბლატის ცოლი იყო ფანი პრიმაკოვა, Фанни Яковлевна Примакова, ევგენი პრიმაკოვის დეიდა.
https://www.geni.com/people/%D0%A4%D0%B0%D0...000034747144162ოღონდ არ ვიცი, შურა პიტერსკი ამათი შვილია თუ კირშენბლატს მანამდეც ჰყავდა ცოლი. ყოველ შემთხვევაში, შურას დაბადების თარიღი უსწრებს მისი ძმების თუ ნახევარძმების დაბადების თარიღს.
* * *
ძმები:
- მიხეილ კირშენბლატი, Михаил Давыдович Киршенблат (1905 - 1937), ექიმი, დახვრიტეს სომხეთში. მისკინი შურა პიტერსკის მიაწერს ცნობას, რომ მიხეილ კირშენბლატის დახვრეტა უკავშირდება აღასი ხანჯიანის მკვლელობას, თითქოს მაგ დროს კირშენბლატი იყო თბილისის მთავარი სანიტარული ექიმი, უარი თქვა გვამის შეუმოწმებლად ხელი მოეწერა ხანჯიანის გარდაცვალების ცნობაზე, დაათვალიერა გვამი და აღმოაჩინა ნასროლი ჭრილობა.
https://www.geni.com/people/%D0%9C%D0%B8%D1...000028624366992 - იაკობ კირშენბლატი, Яков Давидович Киршенблат, 23.07.1912 (თბილისი) - 20.10.1980 (ჩერნივცი), ბიოლოგი, მეცნიერი, პროფესორი. ომის დროს ექიმი.
https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9A%D0%B8%...%B2%D0%B8%D1%87გენეალოგიური ხე:
https://ru.rodovid.org/wk/%D0%97%D0%B0%D0%B...81%D1%8C:683635საინტერესოა, რომ არც ეს ხე და geni.com ძმებში არ ახსენებს შურა პიტერსკის. ასევე, ისიც, რომ მიხეილი Давыдович-ია და იაკობი Давидович. შურას ორივე ვარიანტი უწერია:
https://1418museum.ru/heroes/52346881/?SEARCH=Y * * *
ძმიშვილები:
- ვიქტორია მიხეილის ასული კირშენბლატი
- იური იაკობის ძე კირშენბლატი, ფოტოგრაფი თბილისში
- ბორის იაკობის ძე კირშენბლატი, პროგრამისტი, რადიოტექნიკოსი სანკტ-პეტერბურგში
- ირინა იაკობის ასული კირშენბლატი
- ვლადიმირ იაკობის ძე კირშენბლატი, ექიმი, კარდიოლოგი, ჩერნივცის მთავარი თერაპევტი
ცოლი:
- ნინა ანდრეევა. როგორც ჩანს, მერე გაიყარნენ და ანდრეევამ მეორედ იქორწინა სერგეი ელჩიბეკოვზე, ვინც მერე პროლკოვნიკი გამხდარა. ეტყობა, შურა თავად რუსეთში გადავიდა, ცოლ-შვილი კი თბილისში დარჩა ამ ელჩიბეკოვთან. ელჩიბეკოვი შეიძლება ესაა:
https://podvignaroda.ru/?#id=1111432409&tab=navDetailManCard შვილ(ებ)ი
- სულ მცირე, ერთი ქალიშვილი, გათხოვილი ოვანოვზე.
შვილიშვილ(ებ)ი
- მარია ოვანოვა-კირშენბლატი. მსახიობი. დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტი თბილისში. 90-იანების შუა წლებიდან ცხოვრობს ისრაელში.
შვილთაშვილ(ებ)ი
- მარია ოვანოვა ახსენებს თავისი შვილის ბაბუას, ელიზბარ გაბელაიას. გამოდის, რომ ოვანოვა დაქორწინებული იყო ვინმე გაბელაიაზე. (ლისზე რესტორანი ყოფილა "ელიზბარ გაბელაია", პატრონი ამათ ხომ არ ენათესავება ნეტა?)
* * *
კარიერა:
- 1925: სრულიად საქართველოს ცენტრალურ აღმასრულებელ კომისიასთან არსებული ფიზიკური კულტურის უმაღლესი საბჭოს წევრი
- 1930-იან წლებში: საკ.კპ(ბ) ვოლგისპირეთის გერმანელთა ასსრ-ს საოლქო კომიტეტის სახალხო განათლების განყოფილების გამგე
https://wolgadeutsche.net/bibliothek/books/...p_1918_1941.pdf (ბოლოში ის ფოტოცაა, რაც ქვევით მივაბი)
- 1941 წლის 4 ივლისიდან ფრონტზეა.
- 1941 წლის ოქტომბრიდან კარელიის ფრონტის გერმანულენოვანი გაზეთის ფრონტოვიკის რედაქტორი, ბატალიონის კომისარი. (არაა გასაკვირი, მანამდე ხომ სულ პარტიულ-სააგიტაციო საქმიანობას ეწეოდა)
სამხედრო ჯილდოების სიაა აქაა:
https://podvignaroda.ru/?#id=1423961075&tab=navDetailManCard http://forum.patriotcenter.ru/index.php?topic=98332.0 - ომის მერე, ოღონა რა პერიოდიდან, არ ვიცი. ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო აკადემიის პროფესორი
fexburti2018 ანრი, ამ შურაზე რომ გაინტერესებდა დეტალები, მე მგონი საკეთესო ვარიანტი მარია ოვანოვა-კირშენბლატთან დაკავშირებაა. მაგას ნაღდად ეცოდინება. ჩემი წინაპრების ფოტოები ისრაელში წამოვიღეო, უწერია. და მაგ მარიას თბილისში სანაცნობო წრე ნაღდად ჰყავს, თეატრალური აქ დაამთავრა ბოლო-ბოლო.
This post has been edited by Count Szegedi on 15 Feb 2025, 19:09