ლ.დანელია

       
ჯგუფი: Members
წერილები: 28930
წევრი No.: 111738
რეგისტრ.: 7-February 10
|
#61454725 · 6 Aug 2024, 11:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
crack94
QUOTE | იმ კარუსელების მომხრეც არ ვიყავი სისტემატურობაა საჭირო მაგრამ რაც ხდება ახლა და რა დონეც არის ამ ეტაპზე ეს არასდროს ყოფილა ესტონეთი ფარერები მალტა მონტენეგრო ვისაც უსწორდება ყველა გვიგდებს გუნდებს კარუსელების დროს ძალიან იშვიათი იყო მსგავსი რამ რაც ახლა ხდება |
QUOTE | რაც შეეხება ელიგის ტოპ 11 კი არა არაევროთასებზე გასული გუნდებიდან ქართველებიც რომ წამოგეყვანა ნორმალურები ამ მონტენეგროს ###ობებს ხო გამოაგდებდი და პლუს ჰიკსაც მიაყოლებდი |
გრიგოლიჩი როგორ მართავს სახელმწიფოს? გამაზავს თავისიანს, დააბამს ფულით, ოპოზიციის დიდ ნაწილს, ყველა ვინც პრობლემაა თავისიანს ხდის და უბერავს ამდენი წელია, ერთ-ერთი ამ გეგმის ნაწილია სხვათაშორის ფონდი და თანაბარი დაფინანსება, იმისთვის რომ აჯობოს ოპოზიციამ უნდა პირველ რიგში უნდა გაერთიანდნენ და არ დაჭამონ ერთმანეთი. ისევეა აქაც, ჩვენ რომ ჭეშმარიტებამდე მივიდეთ, საჭიროა საერთო აზრი. საერთო აზრი და ერთიანი ფედერაციამ გახადა ქართული ფეხბურთი, ასეთ დღეში გვაქვს ჩემპიონატი, ამდენი ვეტერანი გვყავს და ერთმა მაინც გააკრიტიკა ღიად? რანაირად, როცა გადახედეთ ევროპაზე, ვინეებმა გამოგვადგებს. ამიტომ, ჩვენ თუ გვინდა პრობლემების სათავეს მივაგნოთ, რანაირად შეიძლება ერთიდაიგივე იმეორო, მიიყვანონ საუკეთესო ფეხბურთელებიო, ამიხსენი, როგორ მიგყავს? კონტრაქტი აქვს ყველას, მაგალითისთვის ავიღოთ, მამაგეიშვილში ნახევარ მილიონს მოგთხოვს ხეჩიკაშვილი, ხორხელში 150 000, ლიგა 2 ში ვინც არის საუკეთსო ძაგანია, 300 000. ხო შეიძლება, ამიხსნა, როგორ მიგყავს ეს ფეხბურთელები? ის ადრე კარუსელები რომ ტრიალებდა, 1 წლიანი კონტრაქტები ქონდათ, მაგალითად აფციაურის ბოლნისში, კოშკაძეს გურიაში, შოთა გრიგალაშვილს ბორჯომში. გაჩნდა ფული ხო დაუშვათ რუსთავში, მიიყვანა სამივე, მიცა 20 000 "პადიომნი" ფეხბურთელს, ახალ აღებულ "პადიომნზე" კარგ ხასიათზე, ზაფხულში, ადგნენ და კი გამოაგდეს რაღაც გუნდი, მთლად ასე ###ობებიც არ იყო. ახლა დაუშვათ, კოშკაძის დონის ფეხბურთელი ზარია ყაზახეთშია, ბევრ ქვეყანაში გაჩნდა ფული და გაიზარდა ფეხბურთისადმი ინტერესი, ფეხბურთელების რაოდენობამ კი იკლო, ამიტომაა ნაჭყებიას და გაფრინდაშვილის დონის ფეხბურთელსაც ვერ ვინარჩუნებთ. აი კვეკვე-კაშიების ფული, მარტო ერთ გუნდს აქვს.
ახლა გამოსავალი, ნახუი პირველ რიგში საერთო დაფინანსება, საპრიზო ფონდი მარტო ევროპაზე გასულ გუნდებს. იმ სხვა გუნდებს, მოშივდებათ, ადგებიან და ახალგაზრდების გაზრდას შეეცდებიან, ლეგიონერებს თუ ჩამოიყვანენ და გაამართლა 5 დან 1 მაც, ევროპაზე გასულმა გუნდებმა უნდა აიყვანონ. ახლა იციან აქვთ 2500 ლარი ხელფასი ყველამ და არც ხელს ანძრევენ და არც ფეხს. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, ლიგა 1 ის ლიდერია ხოა გორის დილა, ლიგა 3 ის გონიო, ქართველ ფეხბურთელებს გონიოში უფრო კარგი ხელფასები და პირობები აქვთ, ვიდრე დილაში, დაამთავრეთ აქ საუბარი, ამ ###ობა სისტემაზე.
მეორე და უმთავრესი, არის ფედერაციამ გახსნილ აკადემიებში კარასკოები ჩამოიყვანოს, ყველა ვარიანტში წამოვლენ ახალგაზრდები. ახლა კი, არ გვყავს აკადემიებში შესაბამისი კადრები და შედეგად, აზრს კარგავს ეს შენობები. ისედაც დიდი ხანია უკვე გახსნილი აქვთ და გამოუშვით თაობებიო, ერთი გულიაშვილს გეტყვიან, აი გავზარდეთო, ეგ არის საქმე? არ არის.
მესამე კიდე, კლუბებში რამოდენიმე ეფექტური კადრი მიყვანა, რომლებიც გადამზადდბიან აქაც და ევროპაშიც, სპორტული მენეჯერი, ინფრასტრუქტურის მენეჯერი, სოც მედიის მენეჯერი. სხვების ###ობებს და უსაქმურობას, გადაფარავენ და კარგად მუშაობის შემთხვევაში, უმაქნის კადრების ჩანაცვლებას დაიწყებენ და შეძლებენ კიდევაც, თუ ამ 3 მიმართულებათ, პროფებს გამოძებნი, რა თქმა უნდა იგივე ამ ფორუმზე არაერთი ასეთი კადრია, რომლებსაც არც შევადარებ კლუბებში დასაქმებულ ხალხს, რომლებსაც ჩემდა საუბედუროდ, დიდ ნაწილს ვიცნობ.
სხვა დანარჩენი, მათ შორის ინფრასტრუქტურა, ტრანსფერები, ქვეპუნქტებია და აქ განვრცობა არაფერს მოგვცემს, ამ ჩონჩხზე კი თუ დავფიქრდით და მივედით ამ დასკვნამდე, მერე უკვე უამრავი საკითხის მოგვარება შეიძლება და დალაგება, ახლა კი ყველაფერი ბლაა ბლაა და სახელების დამახსოვრებაც არ მინდა ისეთი გუნდები გვისვმევს ერთ ადგილას.
|