"პარი ნიჟნი ნოვგოროდის" სპორტულმა დირექტორმა ალექსანდრ უდალცოვმა ვახო ბედოშვილის ტრანსფერზე Match TV-სთან მორიგი კომენტარი გააკეთა.
მოგეხსენებათ, 21 წლის ქართველი შემტევი "ორბის" საკუთრება გახლდათ და იჯარით "გარეჯში" ასპარეზობდა. "ორბის" განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფეხბურთელმა კონტრაქტი ცალმხრივად შეწყვიტა და ფიფას ტრანსფერებთან დაკავშირებული წესების დარღვევის გამო, "პარი ნიჟნი ნოვგოროდსა" და ფეხბურთელს უჩივლებდა.
რუსულ კლუბში კი მაშინ განაცხადეს, რომ ვახო ბედოშვილის კონტრაქტში გამოსყიდვის პუნქტი იყო, რომელიც მის ყოფილ კლუბსა და "გარეჯს" შორის დადებულ იჯარის ხელშეკრულებაში იყო შეტანილი, ამით ისარგებლეს და არაფერი დაურღვევიათ.
ახლა კი უდალცოვის ნათქვამიდან ირკვევა, რომ "ორბის" ჯერჯერობით განცხადებიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ არ უჩივლია.
"არანაირი სასამართლო დავა არ ყოფილა. ჩვენ ფეხბურთელი ვიყიდეთ და ამით ამით დავასრულეთ. გიდასტურებთ, რომ ბედოშვილის ტრანსფერის საქმეზე FIFA-ში არანაირი დავა არ მიდის", - თქვა უდალცოვმა.
თავად ბედოშვილი "პარი ნიჟნი ნოვგოროდის" განაცხადშიც არ ჩანდა და უცნაური დებიუტი "ორენბურგთან" სახლში 3:1 მოგებულ შეხვედრაში რუსეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში 13 სექტემბერს ჰქონდა.
მწვრთნელმა ის მოედანზე 67-ე წუთზე შეიყვანა და 90-ე წუთზე გაიყვანა, რაც რუსული გუნდის დამრიგებელმა ალექსეი შპილევსკიმ ასე ახსნა:
"ვახომ ძალიან კარგად წარმოაჩინა თავი საკონტროლო მატჩშიც და მთელი საწვრთნელი კვირის განმავლობაშიც. ამიტომაც დაიმსახურა შანსი და შეცვლაზე შევუშვი. ბიჭებს თამაშის წინ ვაჩვენე ფრაგმენტი ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუდან, სადაც ის ამბობს, რომ თანამედროვე ფეხბურთში "ვინგერი" უპირობოდ უნდა ეხმარებოდეს მცველებს.
ახალგაზრდა ფეხბურთელს ეს ძალიან კარგად უნდა ესმოდეს. არავის არ აქვს უფლება, თამაშის რომელიმე ფაზიდან ამოვარდეს. ასე რომ, მისი გაყვანა იყო ტაქტიკური გადაწყვეტილება და, ასე ვთქვათ, გაკვეთილი მომავლისთვის", - თქვა 37 წლის ბელარუსმა სპეციალისტმა.
https://sportall.ge/article/180097-uchivla-...entari-gaaketa/ხო შეიტანეთ საჩივარი?