ხშირიად მიფიქრია და რახან ბოქოლიშვილი ახსენე ბარემ დავწერ:
ტოლიკა კლუბის გარდა ნაკრების მწვრთნელიც რომ არის ნაკრებზე პასუხისმგებლობას ხომ გრძნობს ? ან სულაც რომ არ იყოს სანაკრებო შტაბში გული ხომ შესტკივა ნაკრებზე არა ?! ამ ბოქოლიშვილს ასეთი მნიშვნელოვანი როლი რომ აქვს ნაკრებში (აქამდე ასეა და ზუროსის დამოკიდებულებიდან გამომდინარე დიდი შანსია, რომ მომავალ თამაშებშიც ასე იყოს), არ შეიძლება რომ კლუბშიც მისცეს მიახლოებული როლი და ყველა შეტევა / სროლა იმ არაფრის მომცემ ლეგიონერებზე არ ჰქონდეს აწყობილი ?
გასაგებია საკმარისად თამაშობს დროის კუთხით , მაგრამ ხომ ფაქტია რომ ნაკრებში მოდის ბოქოლიშვილზე სროლები ? ჰოდა მიეცი კლუბშიც, რაში გვადგება ერთი ეგ არაფრის მომცემი ლეგიონერების "ბლატავი" ? მე შენ გეტყვი სადმე არ გავდიოდეთ და ევროთასებისთვის ვამზადებდეთ გუნდებს .
ჩვენი სათამაშო სტილიდან გამომდინარე უწევს და როცა მოედანზე იქნება მომავალშიც მოუწევს ჩვენს გარდებს სროლები (ხშირად ვაიდ ოფენზეც მოხდება ბურთის გამოტანა) ამიტომ ბოქოლიშვილი მთელ სეზონს ისე არ უნდა თამაშობდეს კლუბში რომ 1 სროლა უწევდეს მხოლოდ თამაშში პერიმეტრიდან ! უნდა ესმოდეს რომ ჩვენთვის (ვისგანაც ფინანსდებიან ბოლო-ბოლო) ნაკრები ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ჩაკეტილ სუპერლიგაში პლუს-მინუს ერთი-ორი თამაშის მოგება ამა თუ იმ გუნდის მიერ !
ჩვენი მეტოქე როცა ჩვენს მაღლებზე (თოკო, შერმა) აკეთებს აქცენტს, მთელი ძალისხმევა დაცვაში მათზე და პლუს პერიმეტრიდან მაკფადენზეა გადატანილი, ამის ხარჯზე უკვე ხშირად უშვებენ შეგნებულად მეტოქეები, რომ დიდი ძალისხმევით დაცული სამწამიანიდან გამოსული ბურთი მთავარია მაკფადენმა არ ისროლოს (თავისუფლად) და ვინმე სხვა თუნდაც შედარებით თავისუფლად დარჩეს პერიმეტრზე .
ამიტომაა მნიშვნელოვანი რომ ამ დროს ბოქოლიშვილი, ჯინჭარაძე, ანდრონიკაშვილი, ფევაძე თუ ვინც იქნება მისაღები პროცენტით ისროლონ შედარებით თავისუფალი სროლები.
რაც მაგალითად არ მოხდა (ვერ მოვახერხეთ) ესპანეთთან, როცა სამწამიანი + მაკფადენის დაცვის ხარჯზე შენგნებულად ტოვებდნენ ესპანელები ზოგჯერ ჩვენებს და ამან გაამართლა ვინაიდან იმ მომენტში ვინც მოედანზე იდგა ან საერთოდ არ ისროდა ვაიდ ოფენიდან (მაგალითად მაზიაშვილი მახსენდება მინიმუმ 2-3 ჯერ) ან ვერ აგდებდნენ (ფევაძე, ფხაკაძე, ბერიშვილი). შედეგი ყველამ ვიცით.
ზუროსი ცხადია თამაშის სტილს არ შეცვლის და აქცენტი ისევ მაღლებზე გაკეთდება (ლოგიკურადაც), შესაბამისად ზოგჯერ ამას მეტოქე ისე უპასუხებს როგორც ესპანეთმა და ამიტომ საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენები მზად იყვნენ პერიმეტრიდან შედარებით თავისუფალი სროლებისთვის (იგულისხმება ჩააგდონ მეტ-ნაკლებად მისაღები პროცენტით).
პ.ს ცხადია ეს ყოველთვის ასე არ იქნება და მაღალი კლასის გუნდები, რომლებსაც თავადაც ჰყავთ მაღალი კლასის მაღლები (სრული შემადგენლობით მყოფი თურქეთ, ესპანეთი) არ მიმართავს ასეთ ტაქტიკას და ბალანსის დაცვით შეეცდებიან ჩვენი მაღლების შეჩერებას, მაგრამ სხვებს მოუწევთ ზოგჯერ ამის გაკეთება და ამ დროს მზად უნდა იყვნენ ...
* * *
გადავამოწმე და ბოქოლიშვილი ამ სეზონში რუსთავში საშუალოდ 1.5 სამიანს ისვრის თამაშში, ნაკრებში კი 2.5 ჯერ ...
საშ. 4-5 ჯერ რომ ისროდეს სუპერლიგაში მერე ნაკრებშიც მეტი მზაობა და უკეთესი პროცენტიც ექნება. ახლა გამოდის მთელი სეზონი თითქმის არ ესვრის და ბრახ ნაკრებშო უწევს სროლები. ძნელი პრაქტიკის გარეშე ასეთ დროს მაღალი პროცენტით ესროლო .
ვიღაც კილინგები, პრაისები, პიპკინსები ნაღდად არაფერში მარგია და მანაღვლებს
* * *
java83