ტალახაძის გამოსვლამდე დიდი დროა, ასე რომ რამენაირად უნდა გავიყვანოთ დრო.
მე მოვახერხე და ფრიად მნიშვნელოვან საკითხით დავკავდი, დღეს შევამჩნიე რომ საათი ძაან ნელა მუშაობს, წამების ისარი საერთოდ არ ჰქონია, ავდექი და ოჯახის წევრებთან დავაყენე ამ საათის გამოცვლის საკითხი, ჯერჯერობით მხოლოდ ტემპერატურის მკვეთრ მატებას მიაწერენ ჩემის მდგომარეობას და იმედს იტოვებენ რომ მკვეთრი ზომების მიღება არ დაჭირდებათ, მათ შორის ხონში წაყვანა

არადა თქვენ მაინც ხო გესმით ჩემი
აგერ ჩვენი ბრემენელი მუსიკოსი მეკამათება ვალოდიას ტაქტიკებზე, მესმის, მაგრამ ვალოდიას იმის ჭკუა სად ქონდა ლობჟანა დაეყენებინა მანდ? ისე ეს ბიჭი რასაც აკეთებს, ადამიანურ საზღვრებს ცდება, დაცვაში, ნახევარდაცვაში და თავდასხმაში (სადაც გუნდს ჭირდება კონკრეტულად იმ მომენტში, ერთი წამიც არ აქვს რომელიმე ადგილას დანაგვიანები) ფეხბურთელი ყველაგან ახერხებდა ყოფნას, მე ფეხბურთის ისტორიაში ვერ ვიხსენებ. მაკედონიასთან თამაშზე, სკამზე ხო იყო და, როგორ იმღერა ჰიმნი და თამაშის მერე როგორც ტიროდა, დღესაც არ ამომდის თვალებიდან. ალალია ძმაო მაგ ბიჭზე ერთ-ერთი ვიცე კაპიტნობა და დალოცვა წმინდა გიორგისგან.
წმინდა გიორგის გახსენებაზე, მოდი ჩვენს გერბზე ვიმსჯელოთ. აი ვისაც არ მოგწონთ, რა უნდა ყოფილიყო თქვენი აზრით?
მე მაქვს გამოცდილება ამ თემატიკაში, ქუთაისის ტორპედოს ლოგოს ირგვლივ სულ იყო გაუგებრობა, რა თქმა უნდა სწორადაც. არეული იყო კავშირი კლუბისა და კონკრეტულ პერიოდებში შემქნილ ლოგოების შორის, ვინც არ იცით როგორ იცვლებოდა შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ და დროც გავა
როდესაც შესაძლებელი გახდა მე და ჩემს მეგობრებს შეგვეცვალა, ავდექი და დავიწყე მასალების მოძიება, თანამედროვე ტენდენციებს გავეცანი, სხვა ლოგოები შეისწავლე და მოვიფიქრე ესეთი რამ, რაც წარსულიდან მიღებულ ლოგოების აერთიანებს, მინიმალისტურია, აღსაქმელად მარტივია, ქართული და ლათინური შრიფტია, მივედი დიზაინერთან და სულ რაღაც 500 ლარად დაგვიმზადა. მე არ მახსოვს რამე ლოგო გაკეთებინოს ქართულ გუნდს და კრიტიკა არ მოყოლედეს, აი ჩვენზე 99 % ს მოეწონა და იმის მერე ამდენი სპონსორი გამოიცვალა კლუბმა და არავის არანაირი პრეტენზია არ გამოუთქვამს და ეს საკითხი არც დაძრულა.
ვისაც არ გახსოვთ, ამ ლოგოზე მაქვს საუბარი. (სპოილერში ჩავსვამ)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


