პირველი ადგილი გვინდა რა, ცალსახად...
ყველაზე ლოგიკურ სცენარს რომ მივყვეთ პირველი ადგილისთვის მინიმუმ 4 ბურთიანი სხვაობით მოგება გვჭირდება გიბრალტართან ან უფრო მეტიც. არადა გიბრალტარი მაგარ ავტობუსს აყენებს ხოლმე. ბულგარელებთან ფრე ითამაშეს სახლში და მაკედონიას 0-2 წააგეს.
თურქეთი ასეთ თამაშს მოიგებს ფარერის კუნძულებთან, შანსი არ არის გარისკოს და მეოთხე ადგილზე გასასვლელად გაიხადოს საქმე. ნომინალში თურქეთი ყველასთან ფავორიტი იქნება და ყველაზე მეტად რაც სჭირდება არის საკუთარი მოედანი. ერთი ბურთის სხვაობითაც რომ მოიგოს თურქეთმა (0-1), თურქეთს უხდება 18-3 (+15) ბურთები, ჩვენ 0-3 რომ მოვიგოთ გასვლაზე გიბრალტართან, გვიხდება 17-2 (+15) და სხვაობა იგივეა, მაგრამ თურქეთი გაგვისწრებს მეტი გატანილით. ამიტომ დამაჯერებლად რომ ვიგრძნოთ თავი 4 ბურთიანი სხვაობა გვინდა.
ღმერთმა არ ქნას თურქეთმა რომ ფარერებში 2 ან მეტი ბურთით მოიგოს.... 5 ან 6 უპასუხო ბურთი გვექნება გასატანი, რაც შეუსრულებელია ჩემი აზრით.
მოკლედ უნდა ამოვტენოთ გიბრალტარი, რაც შეგვიძლია.
მესამე ადგილს დიდი ალბათობით საბერძნეთი დაიკავებს. ვერ დარჩება მანდ ყაზახეთი, ასე მგონია.
ყაზახეთს აქვს გასვლა ბაქოში, ფრე გაცილებით რეალურია. დიდია ალბათობა რომ ყაზახეთი 1 ქულაზე მეტს ვერ აიღებს მანდ, 14 ქულას დასჯერდება და გავა მეოთხე ადგილზე.
კარგია რომ ამას წინასწარ გავიგებთ. ხვალ აქვს ყაზახეთს თამაში და შედეგი გვეცოდინება. თუ გაგვიმართლა და მოიგო კი, მაგრამ მეეჭვება.
საბერძნეთი სახლში მოუგებს ჩრდილოეთ ირლანდიას და 15 ქულით გავა მესამე ადგილზე. ძალიან დიდია ამის შანსი, მითუმეტეს დღევანდელი მარცხის შემდეგ.
მოკლედ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ხვალინდელ თამაშებს.
კარგია რომ ყველაფერი გვეცოდინება წინასწარ.
თუ ყაზახეთი იგებს (რისი ალბათობაც მცირეა) როგორმე თურქეთი უნდა გავუშვათ წინ და მინიმალური მოგება ვიკმაროთ
მაგრამ თუ ყაზახეთი ფრეს თამაშობს და თურქეთი დამაჯერებლად იგებს (რისი ალბათობაც გაცილებით მეტია) მაშინ უნდა ამოვტენოთ გიბრალტარი და ამოტენაში იგულისხმება ის რომ რა სხვაობითაც თურქეთი ფარერებს მოუგებს, იმაზე სამი ბურთით უფრო დიდი სხვაობით უნდა მოვუგოთ გიბრალტარს.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 25 Sep 2022, 01:06
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)