ფოტო ზედვე ადევს. და ივერიას დისკოგრაფიშიც დევს როგორც ჩანს მართლა ცაბაძე და ივერიაა
ლექსი ვახტანგ ქორიძეზე:
https://www.facebook.com/permalink.php?stor...=61579307926264დღეს ერთი ლექსი მინდა მივუძღვნა
ქართულ ფეხბურთის ძარღვიან მუხას,
ორივ ,,დინამოს'', ასევ ,,გურიის''
ჭარმაგ ვეტერანს ქორიძე ტუხას.
ოქროს ჩემპიონს, თასების მფლობელს,
ვერცხლის პრიზიორს, ფინალისტ ძერას,
ქართველ ქომაგთა გულების მპყრობელს,
ვინც ღირსეულად სჭედს ბედისწერას!
ბევრი ამართლებს გვარის ხასიათს,
ვახტანგი არის ნამდვილი ქორი,
მე არ ვაჭარბებ და ეს ასეა,
მისით ამაყობს ჯიში და გორი.
მშობელ ბათუმში აიდგა ფეხი
და რამიშვილიც მოძღვრავდა დუკა,
ტალანტს უმზერდა დოცენტი, გლეხი,
სულ წინ ვიდოდა და არა უკან.
ბათუმიდან კი თბილისს მოადგა,
ვარსკვლავ-კერპებში ჩარიცხეს ბიჭი,
მთავარ ,,დინამოს'' ოქროს დრო ადგა,
აქაც გაბრწყინდა ბოძებულ ნიჭით.
თბილისში დახვდნენ: მურთაზი, სლავა,
მანო, გურამი, გავაშა, კახი...
რევაზი, ვოვა, ორივ ნოდია,
თუ კანთელაძე: დაცვის ახმახი.
მერე კვლავ ბათუმს მან მიაშურა,
მშობლიურ ზღვასთან განაგრძო სრბოლა,
არა ყალბად თუ ვინმეს საშურად,
საქართველოსთვის უყვარდა ქროლა.
ისევ თბილისში ტუხას თამაში,
ყუმბარ-დარტყმები, თანაც გოლებიც,
ფეხბურთი იყო ძმური ლავაში,
რასაც ვიყოფდით ჩემი ტოლებიც.
მეფეთა მსგავსი, სიმპათიური,
საზღვარგარეთელ ვარსკვლავებს ჰგავდა,
გზნება დაჰქონდა ბურთით ღვთიური,
მამულიშვილურ სპორტულ ნერგს რგავდა.
ნახევარმცველი კოლორიტული,
დიდი ნაკრების ასევე წევრი,
კარგი კაცობის მას აქვს ტიტული,
უყვარს ძმაკაცი, სტუმარი, ქვევრი...
იცოდა სასტიკ ვეფხვივით ბრძოლა,
არცერთ ვარსკვლავთან არდარიდება,
მასთან მრკენელებს ეკვროდათ ძრწოლა,
ასეთს მარადის ხსოვნა-დიდება!
,,დინამოები'' ბათუმ-თბილისის,
ბოლოს ძლიერი ლანჩხუთ-გურია,
გემო ნუგასი, კულიჩ-ირისის,
ის თბილი ხანა მიყვარს, მწყურია.
უნგრეთს, რუმინეთს, ჩეხებს ერკინა,
ჰქონდა ბრინჯაო, ოქრო-ვერცხლია,
თან შეუვალი იყო ეგ რკინა,
ფიცხელ ბრძოლების წვავდა ცეცხლია!
თასების თასზე იქ ვერ წავიდა,
მაგრამ აქ ხალხმა ხელით ატარა,
ბედნიერია ვინაც ცხოვრება
ვახტანგისავით თუ გაატარა.
ბოლოს ლანჩხუთში დაემშვიდობა
მწვანე მინდორზე ტრამვებს და თამაშს,
რვიან მაისურს, მოუღლელ ბუცებს,
კუნთის მოყინვას, მასაჟს და გამაშს.
დღეს ვალმოხდილი ვეტერანია,
თავკაც-თამადა ვეტერანთ კლუბში,
აბა ქართველნი ვინ ვართ რანია?
თუ არ შეგვაქეს ფუტბოლურ ჩხუბში?..
იკრიბებიან ძველი ლომები,
მოიგონებენ გარდასულ დღეებს,
უყვართ მწვადები, სოკო-ღომები,
დაგვილოცავენ ტბებსა და ტყეებს.
დღეგრძელი იყოს ვახტანგ ქორიძე,
კაცი ჯიგარი, ძმებისთვის ,,ტუხა'',
კიდევ ღირსების ორდენ-მფლობელი,
ქართულ ფეხბურთის ნაღდი ბერმუხა!
* * * *
ავტორი: კონსტანტინე ფალავანდიშვილი.16.7.2024. თბილისი.