იგორ კოლივანოვი (რუსეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი): “მართალი გითხრათ, სულ ფეხებზე მკიდია, სად გადავიდა. მისთვის ნამდვილად წინსვლაა, ისე კი, გადავიდა და გადავიდა. ის ხომ რუსი ფეხბურთელი არაა. ალალად გეტყვით, მისი ამბავი საერთოდ არ მაინტერესებს. გაქაჩავს თუ არა იტალიის ჩემპიონატს? ფეხბურთის თამაში ნამდვილად იცის. მნიშვნელოვანია, გუნდს როგორ მოერგება. ეს იოლი ნამდვილად არ იქნება“.
რინატ ბილიალეტდინოვი (ყაზანის რუბინის ყოფილი მწვრთნელი): “ხვიჩა გამოხატული დრიბლინგის მქონე ფეხბურთელია, რომელიც პრობლემების გადაჭრას ინდივიდუალური ქმედებების ხარჯზე ცდილობს. ასეთი ტიპის მოთამაშეები ყველგან საჭირონი არიან, თუმცა, იტალიაში ხომ დაცვის კულტია. იქ თავისი შესაძლებლობების წარმოჩენა გაუჭირდება. მას მსუბუქი წონა აქვს და მომატება სჭირდება, ამ შემთხვევაში კი, შესაძლოა, სისწრაფე დაკარგოს. ჯანო ანანიძის მაგალითი გავიხსენოთ. დიდ იმედებს იძლეოდა და იუნიორებში ისე სჩანდა, რომ სუპერმოთამაშე იქნებოდა. შემდეგ გაირკვა, რომ სუსტი აღნაგობა და მუდმივი ტრავმები დიდი პრობლემა იყო. არ გამიკვირდება, თუკი კვარაცხელიასაც ასე დაემართება”.

ანატოლი ბიშოვეცი (რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი): “თავისი შესაძლებლობების წარმოსაჩენად მან არცთუ კარგი ჩემპიონატი შეარჩია. იტალიაში ხომ მთავარი ფიზიკური მონაცემები, ბრძოლისუნარიანობა და თავგანწირვაა. მხოლოდ ტექნიკურობა არ კმარა, უნივერსალი უნდა იყო: დაცვაში ჩადიოდე და დიდი მოცულობის სამუშაოს ასრულებდე. ამ ფონზე ხვიჩას ადაპტაციის რთული პერიოდი ელის და ამისთვის მზად უნდა იყოს. ისეთ ჩემპიონატში უნდა გადასულიყო, სადაც უპირატესობას შეტევითი პოტენციალის მქონე ნიჭიერ ფეხბურთელებს ანიჭებენ”.
ისევ სიომინი
სპორტი არის ერთ-ერთი საშუალება რომელიც ერთმორწმუნე ერთან დაგვაახლოვებს...
#ბრძოლაშიუბედურები