'ძალიან რთული იქნება' - FCBS-ის ახალი მწვრთნელი საბურთალოსთან მატჩზე
FCBS-ის მთავარი მწვრთნელის, ნიკოლაე დიკას პრესკონფერენცია
საბურთალოს რუმინულ კლუბთან ერთბურთიანი უპირატესობა აქვს
კონფერენსლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში თბილისის საბურთალო ბუქარესტის FCBS-ს სტუმრად დაუპირისპირდება.
აღსანიშნავია, რომ რუმინულ გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. ანტონ პეტრეა, რომელიც FCBS-ს თბილისში ხელმძღვანელობდა, ნიკოლაე დიკამ შეცვალა. სწორედ მისი მატჩისწინა პრესკონფერენცია და ამავდროულად, პრეზენტაცია გაიმართა. 43 წლის რუმინელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ რთული შეხვედრა იქნება, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლა მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ხალხი ყოველთვის ამბობს, რომ მწვრთნელები გუნდებში ფულის გამო მიდიან, მაგრამ მე პირველ რიგში ფულს არ ვაყენებ. ასე მივაღწიე წარმატებას, როგორც ფეხბურთელმა. მთავარი მიზნების მიღწევაა. მე ვესაუბრე კლუბის პრეზიდენტს და საერთო ენა გამოვნახეთ. კომუნიკაბელური ადამიანი ვარ, მიყვარს სხვების იდეების მოსმენა.
პრეზიდენტმა მითხრა, რომ საბურთალოსთან მატჩის შემდეგ ფლორინ ტანასე გუნდიდან წავა, ეს წუხელ გავიგე. ჩვენ მნიშვნელოვან მოთამაშეს ვკარგავთ, გუნდის კაპიტანს და ბოლო ორი სეზონის საუკეთესო ბომბარდირს. ტანასესთანაც მქონდა საუბარი, რაღაცები გავარკიეთ. მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც სხვას მეორე შანსს არ აძლევს.
ორი დღე მაქვს საბურთალოსთან მატჩისთვის გუნდის მოსამზადებლად. ძალიან რთული შეხვედრა იქნება, კარგ გუნდს ვეთამაშებით, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასვლის უნდა გვჯეროდეს. გუნდში ორი ვარჯიში უკვე ჩავატარე. ვფიქრობ, შეგვიძლია შარშანდელზე უკეთ თამაში. თუმცა, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონფერენსლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდეთ", - თქვა დიკამ.
შეგახსენებთ, რომ FCBS-ისა და საბურთალოს საპასუხო მატჩი 28 ივლისს ბუქარესტში გაიმართება. პირველი შეხვედრა ქართულმა გუნდმა თბილისში ლევან ნონიკაშვილის გოლით, ანგარიშით 1:0 მოიგო.
https://europop.ge/article/46071-dzalian-rt...1iv5zxLuv2MXT1I[B]