მიხაკო ორაგველიძეზე თუ არის საუბარი, ეგ იყო სოფელ შრომის კოლმეურნეობის თავმჯდომარე, დღემდე მითოლოგიზებულია მისი პერსონა ოზურგეთში.
ისე ლანჩხუთელი იყო, შუხუთში დაიბადა, თბილისში ისწავლა, მუშაობდა გურიასა და აჭარაში მასწავლებლად, მერე ლანჩხუთში ტრაქტორის სადგურის გამგედ,
გორში, კარალეთის სასოფლო საბჭოში,
1938-წლიდან 1987 წლამდე ანუ პენსიაზე გასვლამდე, იყო შრომაში პირველი კაცი,..კოლმეურნეობის თავმჯდომარე ლამის 50 წელი
ეკუთნის ლეგენდარული ფრაზა, ჯუმბერა პატიაშვილს უთხრა თურმე, ედუარდ შევარდნაძის წასვლა, თქვენმა მოსვლამ გადამატანინა ბ-ნო ჯუმბერო

))
აქ ეძიკასთან ერთად ჩინ-მედლებით

ხუთჯერ მისცეს ლენინის ორდენი! იყო სოციალისტური შრომის გმირი, ორატორი, მოკლედ სოვიეტ გრუზიის გურული "მშვენება", ..
საბჭოთა უკრაინის სოფელი გამოუწვევია სოცშეჯიბრში, როგორც კი დაინიშნა, ეს აღმოჩნდა ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონის სოფელ როვნოს (ახლა რუსებს აქვთ ოკკუპირებული) კოლმეურნეობა..ახლაც მეგობრობენ შრომა და გენიჩესკი..
მიდიოდა თურმე გეგმის შესრულებებში დატოლება, რძის წველით დააწყებული, ჩაის კრეფით დამთავრებული, 40-იანების ბოლოს მოუწვევია უკრაინელები სოფელში ერთი კვირით და სანამ ყანაში ანა ჩაში სამუშაოზე გევიდოდნენ, დილით გურულებს უკრები უკვე არყით ჰყავდათ გამოპენტერებულიო
მეორე მსოფლიო ომის დროს 1000-მდე როვნოელი და გენიჩესკელი შეუფარებია შრომაში და უპატრონია
1942-ში შრომელ კოლმეურნეებს შეაკრებინა მილიონი მანეთი (!) და სტალინს მიწერა ღია წერილი, ამ ფულიით ტანკები დაამზადეთო და ზედ დააწერეთ "ქართველი კოლმეურნეო"..ომის მერე ერთი ტანკი შრომაში ჩამოიყვანეს და პედესტალზე შესვეს, ახლაც დგას ..შრომა, ისევე როგორც მთელი გურია გაწყდა იმ ომში, 200-მდე შრომელი დაიღუპა 400 გაწვეულიდან..ბაბუას ძმაც დაიკარგა ქერჩთან..

სტალინის მერეც მაგრად იყო მიხაკო, შრომა რადგან გენიჩესკთან საბოლოოდ დაძმობილდა, ამის გამო ხშირად ჩადიოდნენ გურული კამუნისტები უკრაინაში
1951-52 წლებში და 77 წელსაც კი "მნათობში" ორაგველიძის მოთხრობაა დაბეჭდილი, "მეგობრობა" ქართველ და უკრაინელ კოლმეურნეებს შორის ურთიერთობას ასახავს
სტალინის მერეც რატო დარჩა ოლიმპოზე...52-ში ყოფილა საქართველოს პარტიულ დელეგაციაში, უკრაინის გასაბჭოების 30 წლისთავზე კიევში, და იქ მიუღია გენერალ ვასილ მჟავანაძეს საკუთარ სახლში, გაუშლია დიდი სუფრა, მჟავანაძეც გურიიდან, ბაილეთიდან იყო წარმოშობით და მიხაკო ისე მოწონებია, ინგლისური ორლულიანი თოფი უჩუქებია..
მერე მჟავანაძე აქ რო გადმოიყვანეს, მიხაკო მოუკითხია, ამას თოფი გაჩუქებული ჰქონია, მონახა პატრონი, ეგრევე უკან დაიბრუნაო და საპატიო ადგილზე ჩამოკიდა მჟავანაძის ფიშტო სახლშიო..

