ვილიმ თუ ბოლო ლოკომოტივი-ბათუმის თამაში ნახა და კობახიძეს მაინც დაუძახა, მის კვალიფიკაციაში ეჭვის შეტანა შეიძლება.
თუკი დვალიშვილის გავლენით დაუძახეს, მეორე უკიდურესობა ჩნდება, თუმცა ამის ალბათობა 1% იც არ არის.
აქ საქმე გვაქვს გაცილებით მაშტაბურ პრობლემასთან, რასაც ცენტრალური მცველების აღზრდის უუნარობა ქვია.
მოდი დავიწყოთ...საიდან უნდა შეივსოს ნაკრები? რა თქმა უნდა 21 წლამდე და 19 წლამდე ნაკრებიდან. გადავხედოთ ამ ასაკობრივებში მოთამაშე მცველებს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელა, ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი),მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი B, ესპანეთი)
მცველები: დავით გოგოტიშვილი (დინამო თბილისი), მუხრან ბაგრატიონი (დინამო თბილისი), თორნიკე დუნდუა (დინამო თბილისი), გიორგი პირტახია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკოლოზ უგრეხელიძე (დინამო თბილისი), საბა გოგლიჩიძე (ტორპედო ქუთაისი), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი გვიშიანი (დინამო თბილისი), თემურ გონგაძე (დინამო თბილისი), ლუკა ლაცაბიძე (დინამო თბილისი), ზურაბ რუხაძე (საბურთალო)
19 წლამდე ნაკრებიდან, ზოგი ფლანგის მცველია, მაგრამ აზრი არ იცვლება, რამდენი თამაშობს აქედან?
21 წლამდე ბიჭმა თუ არ ითამაშა ეროვნულ ლიგაში. აბა როდის უნდა დაიწყოს თამაში? ის მერე ევროპაში შეძლებს თამაშს? ან ვინმე წაიყვანს აქედან 23 წელს გადაცილებულ მცველს?
სულ რამდენი გუნდი გვყავს ეროვნულ ლიგაში, 10 ხო? აი მეორე ლიგა ავიღოთ კიდე 10. ხოოდა რა გამოდის, უმეტესობა 2 ცენტრალური მცველით თამაშობს, ზოგი 3-ით, საშუალოდ 50 ცენტრალური მცველი ვთქვათ. რამდენი 21 წლამდე თამაშობს ამ 50 იდან? მაქსიმუმ 5 !!! ეს არის კატასტროფული ციფრი, თუ არ ითამაშა ცენტრალურმა მცველმა როგორ გაიზრდება?! როცა გარკვეული შესაძლებლობა მქონდა კლუბებებში, ყველგან მყავდა ახალგაზრდები, ასაკობრივის მცველები. თუმცა ეს რა მოსატანია...
12 წელი გავიდა რაც გურამ კაშია აქედან წავიდა, ისიც რომ არ ჟორდანია ექნებოდა ესეთი კაროერა? მის მერე ვინ ავღზარდეთ ცენტრალური მცველი?
ავიღოთ ის ფეხბურთელები ვინც ითამაშა ნაკრებში...
ხოჭოლავა ხო ჩამოვწერეს დინამოდან? დინამო კი არა, დაქცეული კოლხეთამდე გუნდი არ აღმოჩნდა რომ დაეძახა და ტიპმა რა ქამბექი დადო...ისიც უკრაინული ფესვები ჰქონია (ახლახან გავიგე, ალბათ ბევრმა თქვენთაგანმაც) მაგიტო მოხვდა ოდესაში ეტყობა.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
გახსოვთ აქ როგორ დაცინოდით ბევრი საბა კვირკველიას? ამისგან მცველი როგორ უნდა გამოვიდესო?! მართლა დასაცინი იყო, მაგრამ კი დადგა ჩვენს დონეზე ტოპ მცველი. იცით რატომ? ნდობა ჰქონდა.
ხუილოსტანში რამდენი ცენტრალური მცველიც გამოჩნდა ქართული გვარით და ფესვებით, ყველამ ითამაშა სანაკრებო დონეზე. კვირკველია, ჯიქია, გრიგალავა. ტაბიძეც ევროპიდან, უპრაქტიკო წაიყვანეს და აათამაშეს.
სანამ აქ ვინმე გამომიხტებით და რუსეთის გინებას და ჩემს დაცინვას დაიწყებთ, აბა კარგად გამახსენეთ ჩვენ რამდენი გავზარდეთ ბოლო 10 წელში?! ლოჩოშვილი, ესეც თუ გაზრდილი ქვია, მაგაზე სასაცილოდ არავინ დარბოდა ჩემპიონატში, ფიზიკური მონაცემების გამო წაიყვანეს და ცდილობენ გამოთალონ რამე.
მარგველაშვილის ბოსნიაში წასვლას, იმედია საქმის გაკეთებას არ თვლით...
კიდე ვინ? იქნებ მე ვერ ვიხსენებ.
თან საუბარი გვაქვს ისეთ პოზიციაზე, სადაც ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელები გვყავდა ისტორიის მანძილზე, ხურცილავა, ჩივაძე, კალაძე.
როდესაც ვწერთ უნდა წამოვიდნენ რუსეთიდანო, რა თქმა უნდა, თავმოყვარე ადამიანი იქ არ უნდა გაჩერდეს. მაგრამ ჩვენ რისი შესაძლებლობაც გვაქვს? ამასაც ხომ უნდა შევხედოთ და გადავხედოთ რომ ამდენი წლის უმაქნისად ყოფნა, რომ ავანაზღაუროთ. ხომ დავუშვით ამდენი წელი შეცდომა? ახლა მაინც რატომ არავინ ცდილობს რომ ღირებული საქმე გააკეთოს?
კარგი, აქ გაზრდას თავი დაანებეთ, აგერ საზონოვი გამოჩნდა, ქართულად საუბრობს. თვიღონ იძახის, ვფიქრობ რომელი ნაკრები ავირჩიოო და ესენი ახალგაზრულს თავაზობენ. ახალგაზრდულში როცა ფიზიკურად არ გვყავს მაგის მონაცემების ფეხბურთელი.
ტანკია ჩვეულებრივი, ყველაფერი აქვს რომ მაღალი დონის მცველი დადგეს. კაშიას ასაკიდან და სხვა მცველების სათამაშო პრაქტიკიდან გამომდინარე, ეროვნულში როგორ არ უნდა დაუძახო? მე არ მესმის და თქვენი არ ვიცი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ჩვენ ვერ ვზრდით და სხვისი გაზრდილი მაინც ჩამოვიყვანოთ.
მაგრამ მარტო ჩამოყვანა არ არის, ამის შემდეგ სხვა დეტალები იჩენს თავს, რაც მიქაუტაძის შემთხვევაში გამოჩნდა.
მანამდე ჩაკვეტაძემაც აიცრუა გული, უფრო მანამდე გრიგალავა წავიდა შეკრებიდან...
ეს უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ჯაჭვურად დაკავშირებული, როცა ერთ საქმეს ვერ აგვარებს, იქ მეორეზე ურევს, სამწუხაროდ ესეა...