კი მაგაში მეც დარწმუნებული ვარ და თვითონ თუ თქვა ეგ ტეხავს ზუსტად (მაგას ვგულისხმობდი).
როცა კლუბში თამაშობს აღარ აქვს მნიშვნელობა რა ხდებოდა მანამდე (და რითი შეფუთავ), თუ კლუბში თამაშობ ნაკრებშიც უნდა ჩამოხვიდე !
მითუფრო რომ 6 თვეში ერთხელ გიძახებენ და მაშინ წყდება ყველაფერი ნაკრებისთვის. იმ კლუბშიც რომ ხარ ნაკრების დიდი დამსახურებით, თორემ ისიც გვახსოვს თვეობით უთამაშებელს (და უკლუბოს) მხოლოდ ნაკრებში რომ ვხედავდით და ფაქტიურად მაგით რჩებოდა აქტიური საკალათბურთო სამყაროს ჰორიზონტზე.
იმედია, სანაძეს ეს ყველაფერი ჩვენზე უკეთ ესმის და უბრალოდ შეცდომაა (ამიტომაც არ დავწერე წინა პოსტში ამაზე დეტალურად - "ტეხავს"-ში რას ვგულისხმობდი)
გინდა სანაძე იყოს და გინდა ბურჯანაძ და გინდახ სხვა, თუ კლუბში თამაშობს ნაკრებშიც უნდა გამოცხადდეს და "იქსქიუზები" აქ აღარ უნდა იყოს მისაღები !
პ.ს. იმედია ამჯერად სულ ტყუილად ვწერე ამდენი

მაგრამ გრიზლი შენი ბრალიცაა შენ ამიგდე სატოპკე
* * *
ჩრდილოეთ მაკედონიამ საქართველოსთან მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელამაკედონიელთა დამრიგებელმა 24 კალათბურთელი გამოიძახა, რომლებიც ძირითადად ეროვნულ ჩემპიონატს წარმოადგენენ, ლეგიონერი კი ექვსია: 3 ესპანეთიდან, 2 აშშ-ს კოლეჯების ლიგიდანა და ერთიც – რუმინეთიდან.
უდავოა, რომ მეტოქის რიგებში ყველაზე გამორჩეულები ვალენსიას უკანახაზელი ნენად დიმიტრიევიჩი და ბეტისში ბექა ბურჯანაძის თანაგუნდელი, ნატურალიზებული ამერიკელი ჯეიკობ ვილი არიან, 18 წლის ცენტრი ტეოდორ სიმიჩი კი ბარსელონას ახალგაზრდულ გუნდშია და ძალიან პერსპექტიულ მოთამაშედ ითვლება.
საინტერესოა, რომ ნაკრებში არიან მოთამაშეები NCAA-დან: აღმოსავლეთ მიჩიგანის მცველი ლუკა სავიჩევიჩი და ვაშინგტონ სტეიტის ფორვარდი ანდრეი იაკიმოვსკი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებები 24 თებერვალს თბილისში ითამაშებენ, 27-ში კი სკოპიეში მატჩია დაგეგმილი. პირველი საკვალიფიკაციო ფანჯრის ეგიდით ილიას ზუროსის გუნდმა უკრაინას 88:83 სძლია, რასაც ესპანეთში წაგება (61:89) მოჰყვა. მაკედონიელებმა ორივე შეხვედრა დათმეს: ესპანეთთან – 65:94, უკრაინასთან კი – 61:78. შემდეგ ეტაპზე ჯგუფის 3 საუკეთესო ნაკრები გავა.
ჩრდილოეთ მაკედონია საქართველოსთან
ბოიან კრსტევსკი, კრისტიან ნიკოლოვი, დამიან რობევი, ადემ მეკიჩი დამიან სტოიანოვსკი, ვოიდან სტოიანოვსკი (ყველა – სკოპიე აეროდრომი), ანდრეი ანდონოსკი, ვიკტორ ისაილოსკი, დარიო მიტევსკი, მაკსიმ მიტევსკი (ყველა – სკოპიე უნი ბანკა), ბობან სტაიჩი, სტოიან გუროსკი (ორივე – პელისტერი), ვიკტორ ეფრემოვსკი (გოსტივარი), ანდრეი მასლინკო (ტფტ), ანდრეი მიტრევსკი, ამარ ჰოტი (ორივე – ფენიკს 2010), პაველ დანაილოვსკი, ვალმირ კაკრუკი (ორივე – რაბოტნიჩკი), ანდრეი მაგდევსკი (პლოეშტი, რუმინეთი), ნენად დიმიტრიევიჩი (ვალენსია, ესპანეთი), ტეოდორ სიმიჩი (ბარსელონა, ესპანეთი), ჯეიკობ ვილი (ბეტისი, ესპანეთი), ლუკა სავიჩევიჩი (აღმოსავლეთ მიჩიგანი, NCAA), ანდრეი იაკომოვსკი (ვაშინგტონ სტეიტი, NCAA).
https://popsport.com/article/42250-chrdiloe...loba-daasakhela This post has been edited by QOMAGI on 16 Feb 2022, 19:33