CurvaFiesoleგენავე
crack94კარგად, შენ?
დინამოს ნაყურები წესით კი უნდა იყო შედარებით უკეთ. ლაქსალტი, შუნინი, პერუს ნაკრების მცველი ვალბუენა (ვესტ ჰემ ნათამაშები) მაკაროვი, ფომინი....არაა ის ხალხი, თუნდაც ამხანაგურის მოგება რომ არ გაგიხარდეს.
მაგრამ, ცხადაძემ თუ კიდე 5 მცველი დააყენა, აი სანამ გაიყვანს გუნდს, მანამდეა გასაშვები გასახდელიდან. 5 მცველში, კირკიტაძის და კამარას შესაძლობლების 30 % მიღებაც კი შეუძლებელია. აი 4 მცველში, მათ უკან ხარაბაძე-მალი რომ იქნებიან, სერიოზული ფრანგები იქნება, მარუშიჩი რომ დარჩენილიყო ასეთი ფლანგებით ღირებული გუნდის მიღება იქნებოდა შესაძლებელი (მიუხედავად სხვა პრობლემური პოზიციებისა)
რაც შეეხება ხარაბაძეს და აზაროვს, მკვეთრად განსხვავებული სტილია. 4 მცველში, ულაპარაკოდ ხარაბაძე მირჩევნია, რადგან აზაროვს ძაან სუსტია დაცვით ფაზაში. გიორბელიძის დონე კი გამოჩნდა ძლიერ გუნდებთან, სამწუხაროდ ჩავარდა. თუმცა გიორბელიძე უნდა ავღნიშნო რომ ძალიან კარგი ადამიანია და რაც მაგან გააკეთა, ჩაკვესთან ჰამბურგში ჩასვლით, არამგონია ბევრს მოაფიქრდეს ნაკრებიდან. ამ ფაქტორს დიდი მნიშვნელობა აქვს, რაღაც არამგონია ხარაბაძე, მსგავსი ტიპაჟი იყოს და ბოლომდე გათავისებული ჰქონდეს ფეხბურთის და ნაკრების მნიშვნელობა. მისი შესაძლობების და ნიჭის პატრონი, ახლა სადაც იყო, ციურიხში, მინიმუმ მანდ უნდა იყოს.
ახლა რაც შეეხება, კონკრეტულ შეფასებას. რასაც წინა გვერდებზე ვწერდით, ზუსტად იგივე პრობლემები აქვს ხარაბაძეს, შეძლებულ ოჯახშია გაზრდილი და მისთვის ფეხბურთი პრიორიტეტი არ არის. მოუწესრიგებლად აცვია ფორმა, სტანდარტულებზე არ არის ყურადღებით, ზონებს დროზე არ ავსებს.
თუკი დინამო გაძლიერებულად და პერსონალურად იმუშავებს მასზე, აბსოლუტურად ყველა საფეხბურთო თვისება აქვს, რომ მაღალი დონის ფეხბურთელი მივიღოთ. ზუსტად იმ დონის ტალანტია, როგორიც, მამარდა და გაგნიძე არიან თავიანთ პოზიციებზე.