შრომაში 50-იანებში ააშენა დიდი 800 კაციანი კლუბი, ცნობილი მხატვრებს მოახატინა..ახლაც დგას სტალინის ნახატებით, მარა ჩამონგრეულია, ნესტმა შეჭამა..

მოკლედ შრომაში დიდი კაცი იყო....წლების მანძილზე იყო სსრკ-ს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი..დამოუკიდებელ საქართველოსაც მოესწრო..
1988 წელს, გურიიდან როლანდ რეიგანისთვის გოუგზავნია ყანწი ..ამ ყანწით, ძამა, მშვიდობის სადღეგრძელო დამილიეო..

1996 წელს გარდაიცვალა..ბიოგრაფიაში დაბადების წლად ყველგან 1907 უწერია, მარა საფლავის ქვაზე 1910 აწერია რატომღაც

გივი წითლიძე კიდე იყო ნატანების კოლმეურნეობის თავმჯდომარე, მაგას ჰქონდა ლენინის სამი ორდენი და სოციალისტური შრომის გმირობა, იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, სერიოზულ ბრძოლებში ყოფილა, მათ შორის სტალინგრადში, ბელორუსიის განთავისუფლების ოპერაციისთვის მისცეს წითელი ვარსკვლავი, სამჯერ დაჭრილა..
გივი მიხაკოზე პატარა იყო, მარა დიდი კონკურენცია ჰქონიათ, 60-იან წლებში გახდა ნატანებში პირველი კაცი და მაგათი კოლმეურნეობებიც, მაქედან მოყოლებული ომობდნენ თურმე გარდამავალი წითელი დროშისთვის...შრომა უმეტესად უგებდა ნატანებს..თუმცა, რომელიღაცა შვიდწლედში ნატანებსაც მოუგია და მაგისთვის გივის მესამე ლენინის ორდენი მიუღია, წითლიძეც რამდენიმე მოწვევის საბჭოთა დეპუტატი იყო..ეგეც მოესწრო დამოუკიდებელ საქართველოს და 1995 წლამდე აგროფირმა "ნატანების" გენდირექტორი იყო
წითლიძე ყოფილა მაგარი მექალთანე, ეგეთი ამბავია გურიაში გავრცელებული, ერთხელ მახარაძის რაიკომის მდივანი, ეკითხება თურმე მიხაკო ორაგველიძეს
კი მარა წითლიძის კოლმეურნეობას მუშახელი მეტი ჰყავს და გამაგებინე, სულ შენ როგორ იმარჯვებო?
მიხაკოს უპასუხია - ჩემი კოლმეურნეობის ქალები, ამხანაგო მდივანო, ორი ხელით კრეფენ ჩაის, წითლიძის კიდე - ცალითო.
- ცალი ხელით რეიზა კრეფენო?
- რეიზა და, ერთი ხელი უკან აქვთ მიფარებული, გივია რო არ მოგვახტესო!
ნატანებში ქართული სიმღერის ფესტივალი 1961 წელი, მარჯვნიდან მესამე დგას გივი წითლიძე


აქ მიხაკო შრომის ცენტრში, ტანკთან ხვდება პარტიული კომიტეტის მდივან რომან ცეცხლაძეს, იქეთ დგას დემურ დვალიშვილი, მერე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, თავი რო მოიკლა (ნუ რო გაასაღეს) აქეთ, გივი წითლიძე და ოთარ თენეიშვილი, რომელიც იყო საკავშირო გაერთიანება “სოიუზინფორმკინოს” გენერალური დირექტორი, მეტსახელად ცენზორი. 1984 წელს, ეძიკამ თბილისში გადმოიყვანა და მეგობრობის მუზეუმის დირექტორად დანიშნა
This post has been edited by guriaaa on 4 May 2022, 22:36