Snoშერიფმა შარშან იმდენი ფული გამოიმუშავა, რომ მაგათი სწორი სატრანსფერო პოლიტიკით არანაკლები კლუბი ეყოლებათ.
ვერნიდუბის წასვლა ცალსახად დიდი დანაკლისია კლუბისთვის, მაგრამ ალბათ კაი მწვრთნელს დანიშნავენ.
შარშანდელი გუნდიდან ადამა ტრაორეს ყიდიან ფერენცვაროშში 2 მილიონ ევროდ და ბრუნო მიდის ომონიაში, ხოლო ნამატი გაცილებით დიდი აქვთ.
* * *
ახლანდელი მდგომარეობით რეიტინგში 47 ადგილზე ვართ 7.000 ქულით.
https://kassiesa.net/uefa/data/method5/crank2022.htmlსეზონის დასაწყისშივე 5 წლის წინანდელი საშინელი 0.125 გამოგვაკლდება, ანუ სხვა ქვეყნებს გაცილებით მეტი დააკლდებათ და ეგრევე გადავდივართ 43-ე ადგილზე 6.875 ქულით, შესაბამისად თითოეულ ფრეს და აღებულ 0.125 ქულას ექნება უდიდესი მნიშვნელობა რეიტინგისთვის, იმედია ყველა კლუბი გაითავისებს ამ ყველაფერს.
ასეთი რეიტინგებით დაიწყება ახალი ევროთასები
https://kassiesa.net/uefa/data/method5/crank2023.htmlზუსტად 1 ქულა გვაშორებს 35-36 ადგილზე მყოფ ლატვია და ლუქსემბურგთან. მათ ქვემოთ და შესაბამისად ჩვენთან უფრო ახლოს არიან: ბოსნია, ფინეთი, ლიტვა, სომხეთი, ჩრ ირლანდია და ირლანდია.
წინსვლის მეტი შანსი გვაქვს ვიდრე უკუსვლის, ფარერები და ესტონეთი გვაზიან კუდზე, იმათ ქვემოთ კი დიდი სხვაობაა მალტა, ალბანეთი, უელსთან.
წარმატებები ქართულ კლუბებს, იმედია ხვალინდელი კენჭისყრის მერე ოპტიმისტურ განწყობაზე ვიქნებით და 3 კლუბი მაინც გადალახავს პირველ რაუნდს.