ახლა რაც შეეხება ნაკრების გერბს. ავიღოთ მსოფლიო მოსახლეობა, ამაზე კამათი შორს წაგვიყვანს თუ რამდენმა ადამიანს აქვს განაგონი და წარმოდგენა აქვს საქართველოზე, მაგრამ იყოს დაახლოებით ციფრი, 1 მილიარდი. ამ ადამიანებს სკოლაში მაინც ხო გაუგიათ საქართველო, უფრო სწორად GEORGIA, შესაბამისად რასთან მიაქვთ ასოცირება? თავისთავად წმინდა გიორგისგან. ბევრად ნაკლებს ადამიანმა იცის ჩვენი და ღვინის კავშირი...საქართველოს გერბზე იგივე სიმბოლოა გამოსახული, რაც გადმოიტანეს. მოკლედ, ვფიქრობ მიმართულება სწორია...ვაზის, ბორჯღალის და ჯვრის გამოყენება კი ისედაც შეიძლება მაისურებზე. ახლა მთავარს დაუკვირდით, აი ბორჯღალი ან ვაზი რომ გაგვეკეთებინა, ეს მოქმედება არ არის, ეს ზოგადი მიმართულებაა, რომელიც არაფერს არ გვაძლევს. ჯობია მოქმედება ყოფილიყო, რასაც წმინდა გიორგი აკეთებს. ახლა შემდეგი საკითხი, რა შეიძლება ყოფილიყო? პირდაპირ თუ გვინდა ქართული მიმართულება დაგვენახა, ოღონდ რა თქმა უნდა მინიმალისტურია გაკეთებული (როგორც გააკეთეს) მოდი დავიწყოთ, ქანთარიას დროშის აღმართვის მომენტს გრიშა ონიანი თუ მიაწვება

ლაშა ტალახიძის 500 კილოზე პრეტენზია თვითონ გიორგი ასანიძემაც ვერ უნდა გამოთქვას, არ დააყენეს საშველი
ახლა სერიოზულად...კონკრეტულ მეფეს, ვერ აიღებ, ერთმანეთზე უკეთესებიც არიან. ნუ დავითი და თამარი. უმაღლესი მწვერვალი კი რაც გვაქვს, რა თქმა უნდა ვეფხისტყაოსანია. მსოფლიოს ყველა დროის 10 უდიდეს ნაწარმოებში შედის, კონკრეტული ეპიკური მომენტიც არის, რის ირგვლივაც შეიძლებოდა აგვეღო მიმართულება, რა თქმა უნდა იგივე მომენტი, მსგავს სტილში, როგორც წმინდა გიორგი გაკეთდა და გადავიდა გერბად, ეგეც გადავიდოდა. სხვათაშორის ლორიასაც აქვს ტატუდ. სპოილერში ჩასვან რაზეც მაქვს საუბარი.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ერთადერთ ალტერნატივად ეგ მიმაჩნია, უფრო ქართულია, თუმცა წარმომავლობა არ ჰქონდა თვითონ ნაწარმოებში ქართული და ეგეც გასათვალისწინებელია. მაშტაბები უფრო დიდი აქვს წმინდა გიორგის და ცნობადობაც. თან ისიც გასათვალისწინებელია რომ აქ ვეფხვის მოკვლის გამო დიმასთვის ბაია პატარაიებს თავი გაეტეხათ, რას კლავ ამ ვეფხვებსო, გველეშაპზე ვერ ედავებიან, მითიური პერსონაჟია, ეშმაკიაო და ამ ჩვენებას აწვებიან
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ალბათ მაინც ოპტიმალური ვარიანტია. მანდ რაც არ მომწონს, არასწორად არის ისარი, 95 % ზე მეტ ხატებში, მარჯვნიდანაა მოქმედება, აქ კი მეორე მხარეს. თუმცა სასულიერო პირს რომ ვკითხე, ქრისტიანულად ეგ არის არის პრობლემაო.
მოკლედ გერბზე უნდა შევთანხმდეთ, 100 % ით იდეალურია!
რაც ქნა ფედერაციამ სისულელე ეს იყო, რომ ფორმები ვერ წარადგინა ნორმალურად.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


[/VIMEO][/YOUTUBE]
ესე გავრცელებულს, როგორ აღიქვამ ადამიანი ნორმალურად? ამიტომაც იყო აზრთა სხვადასხვაობა. პირველ ეფექტს აქვს უდიდესი მნიშვნელობა, სწორად ამიტომ იყო რომ ვერ გაივსო დინამო, თორემ ეგ ფორმები ისე წარედგინათ, როგორც მაგალითად იტალიამ ქნა, რა თქმა უნდა დინამოც სავსე იქნებოდა.
რა ჭირს ამას ვინმეს დასაწუნი?
თითქმის იდეალურია!
ხოლო შავი კი 100 % -ით იდეალურია!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «