ცივ გონებაზე:
წარმოიდგინეთ შესარჩევი ბულგარეთთან სახლის ფრით და მომდევნო სამი გამანადგურებელი მოგებით რომ დაგვეწყო, ხომ ვიქნებოდით დღეს ნირვანასა და ეიფორიაში?
არადა, ქულები იმდენივე გვექნებოდა რაც ახლა გვაქვს.
ვილის მაინც ვუსაყვედურებდით?
ბიჭებს მაინც დავამადლიდით სტადიონზე მისვლას და გულშემატკივრობას?
ეჭვი მაქვს, არა.
აბა რა მოხდა?
ვინც ჭადრაკით მეტნაკლებად სერიოზულად იყო დაკავებული დამეთანხმება, რომ განვითარებისთვის სწორი ანალიზის შემთხვევაში მოჭადრაკისთვის ერთ წაგებულ პარტიას მეტი მოაქვს, ვიდრე სამ მოგებულს.
სპორტის სხვა სახეობებშიც ასეა და ზოგადად ცხოვრებაშიც.
აქედან გამომდინარე თუ ამ ფანჯარაში მაინც და მაინც 10 ქულა უნდა დაგვეგროვებინა, ასეთი "რასკლადი" საუკეთესოა და სექტემბრის თამაშებისთვის ყველას კონცენტრაცია - მოტივაცია განუზომლად მაღალი იქნება, ვიდრე ოთხივე თამაშის მოგების ვარიანტში.
აქ სადღაც შემხვდა, რომ თურმე ვილის დღეს ის ხალხი აქებს, ვინც ადრე რადიო დიჯეის ეძახდა და მისი გაგდების მომხრე იყოო.
ვაღიარებ, ერთერთი მათგანი მე ვიყავი.
თუმცა საფუძველი მქონდა.
ასე თუ ისე ჩატარებული საზაფხულო ტურნეს შემდეგ შემოდგომის ჩაგდებული ციკლი, აბსოლუტურად უაზრო თამაშითა და უპერსპექტივობით სანიოლის წასვლის აზრისჯენ მიბიძგებდა.
უფრო მეტიც, ფრანგის მიერ ესპანეთთან დაყენებულმა შემადგენლობამ დღემდე შემადგენლობის კომპლექსი გამიჩინა და სანამ "სასტავს" არ ვნახავ აფორიაქებული ვარ...
დღეს სხვა სიტუაციაა.
მჯერა, რომ უამრავი ობიექტური მიხეხის გამო სანიოლმა მისთვის სასურველ ოპტიმალურ შემადგენლობას ამ ფანჯრის ვერც ერთ თამაშში თავი ვერ მოუყარა.
თუმცა კითხვები მაინც გააჩინა:
1. რატომ არ გამოიძახა ბორჯომა?
როცა ბერიძე ბუდუს წყვილმა უნგრეთში ჯამში 20 გოლამდე გაიტანა, არაფერს ვამბობ მათი ასისტების ჯამურ რაოდენობაზე. ვითომ ბუდუ - ბორჯომას შეთამაშებული "სვიაზკა" რატომ იქნებოდა ხვიჩა - ზურიკოზე ნაკლები?
2. აბსოლუტურად გაუგებარია მიქელთაძის ჩამოყვანის იმ არგუმენტით გამართლება, რომ თურმე მან ნაკრების ატმოსფერო უნდა შეეგრძნო, მაშინ როცა კირკიტას არანაირი შანსი არ ეძლევა, რომელიც ჩემი აზრით დღეისათვის კაკაბაზე კარგ ფორმაშია, საბაზე არანაკლები სისწრაფე, დრიბლინგი და პასი აქვს.
კირკიტასაც შეეგრძნო ნაკრების ატმოსფერო. დაკვირვებოდა ვარჯიშებზე და ისე მიეღო გადაწყვეტილება.
3. როგორ ჩანს ამ ფორმაციის ნაკრებში ქვილითას ტიპის ფორვარდისთვის ადგილი არ ჩანს, თუმცა ოდესმე ხომ უნდა დავიწყოთ პირველ ნომრად და შესაბამისად 2 თავდამსხმლით თამაში? ასეთ დროს ქვილითა კი არა კაჭარავაც გამოგადგება. თუნდაც გუშინ - 10 ჩამოწოდებული კუთხურიდან კაჭო ბურთს თავს ერთელ მაინც როგორ ვერ გაარტყამდა?
ამიტომ თუ ქვილითას ტრავმა ქონდა მიქელთაძის გამოძახებას ელგუჯა ლობჯანიძის დაყენებაც კი ჯობდა.
4. ბულგარეთთანაც იგივე თამაში იყო, რაც გიბრალტართან, მაგრამ იქ 4 გოლი გავიტანეთ, რადგან ცენტრში ბურთებს ავად თუ კარგად ჩაკვე ანაწილებდა. ასე რომ დროა ვილიმ ე.წ. გამოკვეთილ 10-ზეც იფიქროს და ჩაკვე კიტე ამ პოზიციაზე უფრო გამოიყენოს, ვიდრე ჩამშლელად ან ფლანგებზე.
5. გვილო, კვეკვე არქაულ ფეხბურთს თამაშობენ და თავიანთი კლუბის ძირითად შემადგენლობაშიც ვერ ხვდებიან. აბუ უკეთესია, მაგრამ ძალიან ნელი. ამიტომ უ-21-ის შემდეგ ეს ხალხი მექვაბა - მოისა - გაგნოთი უნდა ჩანაცვლდეს, ამასთან ფედერაციამაც გააკეთოს საბოლოო მოძრაობა მარადიშვილის მიმართულებით.
რომ შევაჯამო: ჩვენი ნაკრების ქმედებას 10-დან 8 ქულას დავუწერდი.
პრინციპში, 8.5-იც შეიძლება.
This post has been edited by VoK on 13 Jun 2022, 08:19
It’s nice to be important, but it’s more important to be nice...