სცენარი N1: უკრაინა უგებს ესპანეთს და სამივე ნაკრები გადავდივართ 2-2 ბალანსით, ოღონდთ თანაბარ ქულებზე ესპანეთსაც და უკრაინასაც ექნება უშუალო შეხვედრებში უკეთესი ბურთების სხვაობის გამო უპირატესობა ( და აქ ალბათ კიდევ ერთხელ მოგვიკითხავს ბაგაცკისი ხო გეუბნებოდითო გვეტყვის

)
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ამ შემთხვევაში აგვისტოში ვთამაშობთ
- სახლში იტალიასთან
- გასვლა ისლანდიაში
ამ ვარიანტის დიდი პლუსი არის ის, რომ ჩვენ აგვისტოში ძლიერი შემადგენლობით ვეთამაშებით ისლანდიის დასუსტებულ შემადგენლობას ვინაიდან მათ არ ეყოლებათ თავიანთი უპირობო ლიდერი რომელიც როგორც ამ დროს ამბობენ ხოლმე "ნახევარი გუნდია" ფაქტიურად ისლაანდიისთვის !
აქვე მეორე პლუსზეც რომ ვთქვათ არის ისიც რომ ასეთ შემთხვევაში ისლანდიასთან არ უწევს აგვისტოს შემადგენლობით მოთამაშე უკრაინას თამაში, ანუ ისინი ისლანდიას ეთამაშებაინ უფრო სუსტი შემადგენლობით ვიდრე ახლა ეყოლებათ (მინიმუმ 2 NBA მოთამაშე აღარ ეყოლებათ ნოემბერი - დეკემბერში) და ისლანდიასაც იმ დროისთვის შესაძლოა დაუბრუნდეს თავისი მთავარი ლიდერი. ფაქტიურად უკრაინას ექნება საბრძოლო თამაშები ისლანდიასთან, სადაც დიდი შენსია ვერ მოიგოს ორივე, მაშინ როცა აგვისტოში 99.9% -ით გარანტირებული მოგება ექნება ჩემი აზრით.
მესამე პლუსი არის რომ იტალიის უძლიერეს შემადგენლობას ვეთამაშებით სახლში (აგვისტოში ყველა ვარიანტში ვეთამაშებით) და არა გასვლას, რაც უფრო ზრდის ცხადია შანსებს. აი გასვლას უკვე ისეთ დროს ვითამაშებთ, სადაც აღარც იტალიას ეყოლება ლიდერები (აქამდე ვირტუსის მოთამაშეები მაინც ჰყავდა და ახლა ვირტუსიც ევროლიგაზეა), მაგრამ ჯამშია არაა გამორიცხული რომ ჩვენ მაინც უკეთესი შემადგენლობა შევკრათ. ანუ იტალიის დანაკლისის ცალსახად უფრო დიდი იქნება ვიდრე ჩვენი.
მეოთხე პლუსად ალბათ ისიც უნდა ჩაითვალოს რომ ამ სცენარში მეორე ეტაპზე მოგებებით მხოლოდ 2 გუნდს (იტალია -ისლანდია) ჩამოვრჩებით, რაც მეტ ვარიაციებს იძლევა მითუფრო აგვისტოს შემდეგ როცა არც ესპანეთი იქნება მთლად დაუმარცხებელი პრიციპში ...
სეცნარი 2 ესპანეთი უგებს უკრაინას და გადადის 3:1 ბალანსით, ჩვენ 2:2 და უკრაინა 1:3
_________________________________________________________________________________
ამ ვარიანტის ერთადერთი, მაგრამ ძლიერი (მთავარი) უპირატესობაა რომ უკრაინასთან როგორც ალბათ მთავარ კონკურენტთან მიმართებაში 1 ნაბიჯით წინ ვართ , რაც მეორე ეტაპზე თანაბარი მოგება -წაგებების პირობებში გვაძლევს უპირატესობას .
სამაგიეროდ აქ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პლუსი აქ მინუსი ხდება ... საქმე ისაა რა გადაწონის

ამ შემთხვევაში აგვისტოში გვაქვს
- იტალიაში გასვლა
- ჰოლანდიასთან სახლში
აქ ცხადია იტალიასთან შანსიც იცვლება, მაგრამ მთავარი მინუს მაინც ისაა რომ ისლანდიას ამ დროს არ ვხდებით, ანუ გაძლიერებული საქართველო ვს დასუსტებული ისლადნია, რაც როგორც ზემოთ დავწერე უკრაინაზე ამჯერად ჩვენზეც იგივეს ვიტყოდი რომ მოგვცემდა თითქმის გარანტირებულ მოგებას ერთერთ უშუალო კონკურენტთან თუ ეს შეხვედრა მოხდებოდა აგვისტოში ! მერე უკვე ისლანდიაში თამაში როცა თავად ისლანდია გაძ₾იერდება და ჩვენ შედარებით დავსუსტდებით ( მინიმუმ მამუ, გოგა , რატის და შესაძლოა თოკოს გამოც) აი მანდ სულ სხვა სიტუაცია იხატება (წინასწარ) შანსების თვალსაზრისით.
მოკლედ, არ მაქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული აზრი რომელი სცენარი ჯობია ჩვენთვის, მაგრამ მთლად ასე მარტივად ასარჩევი რომ არაა ფაქტია ...